ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„ესე იგი, მარტო კობახიძის პასუხზე რატომ ბრაზდებით, იმას რატომ არ იმჩნევთ, რომ კითხვაც არაეთიკური იყოო.
გარწმუნებთ, კითხვის ეთიკურობაზე ბევრს იმსჯელებდა საზოგადოება, კობახიძეს ის რომ არ ეკადრა, რაც იკადრა ანუ კითხვა საკუთარი უხამსი პააუხით არ გადაეფარა. მას რომ ელემენტარული თავშეკვება გამოეჩინა, უზრდელობაში არ გადასულიყო, მარტივად, ღირსეული პასუხი გაეცა, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. მან კი ისეთები იკადრა პასუხში, რომ ვიღას ახსოვს კითხვა?
ასე რომ თუ დღეს ჟურნალისიტის კითხვის ეთიკურობას არავინ განიხილავს, ეს მხოლოდ კობახიძის საქციელის ბრალია.“
კომენტარები