• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოში სუს-ი მუშაობს რუსეთზე, ეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ!“ – რას უყვება „ალიას“ კახა მიქაია?

ალია ავტორი - ალია
23:57 08-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
864

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

– ბატონო კახა, ოფიცერ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე რუსულმა მედიამ ააფრიალა, უკრაინაში აღმოჩნდა რუსების ხელში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეთა პირადი საქმები რუსეთის დაინტერესებულ წრეებს და სპეცსამსახურებს უვარდებათ ხელში. არადა, ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის საქმეს, მოქმედისა და თადარიგში გასულისას, თავდაცვის სამინისტროში გრიფი „საიდუმლო“ ადევს.  სახელწიფო აღარ გვაქვს,  ეს ყველაფერი კეთდება შეგნებულად და რუსეთის გულის მოსაგებად? როგორ შეაფასებთ ამ ფაქტებს, რომლებიც უკვე წლებია გრძელდება?

– აქ აშკარად ჩანს ყველაფერი, ხელის გულზე დევს. საქართველოში სუს-ი მუშაობს რუსეთზე, ეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. ასეთი მონაცემები როდესაც რუსულ პრესაში ჩნდება, ეს არის აქედან წასული მასალები. საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მუშაობს რუსეთზე და მისი მესვეურნი მზად არიან, რუსული სპეცსამსახურების ყველა დავალება შეასრულონ.

– არა მხოლოდ სუს-ი, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროც თავისი სპეცსამსახურებით, არა?

– რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროც, მისი სპეცსამსახურებიც რუსეთზე  მუშაობენ, მაგრამ მთავარი მაინც სუს-ია. თუ გაჟონა ამ ინფორმაციებმა და ეს არ იცოდნენ სუს-მა და თავდაცვის სამინისტრომ, ეს კიდევ უარესი. თუმცა, მე ვფიქრობ, აქ ჩანს პირდაპირი თანამშრომლობა ქართული ძალოვანი სტრუქტურებისა რუსეთის უშიშროების სამსახურებთან.

– სახელმწიფოს, რომელსაც, ფაქტიურად,  ისეთი უსაფრთხოების სამსახურები არ გააჩნია, რომლებიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავენ, ის სახელმწიფო აღარ არის. შეიძლება ვთქვათ, რომ აღარ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო?!

– რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ მართლა აღარ გვაქვს სახელმწიფო. ეს ახლა არ ხდება, ახალი ამბავი არ არის და კარგა ხანია, ასე ხდება. დამისახელეთ ერთი ფაქტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის აგრესია უკრაინაში!

– ცხადია, ვერ დაგისახელებთ.

– ჰოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობა არ გაგვაჩნია.

 

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved