• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, სამშაბათი, 25 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ხბოს დაც­ვის რეგ­ლა­მენ­ტი და­ამ­ტკი­ცა, რო­მელ­შიც გან­სა­ზღვრუ­ლია, რა პი­რო­ბებ­ში უნდა ცხოვ­რობ­დნენ ხბო­ე­ბი

ალია ავტორი - ალია
10:56 08-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ხბოს დაც­ვის რეგ­ლა­მენ­ტი და­ამ­ტკი­ცა, რო­მელ­შიც გან­სა­ზღვრუ­ლია, რა პი­რო­ბებ­ში უნდა ცხოვ­რობ­დნენ ხბო­ე­ბი, რა უნდა იყოს მათი საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი, რა პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ ქცე­ვი­თი და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, რო­გორ უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი სად­გო­მი და რო­გორ უნდა და­სუფ­თავ­დეს ის.

  • ხბოს დაც­ვის ზო­გა­დი მო­თხოვ­ნე­ბი – ამო­ნა­რი­დი მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბი­დან

“1. ხბოს სად­გო­მის ასა­შე­ნებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბაკი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მელ­თა­ნაც ხბო­ებს უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ, არ უნდა იყოს სა­ზი­ა­ნო მათ­თვის და უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს სრუ­ლად რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ას.

2. ელექტრო­ს­ქე­მე­ბი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ისე უნდა იქ­ნეს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რომ თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ელექტრო­შო­კი.

3. იზო­ლა­ცი­ამ, გათ­ბო­ბამ და ვენ­ტი­ლა­ცი­ამ სად­გომ­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ჰა­ე­რის ცირ­კუ­ლა­ცი­ის, მტვრის დო­ნის, ტემ­პე­რა­ტუ­რის, ფარ­დო­ბი­თი ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და გა­ზის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის იმ ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ ფარ­გლებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც სად­გომ­ში მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბი­სათ­ვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბა.

4. ხბო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა ავ­ტო­მა­ტუ­რი და მე­ქა­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უნდა შე­მოწ­მდეს, სულ მცი­რე, ერთხელ დღე­ში. ხარ­ვეზ(ებ)ი აღ­მო­ჩე­ნი­სას უნდა გა­მოს­წორ­დეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ან, თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბამ­დე შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი უნდა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი (ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოკ­ვე­ბი­სა და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის) ხბო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის და­სა­ცა­ვად. სა­დაც ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ასე­ვე მო­წყო­ბი­ლი უნდა იქ­ნეს სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მა, რაც ძი­რი­თა­დი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ჰა­ე­რის გა­ნახ­ლე­ბა­სა და ხბო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას. სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე უნდა მოქ­მე­დებ­დეს სა­გან­გა­შო სის­ტე­მა, რათა გაფრ­თხი­ლე­ბულ იქ­ნეს ცხო­ვე­ლე­ბის მომ­ვლე­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­გან­გა­შო სის­ტე­მა უნდა შე­მოწ­მდეს რე­გუ­ლა­რუ­ლად.

5. და­უშ­ვე­ბე­ლია ხბო­ე­ბის მუდ­მი­ვად სიბ­ნე­ლე­ში გან­თავ­სე­ბა. მათი ქცე­ვი­თი და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ან ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბის­თვის. ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ის უნდა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­თე­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, 9-იდან 5 სა­ა­თამ­დე. გარ­და ამი­სა, უნდა იყოს შე­სა­ფე­რი­სი გა­ნა­თე­ბა (ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ან პორ­ტა­ტუ­ლი) საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რი, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს ხბო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს.

6. სად­გომ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ხბო მფლო­ბე­ლის ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის მიერ უნდა შე­მოწ­მდეს, სულ მცი­რე, ორ­ჯერ დღე­ში, ხოლო ხბო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რეთ არი­ან გან­თავ­სე­ბულ­ნი – დღე­ში, სულ მცი­რე, ერთხელ. თუ ხბო არის ავად ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ვე­ტე­რი­ნა­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას და ნე­ბის­მი­ე­რი ხბო, რო­მე­ლიც არ რე­ა­გი­რებს მფლო­ბე­ლის მოვ­ლა­ზე/კონ­ტაქ­ტზე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ვე­ტე­რი­ნა­რის შე­მოწ­მე­ბას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან ავად­მყო­ფი ხბო­ე­ბი უნდა იყ­ვნენ იზო­ლი­რე­ბულ­ნი ადეკ­ვა­ტურ პი­რო­ბებ­ში, მშრალ და კომ­ფორ­ტულ ქვეშ­სა­გებ­ზე.

7. სად­გო­მი უნდა იყოს ხბო­ე­ბი­სათ­ვის ისე აშე­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა ხბოს შე­ეძ­ლოს და­წო­ლა, დას­ვე­ნე­ბა, ად­გო­მა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სუფ­თა­ვე­ბა სირ­თუ­ლის გა­რე­შე.

8. ხბო­ე­ბი არ უნდა იყ­ვნენ დაბ­მულ­ნი, გარ­და ჯგუ­ფუ­რად გან­თავ­სე­ბუ­ლი ხბო­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც დაბ­მულ­ნი უნდა იყ­ვნენ არა­უ­მე­ტეს ერთი სა­ა­თი­სა რძით ან რძის შემ­ცვლე­ლით გა­მოკ­ვე­ბი­სას. სა­ბე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სა­ბელ­მა არ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს ხბო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და უნდა შე­მოწ­მდეს რე­გუ­ლა­რუ­ლად და შე­იც­ვა­ლოს სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნეს მისი კომ­ფორ­ტუ­ლი მორ­გე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი სა­ბე­ლი ისე უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ აცი­ლე­ბულ იქ­ნეს დახ­რჩო­ბის ან და­ზი­ა­ნე­ბის რის­კი და ხბოს უნდა შე­ეძ­ლოს გა­და­ა­ად­გი­ლე­ბა ამ და­ნარ­თის მე-7 პუნ­ქტის მო­თხოვ­ნა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

9. სად­გო­მი, ბაკი, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ჭურ­ჭე­ლი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხბო­სათ­ვის, შე­სა­ბა­მი­სად უნდა გა­სუფ­თავ­დეს და და­ექ­ვემ­დე­ბა­როს დე­ზინ­ფექ­ცი­ას, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ჯვა­რე­დი­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბა და და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. ფე­კა­ლი­ე­ბი, შარ­დი, ნარ­ჩე­ნი ან დაღ­ვრი­ლი საკ­ვე­ბი მო­ცი­ლე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს სა­ჭი­რო ინ­ტენ­სი­ვო­ბით, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს დაყ­ვა­ნი­ლი სუნი და აცი­ლე­ბულ იქ­ნეს თა­ვი­დან მწე­რე­ბი­სა და მღრღნე­ლე­ბის მო­ზიდ­ვა.

10. ია­ტა­კი უნდა იყოს გლუ­ვი, მაგ­რამ არა სრი­ა­ლა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ხბო­ე­ბი­სათ­ვის ტკი­ვი­ლის ან ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა მას­ზე დგო­მის ან წო­ლის დროს. ია­ტა­კი უნდა იყოს თა­ნა­ბა­რი და მყა­რი, ხბოს ზო­მი­სა და წო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. და­სა­წო­ლი ად­გი­ლი უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, სუფ­თა, შე­სა­ბა­მი­სი დრე­ნა­ჟით და არ უნდა ჰქონ­დეს უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ხბო­ზე. ორ კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კის ყვე­ლა ხბო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იქ­ნეს შე­სა­ბა­მი­სი ქვეშ­სა­გე­ბით.

11. ყვე­ლა ხბოს უნდა ჰქონ­დეს და­ნიშ­ნუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი, რო­მე­ლიც ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია მათ ასაკ­თან, წო­ნა­სა და ქცე­ვით და ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­თან, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის. მათი საკ­ვე­ბი უნდა შე­ი­ცავ­დეს საკ­მა­რის რკი­ნას, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სის­ხლის ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის სა­შუ­ა­ლო დონე, სულ მცი­რე, 4.5 მმოლ/ლიტრზე და ორ კვი­რა­ზე მეტი ასა­კის თი­თო­ე­უ­ლი ხბოს ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ცი­ო­ნი უნდა მო­ი­ცავ­დეს უჯრე­და­ნას, რომ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ყველ­დღი­უ­რად უნდა იზ­რდე­ბო­დეს 50 გრ-იდან 250 გრ-მდე რვი­დან ოცი კვი­რის ასა­კის მქო­ნე ხბო­ე­ბი­სათ­ვის. ხბო­ებს არ უნდა ეკე­თოთ ალი­კა­პი.

12. ყვე­ლა ხბო უნდა იკ­ვე­ბე­ბო­დეს, სულ მცი­რე, 2-ჯერ დღე­ში. სა­დაც ხბო­ე­ბი გან­თავ­სე­ბულ­ნი არი­ან ჯგუ­ფუ­რად და არ იკ­ვე­ბე­ბი­ან შე­უ­ზღუ­და­ვად ან ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­მო­საკ­ვე­ბი სის­ტე­მით, ყვე­ლა ხბოს უნდა ჰქონ­დეს წვდო­მა საკ­ვებ­თან ერ­თსა და იმა­ვე დროს.

13. ორ კვი­რა­ზე მეტი ასა­კის ყვე­ლა ხბოს უნდა ჰქონ­დეს წვდო­მა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ახალ წყალ­ზე ან უნდა შე­ეძ­ლოს და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს სი­თხის მი­ღე­ბა­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა სხვა სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბით. თუმ­ცა ცხე­ლი ამინ­დის პი­რო­ბებ­ში ან ხბო­სათ­ვის, რო­მე­ლიც არის ავად, ახა­ლი და­სა­ლე­ვი წყა­ლი ყო­ველ­თვის უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

14. საკ­ვე­ბუ­რე­ბი და სა­წყუ­რებ­ლე­ბი ისე­თი მა­სა­ლის­გან უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ისე უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი და მოვ­ლი­ლი, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს შემ­ცი­რე­ბუ­ლი ხბოს საკ­ვე­ბი­სა და წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა.

15. ყვე­ლა ხბომ უნდა მი­ი­ღოს მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის ხსე­ნი და­ბა­დე­ბი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში – სი­ცო­ცხლის პირ­ველ 6 სა­ათ­ში”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved