• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გომელაურმა უთხრა ჩემს მეუღლეს – ოღონდ ეგ არა და რაც გინდა, მთხოვეთო…“ – რა დეტალებს უყვება „ალიას“ მალხაზ მაჩალიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:11 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27,152

თამო კეშელავა

სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავების მეორე დღესვე, 17 ივლისს, სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა „ალიასთან“ თქვა:

„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე მაგალითად, ეს სპეცოპერაცია არ იყო სოსო გოგაშვილის დაქვემდებარებაში – სპეცრაზმი ემორჩილება სუსის უფროსს და ამ შემთხვევაში, ეს იყო ვახტანგ გომელაური! ძალიან კარგად იციან, რომ მაგ სპეცოპერაციაზე სოსო გოგაშვილი არ იყო, სხვა საკურატურო ჰყავდა. თუმცა, ყველა ისარი გადაიტანეს სოსოს წინააღმდეგ.“

მოგვიანებით, სოსო გოგაშვილის წერილი გავრცელდა, სადაც გომელაურის მიმართავდა და წერდა:

„ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე…“

ვახტანგ გომელაურმა გოგაშვილის ბრალდებას 19 აგვისტოს უპასუხა და განაცხადა:

„არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი, ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს.“

 

„ალია“ ესაუბრება მალხაზ მაჩალიკაშვილს.

– სოსო გოგაშვილის წერილებიდან და მასზე გომელაური დაგვიანებული პასუხიდან, რამე ახალი ინფორმაცია იყო თქვენთვის?

– არა, არაფერი ისეთი არ თქმულა, რაც აქამდე არ ვიცოდი, მეტიც, იმაზე მეტი ვიცი, რაც მაგათ ისაუბრეს. რასაც ვისმენ ეს არის გადაბრალება–გადმობრალება. მე თავის დროზე ნანახი მაქვს გომელაურის, გოგაშვილის და ჩიმაკაძის ჩვენებებიც და გომელაური მაშინ, თავის ჩვენებაში, სწორედ გოგაშვილს ადებდა ხელს. თუმცა, რასაკვირველია, მაშინაც ვიცოდი, რომ ნომერ პირველი დამნაშავე იყო გომელაური. რაც თქვეს, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ მათ ამაზე ბევრად მეტი იციან, ასე რომ. სჯობს ის თქვან, რაც არ ვიცით. ერთდერთი რაც გოგაშვილის წერილში თვალში მომხვდა, იყო ის ნაწილი, სადაც წერდა, მეუფე მოვიდა, გამაფრთხილა, რომ აპირებენ ჩემ ლიკვიდაციასო, მეც მქონდა მაგაზე ინფორმაცია, ვიცი, რომ ნამდვილად იყო ის მეუფე მისული და გააცნო ის გეგმა, რაც არსებობდა – ჯერ გოგაშვილის განეიტრალება და მერე კი მაჩალიკაშვილის, ჩემი განეიტრალება. ჯერ იმას მოკლავდნენ და მერე მე. აი, ამ ნაწილში სიმართლეს იძახის. დანარჩენი, ერთმანეთს აბრალებენ გომელაური და გოგაშვილი, თუმცა, ძალიან საინტერესოა, ჩიმაკაძეს რატომ არ ახსენებენ?

– და თქვენ როგორ გგონიათ, რატომ არ ახსენებენ ჩიმაკაძეს (საუბარია, სუს-ის  კონტრტერორისტული ცენტრის მაშინდელ უფროსზე ირაკლი ჩიმაკაძეზე )?

– არც გომელაურს ახსენებდნენ აქამდე! ჩემთვის ნომერ პირველი დამნაშავეა გომელაური, მერე ჩიმაკაძე და მერე გოგაშვილი. ჩიმაკაძეს არ ახსენებენ იმიტომ, რომ ის იყო თავი და თავი, გამყალბებელიც, დამგეგმავიც, სპეცრაზმის შემომყვანიც. მას ისეთი თანამდებობა ეკავა მაშინ, რომ სწორედ მას უნდა ემართა ოპერაცია. თუმცა, მე ყველაზე ხშირად გოგაშვილს ვახსენებდი და ალბათ, აინტერესებს ხალხს, რატომ? იმიტომ რომ ისინი, გომელაური და ჩიმაკაძე სდუმდნენ და გოგაშვილი ჩემ წინააღმდეგ იყენებდა „ნასედკებს“, ტროლებს და ბოტებს – სულ ზეპირად ვიცი, ვის იყენებდა ჩემი და ჩემი ოჯახის გასაშავებლად.

– და ვინ გადაიბარა მოგვიანებით ეგ „ნასედკები“, ტროლები და ბოტები? გოგაშვილი რომ წავიდა თანამდებობიდან, მერეც ხომ გრძელდებოდა თქვენი ოჯახის გაშავების მცდელობა? იგივე ადამიანები, რომლებიც თქვენ წინააღმდეგ წერდნენ და გოგაშვილს აქებდნენ, „ქართულ ოცნებას“ როცა დასჭირდა, თავად გოგაშვილის წინააღმდეგაც გამოიყენეს.

– ბიძინა… ყველა ბიძინას ემორჩილება და ყველა მონა ბიძინასია, ბოდიში, მაგრამ ვინ ჩემი ფეხებია ან კობახიძე, ან მდინარაძე, ან თალაკვაძე, ან რომელიმე მინისტრი? ვინ არიან ბიძინას გარეშე? ვინ იქნებიან, როცა ბიძინა აღარ იქნება? – არავინ. შესაბამისად, როგორც ბიძინა ეტყვით, ისე მოიქცევიან.

– გოგაშვილი წერს იმასაც, ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილების ოჯახს შეხვდაო – ვიცი, რომ შეხვედრა თქვენ მეუღლესა და გომელაურს შორის მართლაც შედგა – იყო იქ საუბარი იმაზე, რომ გოგაშვილია დამნაშავე და გომელაური უმწიკვლო?

– არა, არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები ამ ნაწილში. მოგიყვებით როგორც იყო – შეხვედრა სურდათ ჩემი და გომელაურის, თუმცა, მე უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე და არც შევხვდებოდი არასოდეს გომელაურს, რადგან შეიძლებოდა ეს უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო. შეხვედრაზე დათანხმდა ჩემი მეუღლე, მედიკო, ამ შეხვედრისას მედიკოს მოთხოვნა იყო ერთი – ეღიარებინა სახელმწიფოს დანაშაული და ეთქვა, რომ ჩვენი შვილი უდანაშაულო იყო და არანაირი შეხება არ ჰქონდა იმ მუხლთან, რაც წაუყენეს. ამ შეხვედრაზე იყო ჩიმაკაძეც. საუბრისას საერთოდ არ უხსენებია გომელაურს გოგაშვილი. გომელაურმა ჩვენ მოთხოვნას უარით უპასუხა და განაცხადა, ეგ რომ გავაკეთოთ, სახელმწიფომ რომ აღიაროს დანაშაული, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო! მაგას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ სხვა რაც გინდათ გვთხოვეთო…

– სხვა რაც გინდათ ის გვთხოვეთო – უთქვამს გომელაურს და თუ ნანობდა და თუ იმასაც ამბობდა სხვა რაც გინდათ გვთხოვეთო – „ნასედკებს“ და ტროლებს და ბოტებს რომ გიგზავნიდნენ და თქვენი და თქვენი ოჯახის, თქვენი გარდაცვლილი შვილის ლანძღვით იყვნენ დაკავებულნი – არ იცოდა?

– კი, ეგ უპასუხა ზუსტად და გომელაურს უთქვამს, მე ბევრი გავილანძე იმის გამო, თქვენზე რომ ცუდ ინფორმაციებს ავრცელებდნენო… სიმართლეს ვიტყვი, ამ შეხვედრიდან წამოსული მედიკო მერე ამბობდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გულწრფელი იყო და ძალიან ნანობდა მომხდარსო. ისიც კაცობაა, რომ მოინანიებს ადამიანი, თუმცა, მე ამ მონანიების არ მჯერა…მედიკო ქალია, მე რომ შევხვედროდი, სხვაგვარად წარიმართებოდა საუბარი, მაგრამ მე არ შევხვდებოდი გომელაურს. ჩიმაკაძეც და გოგაშვილიც დამნაშავეა, მაგრამ შავი ჭირის სამსახურს ხელმძღვანელობდა გომელაური! ასეთი მონანიება ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი მოთხოვნა უცვლელია – აღიაროს სახელმწიფომ დანაშაული, თქვას, რომ უდანაშაულო შვილი მომიკლა!

– გოგაშვილი წერს, ბევრი თავისი დანაშაული „შემტენესო“, მაგალითად პანკისის სპეცოპერაციაო – უშვებთ, რომ შეიძლებოდა მართლაც „შეეტენათ“?

– შესაძლებელია, კი, ასეა სისტემა აწყობილი, ვიღაცას უნდა „შეტენონ“ ყველაფერი, თავის გადასარჩენად, მაგრამ ისიც არანაკლები დამნაშავეა, ვინც მათ ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს და ემორჩილება.

– მას შემდეგ, რაც გოგაშვილმა ღიად დაადო ხელი გომელაურს – ხომ არ ყოფილა „მონანიე“ გომელაურისგან, ან მისი გარემოცვიდან შეხვედრის სურვილი?

– არ ვიცი გომელაურის გარემოცვიდან, თუ არა, მაგრამ მთავრობის წევრებიდან იყო შემოთავაზება კომუნიკაციის.

– რა უპასუხეთ?

– უარი შევუთვალე, რა თქმა უნდა.

– რაზე უნდათ საუბარი?

– არ ვიცი, არც მინდა გავიგო რა უნდათ, ჩემი პოზიცია იციან, ჩემი პოზიცია არის უცვლელი და გავყვები ბოლომდე.

თეგები: ვახტანგ გომელაურიმალხაზ მაჩალიკაშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved