• რეკლამა
  • კონტაქტი
10:54, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირზე, თურქეთსა და საქართველოზე – ყველაფერი დამოკიდებულია ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
11:33 08-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
275

“რუ­სე­თი არ წყვეტს შან­ტაჟს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­სა და მის გარ­შე­მო. ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და­ბომბვა გრძელ­დე­ბა. ქარ­ხნის სა­ფარ­ქვეშ ოკუ­პან­ტე­ბი ბომ­ბა­ვენ ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი­სა და თე­მებს, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას სწო­რედ ქარ­ხნის ობი­ექ­ტებ­ში მა­ლა­ვენ”, – ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ ის უარ­ყოფს 42 ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნას, რომ­ლებ­მაც რუ­სეთს ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნის­კენ მო­უ­წო­დეს.

“ეს ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სე­თი უარს ამ­ბობს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­სა და 15 სხვა ქვეყ­ნის – სულ 42 – უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­თხოვ­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც მო­უ­წო­დეს რუ­სეთს გა­ეყ­ვა­ნა თა­ვი­სი ძა­ლე­ბი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი­დან. კერ­ძოდ, ეს ქვეყ­ნე­ბია : თურ­ქე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, კო­რეა, ია­პო­ნია, ავ­სტრა­ლია, კა­ნა­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ცი­დენ­ტი ბევრ ქვე­ყა­ნა­ზე მო­ახ­დენს უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას.

“ზა­პო­რი­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტი შე­საძ­ლოა გახ­დეს დარ­ტყმა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის­თვის, თურ­ქე­თის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და უფრო შო­რე­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ქვეყ­ნე­ბის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა და სიჩ­ქა­რე­ზე. თუ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი კა­ტას­ტრო­ფას გა­მო­იწ­ვევს, შე­დე­გებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზა­რა­ლოს ისი­ნიც, ვინც აქამ­დე დუმს“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, რუ­სე­თის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­ჭი­როა მის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა.

“დის­კუ­სი­ე­ბი­დან და მო­წო­დე­ბე­ბი­დან რუ­სე­თის, „რო­სა­ტო­მი­სა“ და მთე­ლი ატო­მუ­რი ინ­დუსტრი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ახალ, მკაცრ სან­ქცი­ებ­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ. რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე უნდა და­ტო­ვონ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, თუ ახლა მსოფ­ლიო არ გა­მო­ი­ჩენს საკ­მა­რის ძა­ლა­სა და მონ­დო­მე­ბას, და­იც­ვას ერთი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი, ეს ნიშ­ნავს, რომ ის წა­ა­გებს, წა­ა­გებს ტე­რო­რის­ტებ­თან და და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ბირ­თვულ შან­ტაჟს.

“ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პრე­ცე­დენ­ტი, რო­მელ­საც სხვა ტე­რო­რის­ტე­ბი ნა­ხა­ვენ. ამ და­მარ­ცხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შან­სი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved