• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სჯობს კვლავ ერთად მოიყარონ თავი ინგამ და გივიმ, სანაიამ და ტრაპაიძემ, მათმა ძმებმა და დებმა-იქნება სატფურებაი დიდი და ღვრაი ცრემლთა“ – სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
15:44 08-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,021

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის აქტიურად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, თავის თანამებრძოლებთან ერთად უკვე 1800 ტანკი გაანადგურა ყოველდღე, 3-5 ტანკს სპობენ, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში რუსეთს დაამარცხებენ.
ცხადია, ეს მან პალატიდან გაუსვლელად მოახერხა, თუმცა რა იცი, იქნებ ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავს, როგორც მაშინ და ვერ ვიგებთ.
ნენსი პელოსიმ აღმოაჩინა, რომ ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ყოფილა მსოფლიოში.
ასევე ბრძანა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის ტრამპი.
სააკაშვილის არ იყოს, ქალბატონ ნენსის ტყუილი ცხოვრებაში არ უთქვამს-ალალი ქალია.
პელოსის არ ჩამორჩა თეთრი სახლი, რომლის პრესპიკერმაც სრული სერიოზულობით გვამცნო, რომ თეთრმა სახლმა ტრამპის სახლის ჩხრეკის შესახებ მედიიდან შეიტყო.
გულშიჩამწვდომი წერილი გამოაქვეყნა გამყრელიძემ,. საიდანაც ვგებულობთ, რომ მისი ღვაწლი ქართული მედიცინის ბრწყინვალე მდგომარეობაში აყვანაში განუზომელია, რასაც ახლა ვერ ვაფასებთ, მაგრამ აუცილებლად დაუფასებს შთამომავლობა.
წერილს თან ახლავს პატივცემული ამირანის ფოტო, მისი განუმეორებელი, გამჭოლი მზერით და მოსახლეობის ვაქცინაცია-იმუნიზაციაზე ზრუნვის გამო შეჭმუხნული წარბებით.
გაცვდა კაცი ამდენი უანგარო ღვაწლით, დროა დაისვენოს. ტიტულიც უნდა მიენიჭოს-საქართველოს კოვიდ-თეატრისა და დრამის სახალხო არტისტი.
უაღრესად სასარგებლო საქმიანობას აგრძელებს ტელეკომპანია ,,იმედი”. რომელიც ძალიან შეწუხებულია იმით, რომ თურმე, საქართველოში უამრავ ბავშვს უნდა სქესის გადაკეთება.
ცხადია, ამ მეტად აქტუალურ თემას, ეს ზნეობრივად აბსოლუტურად სპეტაკი ადამიანები ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდნენ.
ისე, ცნობილი დარბევის შემდეგ, ეს ნათელი ხალხი რომ გაიფანტა და სხვადასხვა ტელევიზიებიდან ქადაგებენ ზნეობას, არ მიმაჩნია სწორად.
სჯობს კვლავ ერთად მოიყარონ თავი ინგამ და გივიმ, სანაიამ და ტრაპაიძემ, მათმა ძმებმა და დებმა-იქნება სატფურებაი დიდი და ღვრაი ცრემლთა.
ამასობაში მომდევნო აღგზნება-ატროების მდგომარეობაშია ჩავარდნილი ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც საოცარი სიჯიუტით იწევს თავისი დასაკლავი დანისკენ.
არის ამ ოპერეტულ ჰეროიზმში რაღაც ანტიკური..
უნდა ითქვას, რომ კომიკურობის ხარისხი, რომელმაც პლანეტა მოიცვა, ცდება ადამიანის აღქმის ფარგლებს.
კაცობრიობა თითქოს ერთ დიდ კომედიაში მონაწილეობს, რომლითაც კარგად ერთობიან ჰომეროსის მიერ აღწერილი ღმერთები.“

“სრული გამარჯვებისთვის უკრაინას 10 თვე დასჭირდება” – სააკაშვილი

ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს

თეგები: სოსო მანჯავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved