• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამერიკის სპეცსამსახურებს ბევრი მომაკვდინებელი კომპრომატი აქვთ ივანიშვილზე, მისი ოჯახის წევრებზე და ბიძინა ვერაფრის გამოქვეყნებას ვერ გაბედავსო“

ალია ავტორი - ალია
13:32 08-08-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,933

ლევან ჯავახიშვილი  

ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ 21 მარტს, ურეკში, საკუთარ რეზიდენციაში, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს  შეხვდა. ამან ბევრს გაუმყარა ის მოლოდინი, რომ ამერიკა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ  მართლა მოუწოდებდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს ივანიშვილისა და დეგნანის სამსაათიანი შეხვედრის სრული ჩანაწერი და ცხადია, ეს საუბარი ივანიშვილმა ჩაიწერა. ჯერ არ დადასტურებულა,  მაგრამ ვინც აქამდე ამტკიცებდა, რომ ამერიკა აპირებდა საქართველოს ომში ჩათრევას, ის ხალხი აცხადებს, რომ ამ ჩანაწერში დეგნანი ივანიშვილს სწორედ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას სთხოვს. ნამდვილად  არსებობს ეს ჩანაწერი და მართლა ცდილობს ამერიკის ელჩი საქართველოს ომში ჩათრევას? ამ და სხვა საკითხების შესახებ, „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოაწოდა. მისივე უსაფრთხოების მიზნით, წყროს ვინაობას არ ვამხელთ. მისი თქმით,  შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა და მას სურდა დეგნანთან განეხილა, ამერიკის მიერ მისი და მისი ოჯახის, პოლიტიკური გარემოცვის წევრებისა  და ბიზნეს-პარტნიორების  დასანქცირების  შესაძლებლობის საკითხი. შეგახსენებთ, რომ იგივე წყარომ ერთი თვის წინ „ალიას“ უთხრა, რომ ივანიშვილი ცდილობდა ევროპელ და ამერიკელ გავლენიან პერსონებთან შუამავლების მეშვეობით დაკონტაქტებას, პირადად შეხვედრას და მოლაპარაკებას, რომ როგორმე თავიდან აერიდებინა სანქციები. ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრა ადასტურებს ამ ინფორმაციას. ჩვენთვის უცნობია, ევროკავშირის  გავლენიან პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან შეხვედრა მოახერხა თუ არა ივანიშვილმა, მაგრამ ამერიკის ხელისუფლების წარმომდგენელთან შეხვედრა შეძლო:

„კელი დეგნანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენთან შეთანხმების შემდეგ შეხვდა ივანიშვილს. დღის წესრიგი, რაზედაც უნდა ესაუბრათ, წინასწარ იყო განსაზღვრული. რაზე ილაპარაკეს დეგნანმა და ივანიშვილმა, ამის შესახებ ზუსტი და დეტალური ინფორამცია არც „ქართული ოცნების“ ლიდერებს გააჩნიათ. მხოლოდ იმას ამბობენ,რომ შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს შესაძლო  ომზეც  იყო ლაპარაკი. თუ მხოლოდ ეს, შესაძლო ომზე საუბარი აქვს ჩაწერილი ივანიშვილს, მაშინ  ბევრი არაფერი ჰქონია.  მე არ ვფიქრობ, დეგნანი იმდენად უგუნური იყოს, რომ ივანიშვილთან, მის რეზიდენციაში საქართველოს ომში ჩართვაზე ელაპარაკა, თუ ამის სურვილი საერთოდ აქვს ამერიკას. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ივანიშვილი ამ ჩანაწერის ფრაგმენტს გამოაჩენს თუ არა. თუ გასაჯაროვდა ჩანაწერის ნაწილი, ის იმგვარად იქნება დამონტაჟებული,  თითქოს დეგნანი ივანიშვილისგან კატეგორიულად მოითხოვს რუსეთთან ომს. ცხადია, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ამერიკის რეპუტაციას საქართველოში. ბევრი დაიჯერებს, რადგან  ჯერ არაფერი გამოქვეყნებულა და უკვე სჯერათ, რომ ამ თემაზე ჰქონდათ საუბარი. ეს ხელს შეუწყობს ანტიამერიკულ განწყობას საქართველოში და ივანიშვილისა და მისი გუნდის მიზანიც ეს არის. ევროკავშირთან ურთიერობის გაფუჭების შემდეგ, მათი გეგმა ნატო-სთან და ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება, საბოლოდ კი ევროკავშირსა და ნატო-ზე უარის თქმა და ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. დეგნანთან შეხვედრის გასაჯაროება და ჩანაწერზე აპელირება, სადაც თითქოს დეგნანი ივანიშვილს სთხოვს, რუსეთთან ომი დაიწყოს, ამ გეგმის ნაწილია. არ მჯერა, რომ ივანიშვილს დეგნანმა ეს სთხოვა და ამას მარტივი ლოგიკით დავამტკიცებ. ბიძინა ივანიშვილი ვისაც საკუთარ რეზიდენციებში ხვდება, ჭორვილის სახლის ჩათვლით, ყველას იწერს. მერე, საჭირო დროს ამ ჩანაწერებს კონკრეტული პირების დასაშანტაჟებლად იყენებს.  ახლა ეს მე ვიცი და ამერიკის  დაზვერვას არ ეცოდინება? კელი დეგნანს არ შეატყობინებდნენ ამის შესახებ? ცხადია, დეგნანმა წინასწარ იცოდა, რომ ივანიშვილი საუბარს  იწერდა  და სულელი იქნება, თუ ისეთ თემებზე დაუწყო ივანიშვილს საუბარი, რითაც მერე მის დაშანტაჟებას შეძლებს ან ამერიკის რეპუტაციას დაარტყამს. ასეთი სულელი კი დეგნანი ნამდვილად არ არის. მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, დავიცადოთ. გამოაქვეყნოს ივანიშვილმა ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსია და დაველოდოთ ამერიკის ხელისუფლების რეაქციას. თუმცა, ივანიშვილის გარემოცვაში იმასაც ამბობენ, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს ბევრი მომაკვდინებელი  კომპრომატი აქვთ ივანიშვილზე, მისი ოჯახის წევრებზე და ბიძინა ვერაფერის გამოქვეყნებას ვერ გაბედავს. ეს მისმა გარემოცვამ იცის და ეს ბიძინასგან  გამოჟონილი ინფორმაციაა, სხვაგვარად ვერ გაიგებდნენ. გამოდის, ივანიშვილმა იცის, რომ ამერიკელებს მასზე და მის ოჯახის წევრებზე აქვს კომპრომატები. ასეთ შემთხვევაში ზავი დაიდება და ყველაფერი ძველებურად დარჩება.  ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების შეხვედრებს  იწერდა და ამას შანტაჟისთვის იყენებდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსული პრესა წერდა. რუსული მედია იმასაც ამბობდა, რომ ივანიშვილი კომპიუტერების, ღილაკიანი ტელეფონებისა და ქსეროქსის აპარატების რუსეთში შეტანითა და გაყიდვით არ გამდიდრებულა. ის ტაივანსა და ჰონგ-კონგში მინიატურულ მოსამენებს ყიდულობდა და ჰყიდდა რუსეთში. იმ დროინდელი  რუსული მედია აცხადებდა, ივანიშვილს უფრო თანამედროვე „ჟუჩოკები“ აქვს, ვიდრე რუსეთის ყველა  სპეცსამსახურს ერთად აღებულსო“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved