• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთავრობის წევრები და „ოცნების“ დეპუტატები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ“

ალია ავტორი - ალია
17:27 04-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.

„პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ კეთილდღეობას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენი გუნდის ლიდერები და რიგითი წევრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები, ჩვენი პარტიის სხვა წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ეპიდემიამ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. პარტიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობენ საკუთარ იდეებსა და კონკრეტულ ინიციატივებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აერთიანებს 93 დეპუტატს, მთავრობაში არის 12 წევრი, პრემიერ-მინისტრი და 11 მინისტრი, შესაბამისად, მთლიანობაში საუბარია 105 ადამიანზე, ესენი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს გასცდება ამ ციფრებს და ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც და მხარდამჭერებიც მიიღებენ მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში. ენთუზიაზმი, მოტივაცია არის მაღალი და ეს გვაძლევს ჩვენ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს. დარწმუნებული ვართ, რომ ასეულობით ჩვენი პარტიის წევრი თუ მხარდამჭერი ჩაერთვება ამ აქციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved