კუბაში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
კუბაში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული იტალიელი კუბაში 15 აგვისტოს ჩავიდა. მოგვიანებით ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უცხოური მედია წერს, რომ მამაკაცი ნაქირავებ სახლში დარჩა და კუბის დასავლეთ პროვინციებში რამდენიმე ადგილი მოინახულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალურად 92 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 35 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 12 ადამიანი.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები