• რეკლამა
  • კონტაქტი
09:03, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენი მიზანია თბილისის ქუჩებში ყველა ადამიანი დაპურებული დადიოდეს“ – გიორგი ყელბერაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:39 08-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

სიკეთის კეთებას, რომ მხოლოდ მონდომება უნდა, ამაში ეს სტატია დაგარწმუნებთ. გიორგი ყელბერაშვილმაც მოინდომა და უკვე ხუთი წელია, ამ გზას მიუყვება. მთავარია გინდოდეთ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ქმედითი ნაბიჯები გადადგით და მერწმუნეთ, აუცილებლად გამოგივათო – ამბობს გიორგი.

ყველაფერი 2017 წელს მაშინ დაიწყო, როცა საქველმოქმედო ფონდი „სხვა სიცოცხლე“ დააარსა. ფონდის ანგარიშზე უკვე არაერთი კეთილი საქმე და უამრავი გადარჩენილი სიცოცხლეა. ეს სულ სხვა სტატიის თემაა და ამაზე სხვა დროს მოგიყვებით. ახლა კი გიორგის კიდევ ერთ ახალ ინიციატივაზე უნდა გიამბოთ. ცოტა ხნის წინ ახალი იდეა გაუჩნდა და ახლა ფრთები უნდა შეასხას. ქალაქის ქუჩები უნდა შემოიაროს და უპოვარ ადამიანებს საკვები პროდუქტებით დაეხმაროს.

„უკვე ხუთი წელია, რაც ეს ფონდი არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, კეთილი ადამიანების დახმარებით, არაერთი კეთილი საქმე გავაკეთეთ. საბედნიეროდ, ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ.

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად, დედაქალაქის ქუჩები შემოვიარო და უპოვარი, სოციალურად დაუცველი ადამიანები დავაპურო. ამ ყველაფრის იდეა გახდა ერთი ფაქტი, როდესაც ტაშკენტის ქუჩაზე შემთხვევით გადავაწყდი, ნაგვის ურნასთან მდგარ მოხუც მამაკაცს, რომელიც აშკარად საკვებს ეძებდა…

კეთილი ადამიანების შემოწირულობა რის საშუალებასაც მოგვცემს, იმ თანხით შევიძენთ საკვებ პროდუქტებს და დავეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს პენსიონერი იქნება, მარტოხელა დედა თუ მრავალშვილიანი ოჯახი. შევეცდებით ყველასთან მივიდეთ და მძიმე ყოფა რამდენიმე დღით მაინც შევუმსუბუქოთ.

სიკეთის მარათონის იდეის შესახებ, სოციალურ ქსელში დავწერე და უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარკვეული თანხა უკვე შეგროვდა. ზოგიერთი ადამიანი საკვები პროდუქტებით დახმარებას დაგვპირდა. სავარაუდოდ ერთ კვირაში უკვე დავიწყებთ ამ იდეის განხორციელებას. იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს ჩაერთოს ჩვენს კამპანიაში და ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

მჯერა ჩვენი საზოგადოების და პირადად მე, არაფერს დავიზარებ, თუნდაც ღამის თენება მომიწიოს, უკლებლივ ყველასთან მივალ, თქვენი დახმარებით შეძენილ საკვებს გადავცემ და გავახარებ. მჯერა, რომ სამყაროს უკეთესობისკენ სიკეთე ცვლის“, – ამბობს გიორგი ყელბერაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved