• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქალბატონო ელჩო, იქნებ თქვენს ელჩობამდე 10-20 წლის წინანდელი პერიოდი კარგად შეისწავლოთ“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
16:23 08-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,169

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე:

„ქალბატონო ელჩო, იქნებ თქვენს ელჩობამდე 10-20 წლის წინანდელი პერიოდი კარგად შეისწავლოთ, გაერკვიოთ რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ხალხში გაიაროთ, არა მხოლოდ ნაციონალებში, და მოისმინოთ პოლარიზაციის რეალური მიზეზები?!
უნდა გაერკვიოთ პოლარიზების არსში, ვის და ვის შორისაა. პოლარიზება წინა ხელისუფლებასა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის ჩამოყალიბდა, რასაც საკმაოდ ღრმა მიზეზები აქვს.
თქვენამდე არ მოვა ეს პოსტი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ:
– ძალადობრივი და დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბება;
– ათასობით ადამიანის “ჩარეცხვა”;
– ბიუჯეტის ძარცვა და ქუჩიდან მოსული აქტივისტების ოლიგარქებად ჩამოყალიბება;
– ათიათასობით ბიზნესის უკანონოდ, ოჯახების დაწიოკების გზით ჩამორთმევა და მითვისება;
– ციხეებში საკონცენტრაციო ბანაკებზე უარესი რეჟიმის შექმნა პოლიტიკური ლიდერების ბრძანების საფუძველზე;
– აგვისტოს ომის მძიმე შედეგები, პოლიტიკურ დამნაშავეთა დაუსჯელობა, ომამდე და ომის დროს თავდაცვის ბიუჯეტის ძარცვა;
– ელიტური კორუფცია;
– ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანთა ღირსების ფეხქვეშ გათელვა;
– ე.წ. მესამე სექტორის (ენჯეოების) მეშვეობით სახელმწიფოს მართვაში ჩარევა;
– თავსმოხვეული “კოჰაბიტაცია” და დამნაშავეთა მფარველობა.
ელჩები, ჩვენი პარტნიორები არ არიან ვალდებულნი გაიგონონ ხალხის ხმა. ეს არ გევალებათ. თუმცა, თუ ხალხის ხმა არ გესმით, მაშინ შეფასებებსაც ნუ აკეთებთ. უსამართლო შეფასებებით ზიანდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებს და დასავლური განწყობები. გაესაუბრეთ სხვა ადამიანებსაც, გაესაუბრეთ კომპეტენტურ პირებს, ვინც დოკუმენტურად მოგიყვებათ, ფაქტებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ბოლო-ბოლო, ინტერნეტში ყველაფერია, რისი წაშლაც ვერ მოახერხეს. სამწუხაროა ასეთი არასწორი შეფასებების წაკითხვა, თუმცა ეს შეფასებები ჩემს განწყობას და მადლიერებას თქვენი ქვეყნისადმი, ვერ შეცვლის.

ჩემი ყოფილი სამსახურიდან გამომდინარე, უშუალო შეხება მქონდა სხვადასხვა პროექტთან, რომლებიც ამერიკის მიერ განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა”, UH-1H ტიპის შვეულმფრენების პროგრამა, ჩვენი ოფიცრების მომზადება და გადამზადება და სხვა.

იმედი მაქვს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. ურთიერთობებში პატარა ქვეყნებს ყოველთვის უწევთ ინტერესთა დათმობა, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელთა შელახვა შეუძლებელს ხდის ურთიერთობებს. მაგალითად, ასეთი ღირებულებებია სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ღირსება. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ვერ შედგა, რადგან არ ცნობს ამ ღირებულებებს. თქვენს ქვეყანას მადლობას ვუხდი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ფასდაუდებელია. ამასთან ერთად, აუცილებელია სიმართლის პატივისცემა.

კიდევ ერთი. პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ერთი წლის მანძილზე, რადგან იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურ პარტიებს დასკვნები გამოეტანა ადრე ჩადენილი დანაშაულების და დაშვებული შეცდომების გამო, მოეხდინათ შიდა განახლება, რათა ახალი სახეებით, სუფთა ხელებით წარმდგარიყვნენ 2024 წლის არჩევნებზე, რაც გააჯანსაღებდა პოლიტიკურ პროცესს, გაზრდიდა პარტიებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ისევ იგივე სურათს გვთავაზობენ.

შემოდგომიდან ისევ ემზადებიან რყევებისთვის. ასეთი რყევების რეჟიმში ვცხოვრობთ 10 წელია. ოპოზიცია, რომელიც არ ცნობს ხალხის არჩევანს, დღემდე არ ცნეს არცერთი არჩევნები. პოლარიზაციის მიზეზია უსამართლობა. დეპოლარიზაციის ერთადერთი რეცეპტია სიმართლე და სამართლიანობა. სიმართლე კი ხალხშია.“

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved