• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თურმე, არ მოსწონთ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი…” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:30 08-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590

ძალოვანი სისტემის ყოფილი თანამშრომელი, ლევან ნიკოლეიშვილი:

 

“ძალიან მძიმე მოსასმენია, ის რასაც „ქართული ოცნებიდან“ წასული, „ხალხის ძალის“ დეპუტატების განცხადებაში წერია. არ იქნებოდა ასეთი მძიმე და საგანგაშო, საქმე რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კერძოდ კი ელჩის კელი დეგნანის ქმედებებსა თუ ჩანაფიქრებს არ ეხებოდეს.

ჩვენს ხალხსა და თუ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის დახმარებები და თანადგომა რაც ამ ქვეყნისაგან მიგვიღია, თუმცა უნდა აღინიშნოს არც ჩვენ დაგვიკლია გულმოდგინება თუ მეგობრობა ნებისმიერ საქმეში სადაც პარტნიორულ თუ საერთაშორისო ინტერესებს ესაჭიროებოდა, განსაკუთრებით ერაყსა თუ ავღანეთში, სადაც სამწუხარო ფასი როგორც დაჭრილებითა, ასევე გარდაცვლილებითაც, რუსეთთან მუდმივი მტრობითა თუ ჩვენი ტერიტორიების 20 % ოკუპაციით გადავიხადეთ.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერც ყბადაღებული „მაპი“ მივიღეთ, და ევროკავშირის კანდიდატობაზეც უარი გვითხრეს, თუმცა უკრაინას იმის გამო რუსეთთან ომშია ჩაბმული, ხოლო მოლდოვა მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ს წევრია იგივე ევროკავშირის კანდიდატობა მიანიჭეს. როგორც „ირკვევა,“ ჩვენი მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ხელისუფლებაშია, რომელსაც თავის უფროსად, არა ვიღაც ვიგინდარა ევროპარლამენტარები, არამედ ქართველი ხალხი მიაჩნია.

პრობლემა ყოფილა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება არა ზელენსკიზე ლოცულობს, არამედ ქვეყნის განვითარებაზე. თურმე, არ მოსწონთ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არაფრის ფასად არც ხელისუფლებაში ბრუნდება, და უფრო მეტიც მილიონების საფასურად საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას არ თმობს!

რატომ ხდება, რომ ელჩი დეგნანი უარყოფს ივანიშვილთან შეხვედრას, და აღმოჩნდება, რომ შეხვედრა შედგა, არ ემიჯნება და არ გმობს-ბაკურიანის, აკერმანის შეთქმულების შეხვედრას, ტექნიკური მთავრობის შექმნის არაკონსტიტუციურ იდეას, მხარს უჭერს გიგაური-ლომჯარიას არასამთავრობოებს, რომლებიც ხელისუფლების წალეკვით იმუქრებიან, კითხვებზე პასუხს არ სცემს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წევრებს, მას ქართველი მოსამართლე სასამართლოში ჩარევას აბრალებს და პასუხები ისევ არ არის?

ქალბატონი დეგნანი უარყოფს მეორე ფრონტის გახსნის ვინმეზე დაძალებას თუ შემოთავაზებას, მაგრამ არც გმობს და არც ემიჯნება დანილოვის, პოდოლიაკის, არახამიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, გიგაურის, ლომჯარიას, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, გოგოტიშვილის, განცხადებებს, საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმასთან თუ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით?

დავიჯერო არ სმენია, არ იცის, არ გაუგია? წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, ადრეც ვამბობდი და სამწუხაროდ გამეორებაც მიწევს, კითხვებზე პასუხის არ გაცემა და იგნორის ტაქტიკის არჩევა კარგს არაფერს არ მოიტანს, მინიმუმ კითხვების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო თვითონ ქალბატონი ელჩი ჩვენთვის არამეგობარ პიროვნებათა სახელს დაიმსახურებს. ჩვენს ხალხს სამწუხარო ისტორიული გამოცდილებებიც გაგვაჩნია, მაგრამ საინტერესოა, თუ რის საფასურად უღირს ქალბატონ დეგნანს, წლობით ნაშენებ ქართულ-ამერიკულ მეგობრობის ხიდში საეჭვო ბზარების გაჩენა? სხვათა შორის თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეიცვლება მალე ხელისუფლება, სხვა ძალები მოვლენ, და პირველი თუ არა მეორე, რასაც ახალი ადმინისტრაცია მოიმოქმედებს, ელჩის დიპლომატიური კარიერის დასრულება იქნება! მიზეზი გაინტერესებთ? თუ კი ქალბატონი დეგნანი ზედა ეშელნობის თანხმობით მოქმედებდა – მან ვერ გაართვა თავი ამოცანას ვინაიდან მოკავშირედ ხალხში უკიდურესად არაპოპულარული, ურეიტინგო და ქვეყნის კონსტიტუციის მოწინააღმდეგ პოლიტიკოსები და არასამთავრობოები გაიხადა. და მეორეც თუ კი თავის ქმედებებს ან პირადი შეხედულებებით, ან ცალკეულ ჯგუფთან შეთანხმებით ასრულებდა, მაშინ მას ახალ ადმინისტრაციაში თავზე ხელს არავინ არ გადაუსვამს!

ყველა კარგად დაფიქრდეს, რას და რატომ აკეთებენ, ამის მაგალითად უკრაინაც გამოდგება, მისი პოლიტიკოსებს ყველაფერს აკეთებენ საქართველო-უკრაინის დასაშორებლად, თუმცა ქართველი და უკრაინელი ხალხი სხვანაირად ფიქრობს. იმედია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც არ უნდა და როგორც არ უნდა ფიქრობდნენ ზოგიერთი უცხოელი ჩინოვნიკები თუ დიპლომატები. კითხვები ისევ არის, პასუხები?”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved