• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის

ალია ავტორი - ალია
13:04 08-17-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
743

PSP-ს მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე.

წარმოების განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ათვისება ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. ამ მოსაზრებით ჯერ კიდევ 2000 წელს PSP-მ შექმნა პირველი ქართული საერთაშორისო სტანდარტის საწარმო GM Pharma, რომლის წარმოებული მედიკამენტები 15 წელზე მეტია მსოფლიოს 11 ქვეყანაში გადის ექსპორტზე და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

ფარმაცევტული სტანდარტებით წამლის ახალი ფორმების (ამპულები, მალამოები, ხსნარები და ა.შ.) ქართული წარმოების გაფართოება და R&D ლაბორატორიის შექმნა ხელს შეუწყოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიიღო PSP-ს მფლობელობაში არსებული სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილის (7001000 აქცია) გასხვისების შესახებ. სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთ-ერთი ძლიერი ქართული წარმოებაა, რომელიც წლებია ფართოდ ითვისებს საექსპორტო პოტენციალს სხვადასხვა წარმატებული ბრენდებით („ზედაზენი“, „რაგნარი“, „რავი“, „სვიანი“; ამერიკული ლიცენზიის საფუძველზე: „მილერი“, „ბავარია“, „ჰარპი“, „ჰოლსტენი“ და ა.შ. და არაალკოჰოლური სასმელების ფართო ჩამონათვალით: ლიმონათი „ზედაზენი“, ნატურალური წვენი „ჩერო“, ცივი ჩაი გურიელი, RC Cola, RC ლაიმი, RC მანგო, წყალი „ზენი“ და სხვ.) და ასევე ფლობს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ 20%-იან წილს.

„კომპანია PSP-ს ორიენტაცია საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად და ფართოდ ათვისებითვის განპირობებულია მოსაზრებით, რომ ქევყნის ეკონომიკის ყველაზე მყარი განვითარების პერსპექტივა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას უკავშირდება. თანამედროვე საერთაშორისო ფარმაცევტული წარმოების მოთხოვნების GMP-ის სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ამპულირებული, საინექციო ხსნარების, მალამოების და ა.შ. წარმოება ამჟამად არ ხდება; ამ მიმართულებით ქართული საწარმოს განვითარება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. სწორედ ფარმაცევტული წარმოების გაფართოვებისთვის საჭირო ინვესტიციის განსახორციელებლად გადავწყვიტეთ ჩვენი არაპროფილური ბიზნესის ქართული ლუდის კომპანიის აქციების გასხვისება“ – აცხადებენ PSP-ში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved