• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხობში მდებარე კორპუსის მეპატრონე უარყოფს, რომ შენობა საკანალიზაციო მილების გარეშე აშენდა

ალია ავტორი - ალია
15:44 07-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
741

ხობში მდებარე ახალაშენებული კორპუსის მეპატრონე, თამაზ ბასილაია შენობაში კანალიზაციის ქსელის არარსებობას უარყოფს. მან დღეს კორპუსის შიდა სივრცის გადასაღებად მედიის წარმომადგენლები მიიწვია.

მეპატრონემ შენობა სახელმწიფოსგან 100 ათას ლარად შეიძინა, რის შემდეგაც იქ დაახლოებით 2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

შენობაში გაყვანილია როგორც საკანალიზაციო, ისე წყლის მილები, პრობლემა კი რეალურად ის არის, რომ ზუგდიდის გარდა სამეგრელოს რეგიონში, მათ შორის ხობში, ახალი საკანალიზაციო სისტემა არ გაკეთებულა. შესაბამისად, მილები 30 წლის წინ გაკეთებულ სისტემაზეა დაერთებული, რომელიც მდინარეში ჩადის.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თითქოს საკანალიზაციო მილების არარსებობის გამო, ბინების გაყიდვა ვერ მოხერხდა, მეპატრონე განმარტავს, რომ არა ცალკეულ ბინებს, არამედ მთლიან შენობას ყიდის.

ამასთან დაკავშირებით ის დევნილთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამბობს, რომ თუ ფასზე ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა შენობაში სასტუმრო გახსნას.

თამაზ ბასილაიას თქმით, ხობში კანალიზაციის გაკეთება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც უნდა მოგვარებულიყო, თუმცა არც დეპუტატს და არც რაიონის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე დღემდე არ უზრუნია.

ამის პარალელურად, ხობის ცენტრში ხელისუფლებამ გახსენა პარკი, რომლის მოწყობაზეც 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, კიდევ სამ მილიონზე მეტი თანხას დახარჯვას მის გასაფართოებლად გეგმავენ.

შეგახსენებთ, ახალაშენებულ კორპუსში საკანალიზაციო მილების არარსებობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved