• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორ ფიქრობთ, ომში უკრაინის მარცხის სურვილი, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების ძაგება, ეს რაზე მეტყველებს?!“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
12:14 08-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
800

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

 

– 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. ამ  ომის შეფასებისას, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, რომ 5 დღეზე მეტი ვერ ეომეს რუსეთს და ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიებიო. ამავე დროს, უკრაინელებს რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, რატომ იბრძოლეს, ამდენი ხალხი დაიხოცაო. ესენი ვერ არიან ჯანზე, შეხედულებების ლოგიკური წყობა, ერთნაირი მესიჯებიც კი არ გააჩნიათ, რომ  ხალხი რომ მოატყუონ, თუ მეჩვენება?

– ესეც იმის დასტურია, რომ  ხელისუფლება, “ქართული ოცნება“, მათი მომხრეები ყველანაირად ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის აგრესია უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ დღეს საქართველოს ჰყავს რუსეთის სატელიტი ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ – ანტიდასავლური რიტორიკა, ანტიუკრაინული რიტორიკა, ომში უკრაინის მარცხის სურვილი, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების ძაგება, ეს რაზე მეტყველებს? მეტყველებს ერთ რამეზე – საქართველოში არის არა ქართული, არამედ რუსული ადმინისტრაცია, საქართველოს დღეს რუსული ადმინისტრაცია მართავს. ამიტომ არის საქმე ძალიან სავალალო და სახიფათო.

– ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ რომ ძალიან გაუჭირდეთ, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის წინაშე რომ დადგნენ, დარწმუნებული ვარ, რუსეთს მიმართავს სამხედრო დახმარებისთვის, შემოვა რუსის ჯარი და ქართველების დახოცვის ხარჯზე შუნარჩუნებს ამათ ხელისუფლებას. რაც კასიმ ტოკაევმა გააკეთა ყაზახეთში, იმავეს გააკეთებენ. ეს განცდა და დამოკიდებულება მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ. თქვენ?

– მე ამას ძალიან მოკლედ ვუპასუხებ. თუ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების დაკარგვის საშიშროება იგრძნეს და მათ არ ეყოთ ძალა, რომ  წინააღმდეგობა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ რუსეთს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ასე, მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით.

– ბატონო კახა, ტელეკომპანია „იმედზე“ გავიდა სიუჟეტი სოსო გოგაშვილზე, რომელშიც თქვენი და გოგაშვილის სატელეფონო საუბრის ორი უმნიშვნელო დეტალი გაუშვეს. ასევე, კადრებშიც გამოჩნდით. რა უნდათ თქვენთან და რატომ ცდილობენ, რომ გოგაშვილს დაგაკავშირონ? მე მხოლოდ ის ვიცი  და ისიც თქვენთან პრივატული საუბრიდან, რომ  თქვენთან მოვიდა  პიროვნება, რომელმაც აღიარა გურამ შარაძის მკვლელობა. ეს ვიდეო- აღიარება ჩაიწერეთ. შემდეგ ის მიაწოდეთ გოგაშვილს, როდესაც ის  სუს-ში მუშაობდა და სთხოვეთ ამ საქმის გამოძიება.

– გურამ შარაძის საქმის  გამოძიებას სჭირდება პოლიტიკური ნება. იგი ფაქტობრივად, გამოძიებულია. ასევე,  ის ოთხი საქმეც, რომლებიც პროკურატურის თაროზეა შემოდებული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება არ გამოიძიებს ამ საქმეებს. მიზეზი მარტივია, საქმის გამოძიების მსვლელობაში, ადვილი მოსალოდნელია, ბიძინა ივანიშვილს მთელი სასამართლო თუ საგამოძიებო ვერტიკალი ჩამოეშალოს. სადაც, წინა ხელისუფლების კადრები დომინირებენ…

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved