• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სოსო გოგაშვილი ხელს აწმენდს ბიძინა ივანიშვილს… ეს ყველაფერი ზღაპარი და მისი მონაგონია“ – გოგიტა დალაქიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:36 07-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
518

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, გოგიტა დალაქიშვილი.

– გოგიტა, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან  მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალებაო. ბევრი არ ელოდა, რომ ივანიშვილს დაადებდა ხელს და უკანონო დავალებების შემკვეთად უშუალოდ მას დაასახელებდა. ახლა რა მოხდება?

– ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველია და ბევრ მინისტრს, მათ მოადგილეებს, დეპუტატებს ავალებს რაღაცებს. ეს ყველამ კარგად იცის და აქ ახალი არაფერია. გოგაშვილს ამ განცხადებებისთვის უნდა მოეყოლებინა მტკიცებულებები, ფაქტები და დამაჯერებელი გაეხადა თავისი ნათქვამი. თუ ჩანაწერები და ზოგადად, მატერიალური მტკიცებულებები არ აქვს,  მოყვეს დეტალებში სად და რა დაავალა ივანიშვილმა, რა სახის უკანონო დავალებები მისცა, ვინ ესწრებოდა  ამ შეხვედრებს. დავუშვათ, თქვას, რომ ამა და ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ვუსმენდით ივანიშვილის დავალებით, მის სახლში, ოფისში, კაბინეტში, ავტომობილში  დავაყენეთ მოსასმენი აპარატურა, ვაწარმოებდით მისი და მისი ოჯახის წევრების თვალთვალს და ა.შ… მერე თქვას, რა შედეგი მოჰყვა ამას და რა ანგარიში ჩააბარა ივანიშვილს. უნდა დაასახელოს კონკრეტული პიროვნებები, რომელთა  მიმართაც ივანიშვილის დავალებით გოგაშვილი ან თავად აწარმოებდა უკანონო საქმიანობას, ან მისი დავალებით ამას სუს-ის სხვა და სხვა სამსახურები აკეთებდნენ. ამგვარ რეალურ ისტორიებს თუ არ მოჰყვება დეტალურად, მაშინ თავისთავად გაჩნდება კითხვები გოგაშვილის მიმართ. თუ ივანიშვილი ავალებდა უკანონობის შესრულებას, აქამდე რატომ არ თქვა, თუნდაც სუს-იდან რაც წამოვიდა, იმ სამ წელიწადში? ახლა რომ დაიჭირეს, იმიტომ ალაპარაკდა ივანიშვილზე, რომ ამით მისმა დაჭერამ პოლიტიკური ელფერი შეიძინოს? ეს და სხვა კითხვები გაჩნდება, თუ გოგაშვილი უფრო დამაჯერებელი არ იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში. მე, პირადად მიმაჩნია, რომ ხელს აწმენდს ბიძინა ივანიშვილს.

– რატომ გამორიცხავ, რომ ხელს კი არ აწმენდს, არამედ მტკიცებულებებიც ჰქონდეს?

– არა, არაფერს გამოვრიცხავ. კარგა ხანია, აღარაფერი მიკვირს. შეიძლება მართლა აქვს ფაქტები, თუმცა, ერთია ვარაუდებით ლაპარაკი, რა შეიძლება მოხდეს მომავალში და მეორეა ის რეალობა, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ. დაველოდოთ და თუ დაიდო მატერიალური მტკიცებულებები ან იურიდიული ძალის მქონე სხვა სახის ფაქტები, მაშინ გოგაშვილის ნათქვამი დადასტურდება. მანამდე, ვიტოვებ უფლებას, ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი და გოგაშვილის მონაგონია. ეს არის კლანიდან გარიყული, განწირული ადამიანის ნათქვამი, რომელიც ცდილობს თავისი დანაშაულებები დააბრალოს ყოფილ თანამებრძოლებს. იმას არ ვამბობ, რომ გოგაშვილის ყოფილ თანაგუნდელებს სუს-ში და „ქართულ ოცნებაში“ დანაშაული არ ჩაუდენიათ, ბევრი აქვთ ჩადენილი, მაგრამ ამას დამტკიცებას სჭირდება, მტკიცებულებები სჭირდება. სუს-ი რომ უკანონო საქმიანობას ეწევა, ყველას უსმენს და სხვა და სხვა არაკანონიერ ქმედებებს ანხორციელებს, ეს ყველამ ვიცით, ამის მტკიცებულებები დაიდო. წლების განმავლობაში ამ უკანონობებს თავად სჩადიოდა გოგაშვილი, მის დავალებებს ასრულებდნენ სუს-ის თანამშრომლები. კაი, თუნდაც ბიძინა ივანიშვილისგან იღებდა ამ დავალებებს, გოგაშვილი ამ შემთხვევაში, მაინც ვერ გამოვა სუფთად, წამებული მანტიას თუ პოლიტპატიმრის სტატუსს ვერ მოირგებს, რადგან უკანონო დავალების შემსრულებელი, ცალსახად დამნაშავეა. მის ქმედებებს მაინც არ აქვს გამართლება. ასეთ შემსრულებლებზე დგას ნებისმიერი შემკვეთი, ივანიშვილი იქნება ეს თუ სხვა. შემკვეთი და შემსრულებელი არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის ჩემი აზრი.

– შენ მტკიცებულებებზე ამახვილებ ყურადღებას, მაგრამ აქ ერთი უმნიშვნელოვანესი, მთავარი დეტალია – სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე აცხადებს, ქვეყნის არაფორმალური მმართველი მაძლევდა დავალებებს და მე იმათ ვასრულებდიო. წესით, გოგაშვილის მარტო ამ განცხადებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და მტკიცებულებები მერე გამოძიებამ უნდა მოიძიოს. ივანიშვილი უკვე დაკითხული უნდა იყოს. ამას კანონი მოითხოვს. ნორმალურ ქვეყანაში ასე არ მოხდებოდა?

– არანაკლები სკანდალური განცხადებები მოგვისმენია ჩვენი პოლიტიკოსებისა თუ გადამდგარი ჩინოვნიკებისა, რომელთაც მყისიერად უნდა მოჰყოლოდა გამოძიების დაწყება, მაგრამ მოჰყვა? ხელიც არავინ გაანძრია. გეთანხმები, გოგაშვილის განცხადებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და  ეს სიტყვები ოფიციალურ ჩვენებებშიც უნდა გაიმეოროს. თუ დადასტურდა ივანიშვილის ბრალეულობა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამას და თუ არ დადასტურდა, ცრუ ჩვენების მიცემის გამო, გოგაშვილს ბრალი უნდა წაუყენონ.

– კი, ასეა, მაგრამ ხომ ვიცით, ივანიშვილს დაკითხვაზეც კი ვერ დაიბარებს ვერავინ, არათუ გამოძიება დაიწყონ. აი, გოგაშვილს რომ ეთქვა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები მაძლევდნენ დავალებებსო, უკვე დაწყებული იქნებოდა გამოძიება, არა?

– კი, ასე იქნებოდა. კანონი რომ არ კანონობს ჩვენთან, მაგას რა ბევრი ლაპარაკი უნდა, ყველამ ვიცით.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგოგიტა დალაქიშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved