საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან SOS შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება სჭირდება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
კომენტარები