ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“გთხოვთ, გააზიაროთ !
მთელი დღე მოვანდომე ამ სტატუსის შედგენას. ახლა, როცა უკრაინის მოვლენებმა ბევრს თვალი აუხილა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რა მოხდა 2008 წელს.
როგორ დაიწყო რუსეთმა საქართველოში ომი – ფართო სურათი და მოვლენების ქრონოლოგია. 2008 წელი.
⚫️ 5 იანვარი
ქვეყნის შიგნით ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით ხდება საქართველოს პრეზიდენტი
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა პლებისციტი. ამომრჩეველთა 77 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
⚫️ 20 იანვარი
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოფიციალურ შეხვედრას სერგეი ლავროვთან მართავს. ,,კიდევ ერთხელ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების გამოსწორება. ამას ქართველი ხალხისთვის ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს”
⚫️ 22 იანვარი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი მოროზოვი : ,,თუ ევროკავშირი წავა კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტაზე, შედეგების გაუაზრებლად, მაშინ ისინი მალე მიხვდებიან, რომ ასეთი შედეგები დადგება. ერთ-ერთი ასეთი შედეგი იქნება სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.
⚫️ 31 იანვარი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს უწყების ინფორმახიით, ”მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დიალოგის გაღრმავებისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისათვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისათვის. საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
⚫️ 1 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი : ,,მე მინდა ყველას გვესმოდეს, საქართველო იმყოფება ძალიან, ძალიან რთულ პერიოდში საგარეო თვალსაზრისით… უხლოეს კვირაში დაიწყება კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი დასავლეთის მიერ. ეს უქადის ჩვენ ქვეყანას ძალიან სერიოზულ ქარიშხალს და შტორმს”.
⚫️ 1 თებერვალი
რიჩარდ ლუგარმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზებას აპრილში ბუქარესტის სამიტზე.
⚫️ 1 თებერვალი
ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა ვალდას ადამკუსმა და ლეხ კაჩინსკიმ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.
⚫️ 4 თებერვალი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადახედოს თავის ”ზომიერ” პოზიციას თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებით იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სახელმწიფოები აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.
⚫️ 4 თებერვალი
თემურ იაკობაშვილი, ახალდანიშნული სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, მომხრეა სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში ყველა თემას მოეხსნას ტაბუ.
⚫️ 5 თებერვალი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის სერგეი მირონოვი : ”თუ კოსოვო ამას გააკეთებს, მე, როგორც პარლამენტარი, დაჟინებით მოვითხოვ, რომ რუსეთმა გადახედოს თავის პოზიციებს, დეკლარაციებს და განცხადებებს აფხაზეთზე, დნესტრისპირეთზე და სამხრეთ ოსეთზე. რუსეთს შეუძლია და ვალდებულია ეს გააკეთოს”.
⚫️ 8 თებერვალი
კოსოვოს დამოუკიდებლობა გახდება პრეცედენტი, რომელიც სხვა გაყინული კონფლიქტების ესკალაციას გამოიწვევს, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა მიუნხენის კონფერენციაზე.
⚫️ 10 თებერვალი
პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვს შეხვდა უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აპირებს მოსკოვში გამგზავრებას დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.
⚫️ 13 თებერვალი
საქართველოს სტუმრობენ გერმანიის, იტალიის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის ელჩები ნატო-ში.
შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, თავდაცვის სამინისტროში. საუბარი შეეხო MAP-ზე გადასვლის პერსპექტივებს. ნატოს სამიტის წინ, რომელიც აპრილში ბუქარესტში გაიმართებმა, ელჩებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერას.
⚫️ 14 თებერვალი
კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარება დაანგრევს საერთაშორისო წესრიგს და ქვეყნების ტარიტორიულ მთლიანობას, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებულ რეგიონებზე მიანიშნებს.
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი :
”ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთიდან, რომ რუსეთი მზად არის ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების გახსნას და საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში და ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე”
⚫️ 14 თებერვალი
ვლადიმერ პუტინი : აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ მუდამ გვეუბნებიან – კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევააო. ეს ტყუილია, არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა იქ არ არის და ეს ყველას მშვენივრად ესმის
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი : რუსეთიდან ”პოზიტიურ სიგნალებთან” ერთად მოდის ასევე ”ძალიან საგანგაშო სიგნალები” აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი :
”ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთიდან, რომ რუსეთი მზად არის ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების გახსნას და საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში და ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე”
⚫️ 14 თებერვალი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც გამოთქვამს ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) მიერთების მზადყოფნას და სთხოვს ალიანსს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული წერილი ნატოს შტაბბინაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პირადად გადასცა ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს. საქართველომ MAP-ის მიღების თაობაზე მიმართვა ნატოს აპრილში, ბუქარესტში დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა.
იმავდროულად, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 13 თებერვალს მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრანისთვის MAP-ის დამტკიცებას.
⚫️ 15 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვში სერგეი შამბას მასპინძლობს.
საგარეო უწყება : ,,კოსოვოს დამოუკიდებლობის გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილი გადაწყვეტილებების გვერდის ავლით აღიარების შემთხვევაში, რეგიონური კონფლიქტების მიმართ რეალიზებული იქნება მიდგომა, რომელიც აშკარა ორმაგ სტანდარტებს დაეფუძნება. მხარეებმა განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება მოსკოვსა და სოხუმს შორის”
⚫️ 15 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო :
”კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი აღიარება უდავოდ გასათვალისწინებელი იქნება აფხაზეთსადა სამხრეთ ოსეთთან მიმართებით”
⚫️ 16 თებერვალი
თბილისი აცხადებს რომ რუსეთთან ”კეთილმეზობლური” ურთიერთობების აღდგენას არ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე და პროტესტს გამოთქვამს იმ განცხადების გამო, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ 15 თებერვალს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით გააკეთა.
⚫️ 16 თებერვალი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ურჩია რუსეთს ”ცეცხლს ნუ ეთამაშება ” იმ განცხადებებით, რომ შესაძლოა, აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ”მოსკოვში ჩასვლისას საშუალება მექნება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით და ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტური ზონების თემები პრეზიდენტ პუტინთან ერთად განვიხილოთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
⚫️ 17 თებერვალი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე :
”რუსეთი იმუქრება, რომ სცნობს დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და ცხინვალისა. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ქართველი ადამიანები, ქართველი ხალხი განსხვავდება თავის აზროვნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ სულ ყველა – ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია, მორწმუნე, ხალხი ერთი აზრის, რომ საქართველო იყო და უნდა დარჩეს მთლიანი სახელმწიფო. მე არა ერთხელ მითქვამს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ეს უნდა ახსოვდეს ყველას და ეს უნდა ახსოვდეს რუსეთსაც. მე დიდ პატივს ვცემ რუსეთის კულტურას, მეცნიერებას, მის დიდ ისტორიას, ფილოსოფიას, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ ასეთი ტონით ასეთი ლაპარაკი საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, არ შეიძლება”.
⚫️ 17 თებერვალი
კოსოვოს აღიარება
საქართველო არ უერთდება კოსოვოს აღიარებას.
⚫️ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე :
,,კოსოვო ვერ იქნება მოდელი აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთისთვის” და მისი პრეცედენტად განხილვა თავად რუსეთის ინტერესებში არ შედის. კოსოვოში ადგილი ჰქონდა გენოციდს და ეთნიკურ წმენდას. ასე რომ, ბუნებრივია, ნებისმიერი შედარება კოსოვოსი, თითქოსდა ერთი შეხედვით ამ ტიპის საკითხებთან, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და სრულიად მიუღებელი”
⚫️ აშშ-ისს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ”კოსოვო ვერ იქნება მიჩნეული პრეცედენტად სხვა სიტუაციებისთვის დღევანდელ მსოფლიოში”
⚫️ 18 თებერვალი :
რუსული გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინება კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთის პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთთან” ახალი დონის ურთიერთობებს ითვალისწინებს. ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი იქნება რუსეთის ფედერაციის ”წარმომადგენლობების” გახსნა ამ რეგიონებში.
⚫️ 19 თებერვალი :
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი :
,,ამერიკის შეერთებული შტატები არ იზიარებს კოსოვოს შემთხვევის სხვა კონფლიქტებთან დაკავშირების მცდელობებს. რუსები ამბობდნენ, რომ კოსოვო პრეცედენტი გახდებოდა აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთისთვის. ჩვენ უარი ვთქვით ამ კონფლიქტებთან კოსოვოს დაკავშირების მცდელობებზე. აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”
⚫️ 19 თებერვალი :
სერგეი შამბამ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე კოსოვოს დამოუკიდებლობის თემა წამოწია წინ და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადახედოს მიდგომებს აფხაზეთთან მიმართებით.
⚫️ 21 თებერვალი :
დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. წლების შემდეგ სააკაშვილმა ეს შეხვედრა ასე გაიხსენა : “მან დაიწყო საუბარი კოსოვოს შესახებ. გაგვაფრთხილა, ბიჭებო, კოსოვო მზადდებაო. როდესაც მე ვიკითხე, ჩვენ ამასთან რა შუაში ვიყავით, მან გაუპატიურებაში სტაჟიანი მოძალადის ტერმინოლოგიით გვიპასუხა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება. პუტინმა გვითხრა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია, თქვენ უბრალოდ მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება, ჩვენ კი გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა”
მიხეილ სააკაშვილი ასევე იხსენებს, რომ იმ შეხვედრაზე პუტინი ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსი სცენარით დაემუქრა.
⚫️ 23 თებერვალი :
რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის უფროსი ანდრეი კელინი :
”რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი არსებობს, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას.ნატოში მისწრაფების კონტექსტში, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს კანონი, რომ მის ტერიტორიაზე არ განათავსებს უცხოურ ბაზებს”.
მოსკოვის მიერ წაყენებულ სხვა პირობებს შორის არის საქართველოს თანხმობა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ”თუ საქართველო ვერ გამოიჩენს დიდსულოვნებას, რომელსაც მოსკოვი მოელის, რუსეთს ყოველთვის შეუძლია უფრო გადამწყვეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთს”, – წერს გაზეთი კომერსანტი.
25 თებერვალი
⚫️ აფხაზეთის, ,,სამხრეთ ოსეთისა” და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები კოსოვოს დამოუკიდებლობის ფონზე ერთობლივი პოლიტიკის კოორდინირების მიზნით შეხვედრას გეგმავენ.
⚫️ 27 თებერვალი
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს გეგმავს 1-5 მარტს, – აცხადებს ,,აფხაზეთის გენშტაბის “უფროსი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ზაიცევი.
⚫️ 2 მარტი
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხდება. ქვეყნის რეალურ მმართველად ( პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან) კვლავ პუტინი რჩება.
⚫️ 3 მარტი
აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან 1 მარტს მის ტეხასის რანჩოზე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო ”მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს” გაუგზავნის საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში აპრილში დაგეგმილ სამიტზე.
⚫️ 3 მარტი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მიზანია ფართო კოალიციის შექმნა, რომელიც მხარს დაუჭერს ბუქარესტში, აპრილის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) დამტკიცებას
⚫️ 5 მარტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს შტაბბინაში საქართველოს მიმართ განწყობა ”პოზიტიურია”.
⚫️ 5 მარტი
მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მედვედევის ადმინისტრაციის განცხადება :
”დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ წარსულში გაშვებული შანსებისა, შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დიალოგის გამართვა რუსეთსა და საქართველოს შორის ნამდვილად მეზობლური ურთიერთობების ჭრილში. ორივე მხარემ მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობისა და რეგულარული კონტაქტებისთვის”.
⚫️ 6 მარტი
ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაზე შეუერთდნენ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას.
⚫️ 6 მარტი
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე მიერთების თაობაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ 2-4 აპრილს ბუქარესტში დაგეგმილ სამიტამდე მსჯელობა ამ საკითხზე კვლავაც გაგრძელდება. მან გაიმეორა, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა. მოკავშირეებმა ცალსახად აღიარეს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებები იმ ფონზე, რომ ორივე ქვეყანა ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს ახორციელებს და ეს მკაფიოდ გაცხადდა”.
⚫️ 6 მარტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრსდავით ბაქრაძეს შეხვდა.
⚫️ 6 მარტი
მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის სატელეფონო საუბრიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთი ქვეყანა ცალმხრივად გამოდის დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
⚫️ 7 მარტი
თბილისი რუსეთის გადაწყვეტილებას გამოვიდეს დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან და ამით ცალმხრივად მოხსნას აფხაზეთის მიმართ დაწესებული სანქციები ”უკიდურესად საშიშ პროვოკაციას” უწოდებს.
საქართველოს საგარეო უწყება ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური მოტივაციაა სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერა, რაც ასევე იკრძალებოდა დსთ-ს შეთანხმებით.
⚫️ 7 მარტი
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ორი განცხადება მიიღო – ერთში იყო მოწოდება რუსეთის პარლამენტისადმი და მეორეში – გაეროს გენერალურ მდივნისადმი, დსთ-სა და მსოფლიოს ლიდერებისადმი.
ანალოგიური მიმართვა ,,სამხრეთ ოსეთის” სეპარატისტულმა ხელისუფლებამაც გააკეთა.
⚫️ 8 მარტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე :
საქართველო ისე ახლოსაა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP), როგორც არასდროს.
⚫️ 8 მარტი
ვლადიმერ პუტინი ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე :
,,ნატოში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსა და უკრაინის ხალხმა და არა პოლიტიკურმა ელიტამ”
⚫️ 10 მარტი ანგელა მერკელი :
საქართველოს შანსებმა აპრილში ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიდი დარტყმა მიიღო. რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის სახელმწიფოები, სადაც მოუგვარებელი კონფლიქტებია, ვერ გახდებიან ალიანსის წევრები.
”ქვეყნები, რომლებიც რეგიონალურ და შიდა კონფლიქტებში არიან ჩაფლული, ვერ გახდებიან ნატოს წევრები,” კანცლერმა ეს განცხადება ბერლინში გერმანიის სამხედრო სარდლებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი.10 მარტი ანგელა მერკელი პუტინთან შეხვედრიდან 2 დღის შემდეგ :
საქართველოს შანსებმა აპრილში ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიდი დარტყმა მიიღო. რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის სახელმწიფოები, სადაც მოუგვარებელი კონფლიქტებია, ვერ გახდებიან ალიანსის წევრები.
”ქვეყნები, რომლებიც რეგიონალურ და შიდა კონფლიქტებში არიან ჩაფლული, ვერ გახდებიან ნატოს წევრები,” კანცლერმა ეს განცხადება ბერლინში გერმანიის სამხედრო სარდლებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი.
⚫️ 10 მარტი
ევროკომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი
”არსებობს მზარდი შეშფოთება და წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა გზას იკვალავს აფხაზეთის აღიარებისკენ.
⚫️ 13 მარტი
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვში ჩავიდა, სადაც მიიღებს მონაწილეობას რუსეთის სათათბიროში დაგეგმილ მოსმენებში თვითგამოცხადებული რეგიონების შესახებ.
მოსკოვში დაგეგმილ მოსმენებში ასევე მონაწილეობს ,,სამხრეთ ოსეთის” დელეგაციაც.
რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტი რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით გაიხსნას ამ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობები.
⚫️ 13 მარტი
ნატომ საქართველოსთან სარადარო ინფორმაციის გაცვლა დაიწყო ”საჰაერო სივრცეში თანამშრომლობის ინიციატივის” ფარგლებში.
⚫️ 14 მარტი
გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნორვეგია და ესპანეთი ეწინააღმდეგებიან საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას, – იტყობინება Financial Times.
მართალია ბრიტანეთი ემხრობა ამ ორი ქვეყნისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა მოხდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, რომელიც 2-4 აპრილს გაიმართება, – იტყობინება Financial Times-ი.
ამავე ცნობის მიხედვით, გერმანიამ დაიწყო კომპრომისული წინადადების შემუშავება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ახალი სტატუსი საქართველოსა და უკრაინისთვის, რომელიც თავისი დონით უფრო დაბლა იდგება, ვიდრე MAP.
⚫️ 15 მარტი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი არ მოაწერს ხელს ძალის ფამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რასაც სოხუმი, ცხინვალი და მოსკოვი დაჟინებით მოითხოვენ.
”დღეს როდესაც გვეუბნებიან მოდის მოაწერეთ ხელი ახალ ხელშეკრულებას თქვენი შეიარაღებული ძალების არ გამოყენების. საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ჩვენ გვინდა ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება. მაგრამ ვისთან უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას?” – განაცხადა სააკაშვილმა და რამდენიმე შეთანხმება გაიხსნება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელთაც 90-იან წლებში აფხაზეთის კონფლიქტის დროს მოეწერა ხელი. მისი თქმით, ამ შეთანხმებებს შედეგად მოჰყვა ქართული შეიარაღების გატანა კონფლიქტის ზონიდან და თანდათან აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა. ”ერთხელ ასე გვაჭამეს და მეორედაც უნდათ, რომ ასე ვჭამოთ? ნურას უკაცრავად. ჩვენ აქ გამოცდილებაც გვაქვს უკვე, ცოტა ჭკუაც,” – განაცხადა მან.
⚫️ 17 მარტი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისმა მხედველობაში უნდა მიიღოს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთის” გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ნატოში გაწევრიანებით დაკარგავს ტერიტორიებს ”სამუდამოდ”.
⚫️ 18 მარტი
სოხუმი აცხადებს, რომ გალში ქართული მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
⚫19 მარტი
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ჯორჯ ბუშს შეხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტი :
”ბუქარესტის სამიტი გვიახლოვდება. საქართველოს მისწრაფების საკითხი ბუქარესტის სამიტზე გადაწყდება. MAP არის პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავი კომფორტულად იგრძნონ იმ ქვეყანასთან, რომელიც ალიანსში შემოერთებას აპირებს. მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ეს არის გზავნილი, რომელსაც მე მალე ბუქარესტში წავიღებ”.
⚫️ 21 მარტი
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს კრემლს განიხილოს აფხაზეთის და ,,სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი.
⚫️ 21 მარტი
საქართველო ერაყში თავისი შენაერთების ყოფნას გაახანგრძლივებს.
⚫️ ⚫️
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი :
”ჩვენ ნამდვილად არ გვახარებს საქართველოსა და უკრაინის გარშემო არსებული ვითარება. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან არასასიამოვნოა ევროპის უსაფრთხოების არსებული სტრუქტურისთვის”
⚫️ 24 მარტი
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები იწყება – ,,აფხაზეთის გენშტაბის” უფროსი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ზაიცევი.
⚫️ 26 მარტი
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელს სტუმრობენ.
⚫️ 27 მარტი
მოსკოვი თბილისს ცხინვალის რეგიონში ’ტერორისტული აქტების’ მოწყობაში ადანაშაულებს
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ თუ რუსული მხარე არ წარმოადგენს იმ ბრალდებების დამადასტურებელ მასალას, თითქოს ცხინვალის რეგიონში ბოლო დროინდელი აფეთქებები თბილისის მოწყობილია, მან ბოდიში მაინც უნდა მოიხადოს.
⚫️ 28 მარტი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოხუმს შესთავაზა ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც მოიცავს ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას; აფხაზების წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მათ შორის ახალ კონსტიტუციურ პოსტს ვიცე-პრეზიდენტისას, რომელსაც ექნება აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ვეტოს უფლება; ერთიანი საბაჟო და სასაზღვრო სივრცის შექმნას.
⚫️ 29 მარტი
ბაღაფში სააკაშვილის სამშვიდობო წინადადებებს უარყოფს.
⚫️ 31 მარტი
გერმანია საქართველოს MAP-ში გაწევრიანებას ვეტოს დაადებს. მანამდეც გერმანიამ უკვე მიანიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭებას არ ენხრობა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბერლინმა ნათლად გამორიცხა ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტის დაწყებამდე 3 დღით ადრე. გაზეთი ასევე იტყობინება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკერის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ალიანსმა უნდა განიხილოს რუსეთის ”კანონიერი წუხილები მისი უსაფრთხოების თაობაზე” აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით.
⚫️ 2 აპრილი
აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოუწოდა ნატოს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერს წერილი გაუგზავნა.
ბაღაფში აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტმა, სადაც 2-4 აპრილს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შექმნას კავკასიაში.
⚫️ 2 აპრილი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაჰპირებია პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ის არასოდეს აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
⚫️ 3 აპრილი
საქართველოს MAP-ზე უარი უთხრეს.
ამასთან, კომუნიკეში ჩაიწერა, რომ ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ნატოს წევრობისკენ. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები.
შენიშვნა: ეს ის ჩანაწერია, რომლის გაუქმებასაც რუსეთი ახლა, 2022 წელს ითხოვს და აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს.
⚫️ 3 აპრილი
პუტინმა სეპარატისთა ლიდერებს წერილი მისწერა :
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას ექნება არა დეკლარაციული, არამედ საგნობრივი ხასიათი.
⚫️ 5 აპრილი
ბაღაფში მოსკოვში კარასინს შეხვდა.
⚫️ 6 აპრილი
ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ.
ვლადიმერ პუტინი :
”რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ჩვენ ამაზე დღეს საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ გააუმჯობესო რუსეთთან ურთიერთობები, საჭიროა არა მიიზიდო იქ – სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები”
⚫️ 8 აპრილი
მოსკოვი ბუქარესტის სამიტის შემდეგაც ემუქრება საქართველოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება.
⚫️ 11 აპრილი
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა იური ბალუევსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი დაიცავს თავის ინტერესებს სამხედრო და ”სხვა ზომებით”
⚫️ 12 აპრილი
თბილისმა შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ერთობლივი პოლიციური დანაყოფების ჩამოყალიბება კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.
⚫️ 14 აპრილი
ბაღაფში კვლავ უარს ამბობს თბილისის წინადადებებზე.
⚫️ 14 აპრილი
კრემლმა მოამზადა პრეზიდენტის განკარგულება ”რუსეთის ფედერაციის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობების გაღრმავებას ორ თვითგამოცხადებულ რეგიონთან, – წერს რუსული ”ნეზავისიმაია გაზეტა.
⚫️ 15 აპრილი
აშშ-ს ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ”მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ეხება მოლაპარაკების გზით აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობას”
⚫️ 16 აპრილი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობასა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან.
⚫️ 16 აპრილი
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა :
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება ლეგალიზება მოახდინოს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობების არის ”გარღვევა” სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად.
⚫️ 16 არილი
საქართველოს ხელისუფლება :
რუსეთის ნაბიჯი, რომელი მიზნად ისახავს ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას სოხუმსა და ცხინვალთან, არის საქართველოს ამ ორი თვითგამოცხადებული რეგიონის ”დე ფაქტო ანექსიის ლეგალიზების” მცდელობა.
⚫️ 17 აპრილი :
აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ”ურყევ მხარდაჭერას” უცხადებს
ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ქმედებაზე
ევროკავშირი მოსკოვის გადაწყვეტილებით
ნატო შეშფოთებულია რუსეთის ქმედებით სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში
ეუთოს თავმჯდომარე შეშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილების გამო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას
⚫️ 17 აპრილი
კოკოითი კრემლის გადაწყვეტილებას მიესალმება
⚫️ 19 აპრილი
გალში აფხაზური ძალები განთავსდა
⚫️ 20 აპრილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ვიზიტი ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მცდელობების ფარგლებში, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ”საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის” მიზნით რუსეთის იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ,,სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს.
⚫️ 20 აპრილი
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს გადასცა განცხადება, სადაც წუხილს გამოთქვამს საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს გართულებული ვითარების გამო.
პატრიარქი, რომელმაც განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობების ლეგალიზების თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ გაავრცელა, სეპარატიზმის გაღვივების წინააღმდეგ აფრთხილებს, რადგან ეს ”ხშირად წყაროა ძალადობისა და აგრესიისა”.
⚫️ 21 აპრილი
თვითგამოცხადებულ აფხაზეთში გეგმიური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები დაიწყო 2 500 სამხედრო მოსამსახურისა და რეზერვისტების მონაწილეობით.
⚫️ 21 აპრილი
საქართველოს საჰაერო ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა დავით ნაირაშვილმა ”როიტერს” დაუდასტურა, რომ საქართველოს მზვერავი თვითმფრინავი რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა MIG-29-მ ჩამოაგდო.
⚫️
21 აპრილი
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა :
,,რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებმა იერიში მოიტანეს საქართველოს ტერიტორიის კონფლიქტის ზონაზე. აფხაზეთში სოფელ განმუხურის თავზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილმა MIG 29 ტიპის თვითფრინავმა, მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელიც აფრინდა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან, სადაც ის უკანონოდ ბაზირდებოდა, განახორციელა საჰაერო შეტევა საქართველოს პოლიციის კუთვნილ უპილოტო შეუიარაღებელ თვითმფრინავზე და განახორციელა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა ამ თვითმფრინავის და სოფელ განმუხურის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით.
ეს აქტი თავისთავად არის გაეროს წესდების უხეში დარღვევა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად საერთაშორისო აგრესიის განხორციელების აქტი, ეს არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა სხვა სახელმწიფოს მიერ ყოველგვარი პროვოცირების, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საერთაშორისო ნორმების უხეში ფეხქვეშ გათელვით”
⚫️ 21 აპრილი
მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
”მე კატეგორიულად მოვთხოვე რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს დაუყოვნებლივ გაუქმება ამ უკანონო იურიდიული აქტის, რომელიც რუსეთმა მიიღო, დაუყოვნებლივ შეწყვეტა აგრესიული თავდასხმებისა საქართველოზე. ეს არ იყო ადვილი საუბარი”.
⚫️ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ბარაკ ობამამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ”ძალიან შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ვალდებულებებს”.
ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედება ”ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიზნად ისახავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დესტაბილიზაციას”.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა: ”ამგვარი ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევის ტოლფასია და იმსახურებს კატეგორიულ დაგმობას ყველა იმ ქვეყნის მხრიდან, რომლებიც იცავენ კანონის უზენაესობას… სამწუხაროდ, რუსეთის ლიდერებმა აირჩიეს კონფრონტაციის გზა, ნაცვლად თანამშრომლობისა… ჩვენ არ უნდა დავრთოთ ნება რუსეთს იფიქროს, რომ მას შეუძლია ისეთი კურსი აირჩიოს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის”.
⚫️ 22 აპრილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს მიიღოს ინფორმაცია მოსკოვისგან და მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისთან, რათა მკაფიო სურათი ჰქონდეს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტთან დაკავშირებით.
ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ტომ კეისიმ განაცხადა, რომ აშშ ძალიან შეშფოთებულია. ” წარსულშიც მომხდარა მთელი რიგი პროვოკაციული ინციდენტები. არ გვინდა, რომ ისინი კვლავ განმეორდეს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას ორ მეზობელს შორის,” – განაცხადა მან.
⚫️ 23 აპრილი :
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ”ღრმა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის, სავარაუდოდ, რუსული MIG-29-ს მიერ ჩამოგდების გამო”.
⚫️ 23 აპრილი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გამოხატეს ”ღრმა შეშფოთება” რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან.
”მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეცვალოს ან არ განახორციელოს ეს გადაწყვეტილება,” – ნათქვამია განცხადებაში. ოთხივე ქვეყანა, რუსეთთან ერთად, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში შედის, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე მუშაობს.
⚫️ 24 აპრილი :
რუსეთის აგრესიის, ოპოზიციასთან რთული ურთიერთობებისა და საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ერთი თვის ფონზე სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს.
პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერებს რეგულარული შეხვედრების გამართვა შესთავაზა, რათა უზრუნველყოს მათი ინფორმირებულობა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსეთთან დაძაბულობის ფონზე.
თავის სატელევიზიო მიმართვაში სააკაშვილმა ერთობისკენ ”გარე საფრთხეების” წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული და პროვოკაციული ნაბიჯების შემდეგ, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, მოსკოვმა ”პირველად ღიად განაცხადა,” რომ ის აღარ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთთან მიმართებით”
⚫️ 24 აპრილი
ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ PR-აქციად შეაფასა პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება მათთან სისტემატიური შეხვედრების გამართვის თაობაზე უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ინფორმირების მიზნით, რათა ერთიანი პოზიცია ჩამოუყალიბდეს ამ საკითხებზე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც რუსეთთან დაძაბულობის ფონზე.
თუმცა ზოგიერთმა პარტიამ, მათ შორის მრეწველებმა (გოგი თოფაძე ) და რესპუბლიკელებმა (დავით უსუფაშვილმა ) გამოთქვეს მზადყოფნა ხელისუფლებასთან კონსულტაციების გასამართად.
⚫️ 24 აპრილი
სააკაშვილი რუსული სამშვიდობო ფორმატის გადახედვაზე იწყებს ლაპარაკს.
⚫️ 24 აპრილი
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის გადაწყვეტილება დაძაბულობის ზრდის რისკს ქმნის.
ესტონეთის პარლამენტი რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს.
⚫️ 25 აპრილი :
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ვალერი კენიაკინის განცხადება, როგორც ”პირდაპირი სამხედრო მუქარა”.
ვალერი კენიაკინი : ”რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამხედრო სცენარი არ განხორციელდეს ქართული-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, მაგრამ თუ ეს მოხდა, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება, მათ შორის სამხედრო გზითაც.
⚫️ 26 აპრილი
,,რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ დიდი ხნის წინ დაგეგმილი სამხედრო აგრესიის ინფორმაციული უზრუნველყოფა”, – განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაავრცელა და გააფრთხილა, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა კონფლიქტის ზონაში ”უკიდურესად სარისკოა”.
⚫️ 28 აპრილი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთში”
⚫️ 29 აპრილი
რუსეთი აფხაზეთში სამშვიდობოთა რაოდენობას ზრდის.
⚫️ 29 აპრილი
პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო მიმართვა აფხაზებისა და ოსებისადმი.
⚫️ 30 აპრილი
აფხაზეთის და ,,სამხრეთ ოსეთის” ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა უარყვეს პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის თაობაზე.
⚫️ 30 აპრილი :
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობებში ”კონფრონტაციული გზა” აირჩია.
”ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ასეთი კონფრონტაციული გზა აირჩია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი გზა არ არის არც რუსეთთან და არც რომელიმე სხვა ქვეყანასთან კონფრონტაციის გზა. მაგრამ ბუნებრივია არაკონფრონტაციული ეს გზა შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატივი ეცემა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ელემენტარულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ექვემდებარება. ეს არის გამოწვევა რუსეთის მხრიდან არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის. როდესაც ეუთო, გაერო, ნატო, ევროკავშირი, ცალკეული სახელმწიფოები რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები, რუსეთი დღეში ხუთ განცხადებას აკეთებს, რომ კიდევ უფრო გაართულოს ვითარება.
⚫️30 აპრილი
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოუწოდა აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეწყვიტოს სოხუმის მონაწილეობა ე.წ. ჟენევის პროცესში.
⚫️ 1 მაისი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აფხაზეთში დამატებითი რუსული ძალების შეყვანის გამო შეშფოთებულია
⚫️ 2 მაისი
თბილისი დამატებითი რუსული ძალების ”დაუყონებლივ გაყვანას” მოითხოვს
⚫️ 6 მაისი
სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი : საქართველო ძალიან ახლოსაა ომთან.
კითხვაზე, თუ რამდენად ახლოს არის სიტუაცია ომთან, მან უპასუხა: ”ძალიან ახლოს, რადგანაც ჩვენ რუსებს კარგად ვიცნობთ. ჩვენ ვიცით, თუ რისი სიგნალია, როდესაც ხედავ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდას. ჩვენ ვხედავთ, როგორ შემოდიან რუსული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე [აფხაზეთში] ყალბი ინფორმაციის საფუძველზე”.
⚫️ 7 მაისი
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,განაგრძობს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო აფხაზეთთან ურთიერთობების გაძლიერებისენ.
⚫️ 8 მაისი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შესაძლოა, მაქსიმუმამდე გაზარდოს რუსული ,,სამშვიდობო” კონტიგენტი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში.
⚫️ 8 მაისი
რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთთან ომის საფრთხე კვლავ არსებობს.
”მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან და ეს საფრთხე კვლავ არსებობს,” – იტყობინებიან ”რია ნოვოსტი” და ”ინტერფაქსი” სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. სააკაშვილმა ეს განცხადება ბათუმში რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
”საქართველო არ აპირებს და არ შეუძლია რუსეთთან ომი. ჩვენ არ გაგვაჩნია ამდენი ბრძოლისუნარიანი შენაერთი და ამაში ნატოც ვერ დაგვეხმარება”.
⚫️ 9 მაისი
აფხაზეთში დამატებითი რუსული ძალების შეყვანის ფონზე უსეთის ელჩი საქართველოში აცხადებს :
რუსული სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გასვლა ომით დასრულდება. თუ სამშვიდობოები წავლენ იქიდან – ეს უკვე ომია.
⚫️ 9 მაისი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთში გართულებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება არ უნდა იქნას დაშვებული.
⚫️ 12 მაისი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოს ”ანექსიისა და ოკუპაციის აქტის პრელუდიაა” და მოუწოდა ევროკავშირს ,არ დახუჭოს თვალი ამ პროცესზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხუთ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის სურვილია, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებაში. ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, შვედეთის და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ერთდღიანი ვიზიტით თბილისს ესტუმრნენ.
⚫️ 12 მაისი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მისმა რუსმა კოლეგამ დიმიტრი მედვედევმა სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
”პრეზიდენტმა ბუშმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები იმუშავებენ დაძაბულობოს შესამცირებლად,” – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა პერინომ ბრიფინგზე.
⚫️ 14 მაისი
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმის სურვილია რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს აფხაზეთში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
⚫️ 14 მაისი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის წყალობით, საქართველოში ომი თავიდან იქნა აცილებული, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
პარიზიდან დაბრუნებულმა იაკობაშვილმა თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა: ”ძალიან ცოტა ხნის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩარევის გზით მოხერხდა საკმაოდ სერიოზული პროვოკაციის თავიდან აცილება. ბატონი კუშნერი პირადად ჩაერია.
თუმცა, დეტალურად ამ საკითხზე საუბრისგან მან თავი შეიკავა და განაცხადა: ”მეტს ვერ გეტყვით”.
⚫️ 14 მაისი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამართულ შეხვედრაზე სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებაც განიხილეს.
”მოხდა შეფასებების მიმოცვლა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტების ზონებში არსებულ სიტუაციაზე,”- აცხადებს შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება.
⚫️ 14 მაისი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის წამყვანი ქვეყნების აქტიურობას ხელი შეუშალოს რუსეთს მსოფლიო წესრიგის გადახედვის ”თავხედურ” მცდელობაში.
”ცალკე [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი] შტაინმაიერი ლაპარაკობს ახლა ბოლო ორი დღეა რუსებთან, რუსეთშია ჩასული, ცალკე ბუში ელაპარაკა [რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი] მედვედევს, [საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ] კუშნერმა ეგრევე დაურეკა [რუს კოლეგას სერგეი ლავროვს] და აღარ ვლაპარაკობ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში რამხელა აჟიტირებაა – პოლონეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს ძალიან ხშირად სხვა პრეზიდენტებთან, ახლა მივდივარ იერუსალიმში [აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ] ბუშთან შესახვედრად ამ თემებზე,”- განაცხადა ისრაელში გამგზავრებამდე სააკაშვილმა.
”საქართველოში ხორციელდება შეიარაღებული ინტერვენცია, ამ წუთას, აქედან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში,”- განაცხადა სააკაშვილმა იგულისხმა რა აფხაზეთში დაძაბული ვითარება, ”ჩვენ ახლა ვართ რეალურად ძალიან დიდი კრიზისის პირობებში საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს არის კრიზისი არა საქართველოსთვის, ეს არის ძალიან უხეში, თავხედური, უპრეცედენტო მცდელობა მთელი მსოფლიო წესრიგის გადახედვის, რომელიც ჩამოყალიბდა კომუნიზმის დანგრევის შემდეგ”.
⚫️ 15 მაისი
რუსული სამხედრო ბაზის გახსნა აფხაზეთში გააუმჯობესებდა რუსეთის საზღვრის დაცვას, – იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის ალექსანდრე ზელინის სიტყვებზე დაყრდნობით.
”შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს ხელს შეუწყობდა საჰაერო თავდაცვის ამოცანების განხორციელებას”, – ამბობს ზელინი.
⚫️ 16 მაისი
მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში გართულებული ვითარება განიხილა.
იაკობაშვილის განცხადებით, უნდა მოხდეს არსებული სამშვიდობო ფორმატის გადახედვა, რადგან არსებული ფორმატი არ არის შედეგიანი და ამ პროცეში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთთან ერთად.
იაკობაშვილმა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფორმატის შეცვლის შესახებ ინფორმაცია პირველად ორი თვის წინ გააჟღერა. მისი თქმით, შსკ-ს ნაცვლად, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ახალი ფორმულით 2+2+2, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი.
⚫️ 20 მაისი
სერგეი ლავროვი მოსკოვში სერგეი ბაღაფშს შეხვდა.
⚫️ 20 მაისი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოუწოდებს თბილისს რიგი პირობების წამოყენების გარეშე დასთანხმდეს თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთთან” ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებას.
⚫️ 21 მაისი
საქართველოს მხარემ მოითხოვა დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტისაგან დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების საფარქვეშ საქართველოში ”უკანონოდ” შეყვანილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწრაფო გაყვანა.
შესაბამისი საპროტესტო ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს სამდივნოს გაუგზავნა.
”კონფლიქტის ზონაში აფხაზეთში, საქართველო განლაგებული UNOMIG ის დამკვირვებელთა მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჟან არნოს წერილიდან საქართველოს მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთში, საქართველო სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, შეყვანილ იქნა სადესანტო ბატალიონი, 50 სადესანტო ჯავშანმანქა – БМД-2 და ორი საარტილერიო ბატარეა, რომელთაგან თითოეული შედგება 5 საარტილერიო დანადგარისაგან Д-30” – ნათქვამია ნოტაში.
⚫️ 21 მაისი
სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიცია ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს. საბოლოოდ, მოვიანებით ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
⚫️ 29 მაისი
რუსეთის, როგორც მიუკერძოებელი მედიატორის და სამშვიდობოს, როლს უკვე გამოეთხარა ძირი და საქართველოს ახლა მხოლოდ ამის ”ფორმალურად გაფორმება” სჭირდება რუსეთის სამშვიდობოების გაყვანის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებით, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ.
]ლომაიამ ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისი დაელოდება პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი რუსი კოლეგის დიმიტრი მედვედევის შეხვედრას, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ივნისის დასაწყისში იგეგმება.
⚫️ 29 მაისი
პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური ზუბაკოვს შეხვდა.
ეს შეხვედრა წინ უსწრებდა სანკტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების დსთ-ს ფარგლებში ივნისის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრას.
⚫️ 31 მაისი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
თბილისი აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად თვითგამოცხადებულ აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ჯარების შემოყვანას და ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც ”სამხედრო ინტერვენციისთვის” მზადებას.
⚫️ 31 მაისი
ამონარიდი ვლადიმერ პუტინის ინტერვიუდან, რომელიც მან ფრანგულ გაზეთ Le Monde მისცა:
შეკითხვა: კითხვა ეხება აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთს” … რუსეთი აძლიერებს მათზე კონტროლს. არ გაწყობთ ის სიტუაცია, როგორიც ამჟამად არის?
პუტინი: თქვენ თქვით ”სეპარატისტული”? რატომ არ ამბობთ იგივეს კოსოვოსთან მიმართებაში? არ გსურთ პასუხის გაცემა? თქვენ არ გაქვთ პასუხი. და არც შეიძლება გქონდეთ.
⚫️ 2 ივნისი
რუსეთი სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რუსეთის ელჩი კოვალენკო თბილისის პროტესტის საპასუხოდ ამბობს, რომ აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ჯარების შეყვანას ჰუმანიტარული მიზნები აქვს.
⚫️ 3 ივნისი
სააკაშვილმა და მედვედევმა სატელეფონო საუბარი გამართეს – რუსეთის მიერ თემა აფხაზეთში სარკინიგზო ჯარის შეყვანა.
⚫️ 6 ივნისი
სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამი პირობა დაასახელა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც რუსეთთან არსებული დაძაბულობა შესაძლოა, განიმუხტოს.
”ჩვენი პირობები არის ძალიან ნათელი: აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული [რუსული] სამხედრო ნაწილები უნდა გამოვიდნენ; სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს; [რუსეთის პრეზიდენტის] 16 აპრილის უკანონო განკარგულების განხორციელება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.
⚫️ 6 ივნისი
სააკაშვილი მედვედევს შეხვდა
აქვე უნდა აღინიშნოს წერილი, რომელიც ივნისში სააკაშვილმა მედვედევს მისწერა. მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რა ეწერა წერილში და რას სთავაზობდა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს.
აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა ამ წერილის შინაარსხე ილაპარაკა.
” მივწერე წერილი რუსეთის პრეზიდენტს[დიმიტრი მედვედევს], სადაც ვთხოვე მოლაპარაკების თაობაზე. ვუთხარი, იქნებ შევთანხმდეთ ასე – მდინარე კოდორამდე, სადაც ხალხი არ ცხოვრობს, პირველ ეტაპზე შევიყვანოთ ჩვენი დევნილები, თქვენი სამშვიდობოები გადაიყვანეთ მდინარე კოდორზე და ჩვენ მზად ვართ ახალ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული და რაღაც სახის ხელშეკრულება თქვენთან გვექნება და თქვენი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ჩვენ მინიმუმ აფხაზეთის ნახევარში ამ ეტაპზე შევიყვანთ დევნილებს, ვნახავთ ეტაპობრივად როგორ მოხერხდება კონფლიქტის გადაწყვეტა”.
”რუსეთის სურვილი რომ ყოფილიყო შეთანხმება და ომის თავიდან აცილება, ამაზე კარგ წინადადებას ისინი ვერ მიიღებდნენ. ისინი ამით რეალურად თავიანთ ეკონომიკურ ინტერესებს იცავდნენ, საკუთარი თავის ლეგალიზაციას ახდენდნენ საერთაშორისო სამართლებრივ ფარგლებში, მხოლოდ ჩვენი ნებართვით. მეორეს მხრივ, ჩვენც ვიწყებდით ეკონომიკური სივრცეების ათვისებას, ხალხის შეყვანას და ამ ყველაფრის ეკონომიკურ სიბრტყეში გადატანას. აფხაზეთისა და ქართველების ურთიერთობის აღდგენას და იმის ჩვენებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკურად ამ რეგიონის აღდგენა და მშვიდობიანად ამ საკითხის გადაწყვეტა”.
სააკაშვილის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოვიდა დამცინავი პასუხი მიიღო.
⚫️ 6 ივნისი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 6 ივნისს რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო არ უნდა ეცადოს კონფლიქტების მოგვარებას ნატოს წევრობის გზით.
⚫️ 6 ივნისი
იმავე დღეს, როცა სააკაშვილი მედვედევს ხვდებოდა, აფხაზეთში რუსეთის რკინიგზის სპეციალისტთა დამატებითი ჯგუფი ჩავიდა.
⚫️ 6 ივნისი
ევროკავშირის კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს ”უფრო ღრმად ჩაერთოს” აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
⚫️ 11 ივნისი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელმა ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ. ისაუბრეს საქართველოს საკითხზეც. იმსჯელეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
⚫️ 14 ივნისი
აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი :
”ნატოს რამდენიმე მინისტრმა აფხაზეთში განვითარებული მოვლენების საკითხი დააყენა; მათ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ქმედების გამო,” – განაცხადა გეითსმა, ”მინისტრ სერდიუკოვს თავის კომენტარებში საქართველო არ უხსენებია და არც მაშინ დაუბრუნდა საკითხს, როდესაც მოკავშირე მინისტრებმა დაიწყეს ამაზე საუბარი”
⚫️ 14 ივნისი
რუსეთმა გააფრთხილა თბილისი, რომ მისმა ”არაგონივრულმა” გადაწყვეტილებამ აფხაზეთიდან სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, შესაძლოა, მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს მთელ კავკასიის რეგიონში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 10 ივნისს განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს უახლოეს დღეებში დააყენებს, ”თუ რუსეთი უარს იტყვის შეცვალოს მისი ბოლოდროინდელი ქმედებები აფხაზეთთან
მიმართებაში”.
⚫️ 17 ივნისი
ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში ოთხი რუსი სამშვიდობო დააკავეს
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსი სამშვიდობოები იმის გამო დააკავეს, რომ მათ უნებართვოდ გადაჰქონდათ აფხაზეთიდან შეიარაღება ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში განთავსებულ რუსულ საგუშაგოზე.
შეიარაღებას შორის იყო ფაგოტის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი და ასევე უმართავი საჰაერო რაკეტები.
⚫️ 18 ივნისი
ქართულმა მხარემ 17 ივნისს დაკავებული ოთხი რუსი სამშვიდობო გაათავისუფლა.
თუმცა ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეული საბრძოლო შეიარაღება, მათ შორის ფაგოტის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და უმართავი საჰაერო რაკეტები, რუსეთის სამშვიდობო ძალებს არ დაუბრუნდათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის არსებული შეთანხმებების დარღვევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარე გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყვეტს დაუბრუნოს თუ არა სამშვიდობოებს შეიარაღება.
⚫️ 18 ივნისი
რუსეთმა გააძლიერა პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა საქართველოზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთების წყაროს წარმოადგენს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა
⚫️ 20 ივნისი
საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15-17 ივნისს შვედეთში ფარული შეხვედრა გამართეს.
წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, განაცხადა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო, მაგრამ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, შვედეთში შეხვედრაზე ქართულ მხარეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია, საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია და დეპუტატი ნიკა რურუა წარმოადგენდნენ; აფხაზურ მხარეს კი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია და დე ფაქტო შემოსავლების მინისტრი ვახტანგ ფიფია.
შვედეთში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ამ ფაქტის გახმაურებისაგან თავის შეკავებაზე შეთანხმდნენ.
⚫️ 24 ივნისი
თბილისი დასთანხმდა, გადადოს რუსი სამშვიდობობის გაყვანის მოთხოვნის გეგმა იმ პირობით, რომ ევროკავშირი და აშშ ამ საკითხზე თავიანთ ზეგავლენას გამოიყენებენ მოსკოვთან მიმართებით.
”ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა პირდაპირ გვთხოვეს, რომ მივცეთ მათ რუსებთან მუშაობის შესაძლებლობა,” – განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ.
⚫️ ივნისის ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილი ხვდება ანგელა მერკელს, შემდეგ კონდოლიზა რაისს.
სერგეი ბაღაფში მოსკოვში ხვდება დიმიტრი მედვედევს.
⚫️ ივლისი
პროცესებში აქტიურად ერთვება გერმანია საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაიერის გეგმით.
ივლისში ცნობილი გახდა გეგმის დეტალები :
პირველი ეტაპი: ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება; საერთაშორისო საპოლიციო ძალების შესაძლებლობა ორივე მხარის თანხმობით; დევნილთა დაბრუნების პირობებზე შეთანხმება; საერთაშორისო პარტნიორებთან ვაჭრობის ღია ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფხაზებისთვის;
მეორე ეტაპი: ითვალისწინებს საერთაშორისო დონორთა კონფერენციის ჩატარებას გერმანიაში ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით რეგიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით თანხების მოსაზიდად. ამავე პერიოდში გრძელდება დევნილთა დაბრუნების პროცესი;
მესამე და საბოლოო ეტაპი : შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ”აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს” შეიმუშავებს. ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ ქართული და აფხაზური მხარეები, რომელთაც დაეხმარებიან ”საერთაშორისო შუამავლები და გარანტორები”; თუმცა, გეგმა არ აკონკრეტებს თუ რა იგულისხმება ”გარანტორებში.
საბოლოოდ, გეგმა განუხორციელებელი დარჩა.
⚫️ ივლისში სულ უფრო იზრდება დაძაბულობა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. საერთაშორისო საზოგადოება ყოველდღიურად გამოხატავს შეშფოთებას კონფლიქტის ზონებში რუსეთის ქმედებების გამო.
სამხედრო ინციდენტები არ წყდება. თბილისი გალსა და ოჩამჩირეში ერთობლივი პოლიციის შექმნისკენ მოუწოდებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნის ”უკიდურესი აუცილებლობა” არსებობს.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უარით უპასუხა აშშ-ის წინადადებას თვითგამოცხადებული რეგიონის ტერიტორიაზე საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსების თაობაზე.
⚫️ 8 ივლისი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც 9 ივლისს თბილისში ჩამოდის, განაცხადა, რომ რუსეთის ზოგიერთმა ბოლო დროინდელმა ქმედებამ გაზარდა დაძაბულობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში.
⚫️ 9 ივლისი
კონდოლიზა რაისი თბილისშია
წლების შემდეგ სააკაშვილმა ასე გაიხსენა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა :
კითხვაზე, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ ქვეყანა არ ყოფილიყო ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში, სააკაშვილმა უპასუხა: „კონდოლიზა რაისს არ სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. ამიტომ, ხანხადახ რომ ამბობენ ხოლმე ‘ჩვენ ვაფრთხილებდით’, ეს არის იმის მცდელობა, რომ – ყველას უნდა ისტორიაში მაგრად გამოჩნდეს; ამ ყველაფრის ჩანაწერები არსებობს; ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ დაიწყება [ომი] და ისინი გვეუბნებოდნენ, რომ შანსი არ არის. მისი [რაისის] საყვარელი ფრაზა იყო: ‘ვიცნობ რუსებს, ისინი არ გააკეთებენ ამას’“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაიმაიერმა, რომელიც 2008 წლის ივლისში დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმაც კი შესთავაზა, პირველი დასავლელი ოფიციალური წარმომადგენელი იყო, რომელმაც ღიად უთხრა საქართველოს ხელმძღვანელობას რუსეთთან ომის რეალური საფრთხის შესახებ.
„შტაინმაიერი, რომელიც შეიძლება ნაკლებად იყო ჩვენს მიმართ სიმპატიით განწყობილი და ბევრად უფრო პრორუსული იყო, პატიოსნად გვითხრა რაც მოხდებოდა; ის უკეთესად იცნობდა რუსებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
⚫️ 12 ივლისი
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საგარეო პოლიტიკურ კონცეფცია დაამტკიცა.
ამონარიდი :
”რუსეთი ინარჩუნებს უარყოფით პოზიციას ნატოს გაფართოების, კერძოდ კი უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს წევრობის გეგმების მინიჭების მიმართ, ასევე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების მიმართ,
⚫️ 14 ივლისი
ამერიკის შეერთებული შტატები ”ძლიერ” შეშფოთებულია მოსკოვის განცხადებით, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ”შეგნებულად დაარღვიეს საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები”, როცა 8 ივლისს შემოფრინდნენ საქართველოს ,,სამხრეთ ოსეთის” რეგიონის საჰაერო სივრცეში.
შენიშვნა : საჰაერო სივრცე რუსეთმა დემონსტრაციულად დაარღვია კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით.
15 ივლისი
ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვართან რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა “კავკასია 2008″ დაიწყო, რაც საქართველსო ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს. ეს სამხედრო ძალები აგვისტოში საქართველოში შემოიჭრებიან და ომი დაიწყება.
⚫️ 17 ივლისი
თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გერმანული მხარის მისიია იპოვოს გამოსავალი იმ დაძაბული სიტუაციიდან, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივაა შექმნილი.
”ეს არ გახლავთ ჩვულებრივი ვიზიტი,”- განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ”ეს გახლავთ ვიზიტი, რომელიც ძალიან დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობს. ჩვენი მოვალეობაა, როგორც მეგობართა ჯგუფის კოორდინატორის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ ძალიან დაძაბული სიტუაციიდან. ჩვენ ამიტომ წინადადებებით ჩამოვედით, რომელიც უნდა გავაცნოთ რეგიონში ჩვენს ყველა პარტნიორს”.
მას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით გერმანული მხარის მიერ მომზადებული სამფაზიანი გეგმის დეტალები არ გაუხმაურებია. თუმცა კომენტარი გააკეთა აფხაზური მხარის მიერ ამ გეგმის უარყოფაზე და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ყველა მონაწილე მხარე დაარწმუნოს ამ გეგმის აუცილებლობაში.
⚫️ ივლისში გამართულმა მრავალმა შეხვედრამ, მსჯელობამ და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობამ ვერ შეძლო ვითარების განმუხტვა. სეპარატისტთა ლიდერები არ თანხმდებიან დასავლეთის მცდელობას დიალოგის შესახებ. გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ბერლინში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა მიანიშნა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ,,ნაჩქარევ” შეხვედრას, რომელმაც აფხაზეთის კონფლიქტი უნდა განიხილოს. პარალელურად კონფლიქტის ზონებში დაძაბულობა პიკს აღწევს. იზრდება რუსეთის შეიარაღება. ვითარება განსაკუთრებით იძაბება ცხინვალის რეგიონში.
⚫️ აგვისტო
თვის დასაწყისში ყოველდღიური მსხვერპლია.
ცხინვალიდან მოსახლეობის ჩრდილოეთ ოსეთში ევაკუაცია დაიწყო.
ჩაიშალა მოლაპარაკების ყველა მცდელობა.
⚫️ 7 აგვისტო
რუსეთი საქართველო შემოიჭრა და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო.
⚫️ 7-12 აგვისტო
ომი
⚫️ 12 აგვისტო
საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალების უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ადგილს. რუსეთი შეთანხმებას დღემდე არ ასრულებს.
⚫️ 26 აგვისტო
დიმიტრი მედვედევი :
”მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე”
კომენტარები