• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთმორწმუნეობის ფასს უკრაინის მაგალითზეც კარგად ვხედავთ”-მეუფე გრიგოლი

ალია ავტორი - ალია
16:02 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, 2008-წლის აგვისტოს ომში დაღუპულ თანამემამულეთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდი ჩაატარა: “ერთმორწმუნეობის საფარქვეშ სათავე დაედო მძიმე ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც თანდათან ეროვნული ჩაგვრის ეფექტურ და ძლიერ ინსტრუმენტად იქცა, ” – განაცხადა მეუფემ

“ყურადღებას გავამახვილებ რუსეთთან ერთმორწმუნეობის საკითხზეც, რადგან ამასთან დაკავშირებით არც თუ იშვიათად გამოითქმის უსაფუძვლო მოლოდინები. ადამიანთა (ან სახელმწიფოთა შორის) ურთიერთობაში ერთმორწმუნეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუკი ის გაგებულია როგორც (ა) სულიერ ღირებულებათა ერთობლიობა და იმავდროულად თანხვედრაშია მხარეთა სტრატეგიული ინტერესებთან, ან (ბ) წინააღმდეგობაში არ მოდის ეროვნული თვითგამორკვევის საფუძველმდებარე პრინციპებთან.

ცხოვრება გვაჩვენებს, რომ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.ერთმორწმუნეობა, თუკი მას სულიერ ასპექტში გავიაზრებთ, არის ოდენ რელიგიური კატეგორია და მისთვის პოლიტიკური დატვირთვის მინიჭება, ხშირად, სატყუარაა! საქართველოსა და რუსეთის ურთიერთმიმართების ხანგრძლივი ისტორია სწორედ ამას გვაჩვენებს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ერთმორწმუნეობის საფარქვეშ სათავე დაედო მძიმე ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც თანდათან ეროვნული ჩაგვრის ეფექტურ და ძლიერ ინსტრუმენტად იქცა.

ერთმორწმუნეობის ფასს უკრაინის მაგალითზეც კარგად ვხედავთ.და ბოლოს, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა დღემუდამ მზად უნდა იყოს საკუთარი ტერიტორიის, მოსახლეობის, მრწამსისა და ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს!

მწამს და მჯერა, რომ ღვთის რწმენა და სამშობლოს სიყვარული ერთმანეთს გვაპოვნინებს; ერთობით კი შეუძლებელსაც შევძლებთ!ჩვენ ვლოცულობთ სამშობლოსთვის თავდადებულ მამულიშვილთათვის, სულთა მათთა საცხოვნებლად და სახელთა მათთა უკვდავსაყოფად. საუკუნოდ იყავნ ხსენება თქვენი, ღირსნო ნეტარებისანო და სამარადისოდ ხსენებულნო მამულიშვილნო. სულმან თქვენმან კეთილსა შინა განისვენოს, და ნათესავმან თქვენმან დაიმკვიდროს ქვეყანა, ამინ!”

თეგები: მეუფე გრიგოლი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
ახალი ამბები

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

14:11 05-26-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved