• რეკლამა
  • კონტაქტი
01:34, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საფრანგეთში, როცა შვილები ბაღში შევიყვანეთ, შემავსებინეს ასეთი კითხვარი…” – გიორგი ტიგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:35 08-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,205
თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი – ალექსანდრე ფალავანდიშვილი ალტინფოს ეთერში (ამონარიდი ვნახე) ამბობს: “ევროკავშირის ქვეყნებში, სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებს ჰორმონალურ წამლებს უყრიან საკვებში რათა ზრდასრულობამდე სექსუალური იდენტობა შეიცვალონ და ტრანსები გახდნენო”!
ცხადია, ასეთი უარგუმენტო, დაუსაბუთებელი, კონსპიროლოგიური და ბნელი ბოდვები, სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს, უბრალოდ მე მხოლოდ ჩემი ოჯახის შთაბეჭდილებას და გამოცდილებას გაგიზიარებთ კონკრეტულად საფრანგეთის მაგალითზე:
როდესაც ჩვენი შვილები ბაღში (ანუ სკოლაში, რადგან აქ საბავშვო ბაღიც სკოლას ეკუთვნის) შევიყვანეთ, დირექტორი გამესაუბრა დეტალურად ყველა საკითხე და შემავსებინა კითხვარი და ანკეტა. შემდეგ მკითხა: ხომ არ მივეკუთვნებით აღმოსავლური ტრადიციის სამყაროს, მაგალითად ჯაინისტებს, ბუდისტებს, ბაჰაისტებსა და ინდუისტებს და ხომ არ ვიცავთ მთელი ოჯახი ვეგანურ ან ვეგეტარიანულ სამზარეულოს, რადგან თუ ასეა, თქვენი შვილებისთვის ცალკე მოვამზადებთ მენიუს, განვსაზღვრავთ კვების რაციონს და დავითვლით კალორიებს და ავიყვანთ იქამდე, რაც მოზარდს სჭირდებაო. ამას გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი დისკრიმინაცია არ მოხდესო. მე ვუთხარი, რომ მადლობელი ვარ ასეთი გულისხმიერებისთვის, მაგრამ ჩვენ მივეკუთვნებით ქრისტიანულ რელიგიას, კონკრეტულად კი მართლმადიდებელ კონფესიას და მსგავსი კვებითი შეზღუდვა არ გვაქვს ოჯახში.
ასევე მკითხეს: გვსურდა თუ არა რელიგიური სწავლება ბავშვებისათვის და არჩევანი იყო შემდეგი – კათოლიციზმი, ლუთერანობა, ბაპტიზმი, იუდაიზმი, ისლამი (შიიზმი, სუნიზმი), ბუდიზმი (ძენ ბუდიზმი), ზოგადად რელიგიების ისტორია, ან თუ არ გვსურდა და თუ ვიქნებოდით აგნოსტიკოსები ან ათეისტები, ამ მხრივაც ჩვენს შვილებს თავს არ მოახვევდნენ ინდოქტრინაციასა და პროზელიტიზმს. მე ავირჩიე კათოლიციზმის თეორიული სწავლება, ანუ ბიბლიის და ზოგადად საფრანგეთის კათოლიკური ისტორიის გაკვეთილები, რადგან სამწუხაროდ მართლმადიდებლური მიმართულება ამ სკოლაში არ იყო, მოთხოვნის არარსებობიდან გამომდინარე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში (კლასში) 10 ბავშვი მაინც მოგროვდება, რომელსაც ესა თუ ის რელიგიური სწავლება სურს (თუნდაც ეს იყოს ზოროასტრიზმი ან შამანიზმი) მათ აუცილებლად მოწვეულ პედაგოგს უნიშნავენ!
ასევე, დირექტორმა მკითხა: მივცემდი თუ არა უფლებას პედაგოგიურ კოლექტივს – გადაეღოთ ფოტოები ბავშვებისათვის სხვადასხვა ღონისძიებაზე.
აგრეთვე, მკითხეს: ვაძლევდი თუ არა უფლებას დირექციას, რაიმე ექსტრემალური თუ უბედური შემთხვევისას ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება ბავშვებისათვის.
ასევე გვკითხეს აქვთ თუ არა რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა ბავშვებს და თუ აქვთ პერსონალურ ფსიქოლოგებსა და ინკლუზიური მიმართულების სოციალურ მუშაკებს ჩავრთავთო, ცხადია მე ვუთხარი რომ მათ ეს არ ესაჭიროებათ.
ამასთან, ბიჭებს ავარჯიშებენ განსხვავებულად, გოგონებს უფრო მსუბუქად. ასწავლიან საფრანგეთის დროშის, გერბის, ჰიმნის, არმიისა და რუკის პატივისცემას.
ასწავლიან ჰიგიენას და ეკოლოგიის მოფრთხილებას. ყოველ სამ დღეში ერთხელ რწყავენ მცენარეებს და თვეში ერთხელ ასუფთავებენ ეზოსა და სკვერს. აკვირდებიან ბავშვს თუ რისი ნიჭი აქვს, მაგ.: მუსიკა, ხატვა, ძერწვა, ფეხბურთი, ხელბურთი, ცურვა (ყველა სკოლას თავისი აუზი აქვს!) და იმ მიმართულებით გთავაზობენ მის განვითარებას.
ბავშვებს შთააგონებენ დედის და მამის სიყვარულს და ხშირად მშობლებისათვის უკეთებენ სიურპრიზებს სადაც თავად მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას საჩუქრების შერჩევასა და კრეატიულ შემოქმედებაში.
ასწავლიან საგზაო მოძრაობის წესებს, ცხოველების სიყვარულს, პატივისცემას განსხვავებული რასისადმი და სოლიდარობას გაჭირვებულისადმი, რასაც საქველმოქმედო აქციებში ბავშვების ჩართულობით ავითარებენ.
არანაირი “თავსმოხვევა, პროპაგანდა და გარყვნილება”, ეგ არის მტკნარი სიცრუე! არამედ, სახეზეა სამოქალაქო ღირსება, თანასწორობა და ჰუმანურობა.
ეს ყოველივე და კიდევ ბევრი სხვა სიკეთეა ცივილიზებულ ევროპასა და დასავლეთში და არა ის შავი მითები და დეგრადაცია, რასაც კრემლის პროპაგანდისტები ავრცელებენ საქართველოში!”
თეგები: გიორგი ტიგინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved