• რეკლამა
  • კონტაქტი
19:30, შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩინეთი და თურქეთი ცდილობენ, საქართველოს გავლით რუსეთში პროდუქცია შეიტანონ, ხოლო მთელი ცივილიზებული ევროპა ცდილობს, რუსეთიდან პროდუქცია საქართველოს გავლით მიიღოს“

ალია ავტორი - ალია
18:28 07-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,460

ანი დვალიშვილი

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში კახელმა კაცმა წერილი გამოაქვეყნა, ნესვის და საზამთროს დიდი მოსავალი მაქვს, ადგილზე 10 თეთრად ვყიდი, ვისაც სურვილი აქვს, ჩამოვიდესო. არ დავიჯერე ასეთი ფასი და დავრეკე, დაადასტურა კაცმა, ფოტოებიც ჩამიყარა და… 10 თეთრი ღირს ნესვი და საზამთრო ადგილზე და დედაქალაქს, განსაკთრებით ნესვს, ათმაგი ადევს. არ დაიწყოთ ახლა, ტრანსპორტირებას ფული უნდა, ბენზინი გაძვირდაო. ათი კილოსთვის არავინ წავა და ხუთ ტონას რომ ჩამოიტან 500 ლარად და 5 ათასის აღება გინდა, გზა რამდენი დაჯდა? 500 ლარი ყველაზე ცუდ შემთხვევაში. და რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო? სწორია – იგივეს, რასაც ადრე აკეთებდა, ანუ არაფერს. არაერთხელ გვითქვამს, რომ სამაცივრე მეურნეობის აწყობა, თუნდაც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფის, უზარმაზარ მოგებას მოიტანს, რადგან ზამთარში იგივე ნესვი 3-4 ლარი ღირს, ანუ 30-40-ჯერ ძვირი იმაზე, ვიდრე ახლაა და თვეობით ნესვის შენახვა რომ შეიძლება, თუ არ იცით, ტაჯიკებს და უზბეკებს ჰკითხეთ, სწორედ ისინი ამარაგებენ ზამთარში ნესვით… 140 მილიონიან რუსეთს და ჩვენ კიდევ, შემოდგომაზე კახეთიდან წაღებული ყურძენი, ზამთარში სომხეთიდან სამმაგ ფასში შემოგვაქვს.

ახლა რუსულ ბაზარზე პრაქტიკულად ყველაფრის დეფიციტია. დასავლეთი მარწუხებს ყოველდღიურად უჭერს და მოსახლეობას ელემენტარული ნივთები ესაჭიროებათ. ასე განსაჯეთ, სადაზღვეოები პრაქტიკულად გაჩერებულები არიან და ვერაფერს აკეთებენ. იქ მცხოვრები ქართველები გვიყვებიან, რომ მაგალითად, თუ უცხოური ავტომობილის საქარე მინა დაგიზიანდათ, მას ვერ ცვლიან, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ არის. ცარიელია ის ავტოსალონები, სადაც ძვირადღირებული ავტომანქანები იდგა და რუსული „ლადას“ შეძენა კიდევ ამ კრიზისის პირობებში არავის სურს. შედარებისთვის გეტყვით, „მერსედეს-გელენვაგენის“ ახალი მოდელი საქართველოში 250 ათას დოლარად იყიდება, რუსეთში – 400 ათასი ღირს, მაგრამ საქართველოს ვინ ჩივის, გერმანიაშიც კი აღარ არის ახალი მოდელები, რადგან… ისინი მთლიანად რუსმა ბიზნესმენებმა შეისყიდეს იმის შიშით, რომ მომავალში კიდევ უფრო გაჭირდება მათთვის სასურველი ავტომობილი შეძენა. ასეთ პირობებში, საქართველო რუსულ ბაზარზე შესასვლელად ძალიან ხელსაყრელი ვარიანტია და…

„ჩინეთი და თურქეთი ცდილობენ, საქართველოს გავლით რუსეთში პროდუქცია შეიტანონ, ხოლო მთელი ცივილიზებული ევროპა ცდილობს, რუსეთიდან პროდუქცია საქართველოს გავლით მიიღოს, ოღონდ ისე, რომ ამ პროდუქციას ქართული ერქვას. ანუ, შემოვიდა რუსეთიდან მაგალთად მორები, დაიხერხა საქართველოში და გავიდა გერმანიაში როგორც ქართული ფიცარი. რაც მთავარია, ეს აწყობს ყველას და ევროპაც ვითომ ვერ ხვდება, რასთან აქვს საქმე, თუმცა მათთვის, რუსული პროდუქცია და განსაკუთრებით ხე-ტყე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩინეთიდან კი მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და ზოგადად, ყველანაირი ტექნიკა შემოდის და საქართველოს გავლით, რუსეთში შეტანას ცდილობენ. ერთი შეხედვით, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რადგან კონკრეტული ადამიანები ჩაერთვნენ ამ სქემაში და როცა საქმე ძალიან დიდ ფულს ეხება, გამოსავლის პოვნა ძალიან ადვილია“, – ეუბნება „ალიას“ პიროვნება, რომელიც ცდილობს კომპანია ვირტუარულ ზონაში დაარეგისტრიროს და რუსეთში საქონელი სწორედ ვირტუალური ზონის მეშვეობით გაუშვას.

რაც მთავარია, ევროპა ნელ-ნელა ემზადება ზამთრისთვის და სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ზამთარში ბებერ კონტინენტს ბუნებრივი აირის მარაგი არ ეყოფა და საიწყო იმაზე საუბრები, რომ ისინი იძლებული გახდებიან, კვლავ რუსეთს მიაკითხონ. თუ ევროპა მოახერხებს და რუსულ გაზს მთლიანად ჩაანაცვლებს, იგივეს ვერანაირად ვერ იზამს უკრაინა. უკრაინაში უმძიმეს ზამთარს ელიან და ამ ყველაფერს გოლოდომორსაც კი ადარებენ, როცა შიმშლით და სიცივით მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ამიტომ, ევროპას აგვისტოში ბოლო გაბრძოლება ექნება ეკონომიკური მიმართულებით, თუმცა სანქციებს სწრაფი ეფექტი რომ არ აქვს, ეგ დიდი ხანია აღიარეს. რაც შეეხება ამ ყველაფერში საქართველოს როლს… თურქეთმა მოახერხა და უკრაინულ მარცვლეულს ისე ყიდის, თავადაც კმაყოფილია, რუსეთიც და უკრაინაც. ჰო, უკრაინა აცხადებს, ჩვენ ხელშეკრულება თურქეთთან გავაფორმეთ და არა რუსეთთანო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ხელშეკრულება სამმხრივია და… და რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? მართალია, არაფერს ხალხისთვის და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების გადასარჩენად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved