• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილის პოლიტიკაში პირველად შემოსვლა იყო ტრიუმფი, მეორედ შემოსვლა იყო ძალიან ეფექტური, მესამე კი იქნება – ტრაგიკომიკური“ – გედევან ფოფხაძე

ალია ავტორი - ალია
16:56 07-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
558

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედი ფოფხაძე.

– ბატონო გედი, მიხეილ ყაველაშვილი და ახლა უკვე „ქართული ოცნების“დეპუტატებიც, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ამუნათებენ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდი ფარულად და ეს ფაქტი დაადასტურეო. თავად ივანიშვილს, თავიანთ პატრონს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რომ ჰკითხონ უფრო უპრიანი არ იქნება? ვერ უბედავენ? საერთოდ, ეს რა თამაშია?

– „ქართული ოცნებიდან“ „წასულ“ დეპუტატთა ამ ჯგუფთან ჩემი პოზიცია მაქვს – მიმაჩნია, რომ ამ ჯგუფის ამოცანაა, შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი  და „ქართულ ოცნებას“ გარკვეული პასუხისმგებლობის ვალდებულებები ააცილოს. „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის წინაშე ხომ აღებული  აქვს გარკვეული ვალდებულებები, დე ფაქტო ხელისუფლებაა. ამ მოცემულობიდან, ის ვალდებულია იყოს დიპლომატიური, ვალდებულია აწარმოოს ქვეყნის ინტერესების შესატყვისი საგარეო პოლიტიკა, არ დაუპირისპირდეს ევროპას და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას. ელემენტარულად, საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს და ამ საგარეო პოლიტიკიდან მიიღოს სარგებელი ხალხისა და ქვეყნისთვის. ამას „ქართული ოცნება“ არ აკეთებს. პირიქით, კონფრონტაციულ რეჟიმშია დასავლეთთან და ამ ადამიანებსაც იმისთვის იყენებს, რომ ღია და დემონსტრაციულ კონფრონტაციაში იყოს დასავლეთთან. ეს ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლობას, იმას, რომ მან ხალხსა და ქვეყანაზე ხელი აიღო და  აინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესები.

– ერთი ნიშანდობლივი რამ მაინც თქვა მიხეილ ყაველაშვილმა, რამაც საზოგადოება დააფიქრა: კარგი იქნება, თუ დაბრუნდება ბიძინა ივანიშვილი და მის მიმართ გაჩენილ კითხვებს თავად გასცემს პასუხსო. ბევრი ფიქრობს, რომ  ყაველაშვილის ეს განცხადება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურება და მოლოდინი გაჩნდა, რომ დაბრუნდება. თქვენ რას იტყვით, დაბრუნდება და თუ დაბრუნდა რა შეიცვლება?

–  ივანიშვილის პოლიტიკაში პირველად შემოსვლა იყო ტრიუმფი, მეორედ შემოსვლა იყო ძალიან ეფექტური, რადგან ხალხს იმედი გაუჩნდა, რაც აქამდე არ შესრულდა, იქნებ ის დაპირებები ახლა შესრულდესო. მისი პოლიტიკაში მესამედ შემობრუნება იქნება ტრაგიკომიკური. თუ მას უნდა, ეს ტრაგიკომედია გაითამაშოს, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება, პროცესის ბოლოს, ყველაზე მეტად დაზარალებული ის აღმოჩნდება. მისგან არაერთგზის მოტყუებული და გაწბილებული ხალხი, არა მგონია, გულგრილი დარჩეს მისი პოლიტიკაში დაბრუნებით. ხალხისგან იქნება მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მის მიმართ. შეიძლება ეს ტესტიც იყოს, მოსინჯეს, ხალხს რა რეაქცია ექნება მის შესაძლო დაბრუნებაზე. მაგრამ რეალურად თვითონ ივანიშვილისთვის დაბრუნება იქნება ძალიან მძიმე.

თეგები: გედევან ფოფხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved