ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
დაღუპულთა შორის ერთი ბავშვი და ერთი ორსული ქალია. დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლება 18 ადამიანი. მათ შორის ირანის ერთი და რუსეთის ერთი მოქალაქეა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 61 ადამიანი დაშავდა.
აფეთქება და ხანძარი პიროტექნიკის საწყობში მოხდა.
კომენტარები