• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კობახიძე ამით რუსეთს ეუბნება, მე თუ პრობლემები შემექმნა, მოდი ტანკებით!” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
03:00 08-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,307

ლევან  ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

–ბატონო გია, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა, ლამის მთელ ერს ქსენოფობობა დააბრალეს. ფაქტიურად, ნაცისტებს გაუტოლეს ქვეყნის მთელი  მოსახლეობა. ამის საპასუხოდ, რუსეულ მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაციები, რომ საქრთველოში რუსებს ჩაგრავენ და დევნიან. რა იყო ეს, ჩვენი ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედება, რომ რუსეთს კოზირები მისცენ ქვეყნის წინააღმდეგ?

– ეს არის უდიდესი  პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ირაკლი კობახიძე და მისი  ძმები აკეთებენ. რაც მათ ილაპარაკეს, ეს არის პირდაპირ სერგო ორჯონიკიძის ტექსტი. კრემლსაც კი არ უკადრია ასეთი რამ.  შესაძლოა, კრემლს არ ეყო ფანტაზია, რომ ქსენოფობიად მოეხსენიებინა ის ფაქტი, რუსი მიგრანტების, ამ არანორმალური პროცესის მიმართ რა კითხვებსაც სვამს ქართული საზოგადოება. კობახიძის ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო, წარმოუდგენელი გამონათქვამები რუსეთს უქმნის საბაბს, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირი აგრესია განახორციელოს საქართველოში. იდეებს აწვდის რუსეთს, რა მიზეზით შეიძლება საქართველოში ტანკებით შემოვიდეს. თუმცა, კობახიძე და მისნაირები რომ ჰყავს რუსეთს საქართველოს ხელისუფლებაში, ტანკები რაში სჭირდება. კობახიძე ამით რუსეთს ეუბნება, მე თუ პრობლემები შემექმნა, ჩემს ხელისუფლებას თუ პრობლემები შეექმნება, მოდი ტანკებით, რადგან ჩემი და ჩემი ხელისუფლების გარდა, ყველა ქსენოფობები არიან და მე შენ გჭირდებიო. ფაქტიურად, ამას ეუბნება რუსეთს. ეს არის გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისადმი, მისი მსახურებაა. ეს არის კლასიკური კოლაბორაციონიზმი. ორჯონიკიძეც კი არ შეამკობდა საკუთარ ხალხს ამგვარი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით. ხალხი მთლიანობაში უკმაყოფილოა რუსების საქართველოში თავხედობით, ერთი და ორი ადამიანი არ გამოხატავს ამის გამო პროტესტს. რუსების თავხედობაც არ არის აქ მთავარი. ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება პრობლემები ამ უკონტროლო მიგრაციით. როდესაც მიგრაციას ვამბობ, მე არ ვგულისხმობ ტურისტებს. ტურისტებზე, რომლებიც ერთი და ორი კვირით ჩამოდიან საქართველოში და უკან მიდიან, არ მაქვს ლაპარაკი. აქ რომ ფუძნდებიან, იმათზე ვამბობ. თან კაცმა არ იცის, აქ  რეალურად რას აკეთებდნენ.   შემოსულთა ნაწილი, ისევ რუსეთზე აგრძელებს მუშაობას და საქართველოში ჩამოსულია იმ მიზნით, რომ სანქციების გვერდის ავლით სხვა და სხვა სქემები დაალაგოს, ფინანსური ნაკადები მართოს, ქართული ბანკები გამოიყენოს ტრანზიტულ ბანკებად. მეორე ნაწილი, შესაძლოა, რუსეთში არსებულ ვითარებას გამოექცა, ჯარში არ უნდა ზოგს წასვლა ან სხვა მიზეზი ჰქონდა გამოსაქცევად. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მათაც „ავერბოვკებენ“  „ეფესბეს“ აგენტები და აშინებენ, თუ ჩვენზე არ იმუშავებთ,  რომ დაბრუნდებით რუსეთში, პრობლემები შეგექმნებათო. ასე, რომ ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი,რა შუაშია აქ ქსენოფობია? მიდის გლობალური ომი და ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ დასავლეთში. დასავლეთსა და რუსეთს შორის მიდის ძალიან მძიმე ეკონომიკური ომი. ამ დროს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ რუსეთს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ამის პლაცდარმად გავხადეთ საქართველო. თურმე, ამით ქართული ეკონომიკა აყვავდება და ამით ვამაყობთ. მაშინ რა გამოდის, ჩვენ რუსეთის მხარეს ვიბრძვით? ეკონომიკაში მიდის ძირითადი ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის და თუ ჩვენი ინტეგრაცია ხდება რუსეთის ეკონომიკაში, გამოდის, რუსეთის მხარეს ვართ ამ ომში. მეტიც, უკვე მხარე კი არ ვართ, ინტეგრირებულნი ვართ ამ ეკონომიკურ სისტემაში, უკვე ვიბრძვით რუსეთის ინტერესებისთვის დასავლეთის წინააღმდეგ.

თეგები: გია ხუხაშვილიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved