• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოჯახზე 300 ლარი და ერთ ადამიანზე თვეში 45 ლარი – რა სოციალური დახმარება დაენიშნათ უკრაინიდან დევნილებს

ალია ავტორი - ალია
13:57 07-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
882

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წლის 15 ივლისიდან უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია BMG-იმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა.

უწყების პასუხის თანახმად, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა გავრცელდება 2022 წლის 1 თებერვლის შემდგომ, საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, რომლებიც მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.

აღნიშნული პროგრამა ასევე ვრცელდება იმ პირებისთვის ვინც უკრაინიდან საქართველოში შემოვა 2022 წლის 15 ივლისის შემდეგ.

სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ფულად გასაცემელს 3 თვის ვადით, როგორც საცოხვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის.

კერძოდ:

– საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახზე გაიცემა თვეში 300 ლარი.
– საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა თვეში 45 ლარი.

სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვის-ცენტრს და წარადგინოს უკრაინის მოქალაქის პასპორტი ან უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯება ამ სოციალურ დახმარებებზე, უცნობია ისიც გახანგრძლივდება თუ არა ის 3 თვის ამოწურვის შემდეგ.

პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა 6.3 მილიონ ლარად უკრაინელი ოჯახებისთვის ქვეყანაში სასტუმროების დაქირავებაზე. ამ შესყიდვით 20 აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფო სასტუმრო ნომრებს დაიქირავებს.

წყარო: BM.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved