• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მხარზე მეტად სული მტკივა“ – თორნიკე შენგელია მიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
16:47 08-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344

მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართავს:

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ რა გრძნობა მეუფლება, როცა ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თგვენგან. იმ დღიდან, როცა გაირკვა, რომ ევრობასკეტი ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ღონისძიებაზე არ მეფიქრა.

თითოეული ჩემი ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა. მაგრამ სპორტში, სხვა ბევრ დადებითთან ერთად ასეთი მომენტებიც ხშირად დგება.
მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს.

თუმცა, დღეს მშვიდად ვარ, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრების და ჩვენი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რთული მომენტები მათ მეტ მოტივაციას და ძალას შემატებს.

ჩემზე არ იდარდოთ, ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ახლა გთხოვთ, რომ ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული , პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ თითოეულ გამამხნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას“, წერს თორნიკე.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს ნიდერლანდებთან მიღებული ტრავმის გამო კაპიტანი თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს გამოაკლდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved