• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერილს ავრცელებს სოსო გოგაშვილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
16:09 07-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,386

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიმართვას ციხიდან მისი შვილი, ნინი გოგაშვილი ფეისბუქზე ავრცელებს.

“მშვიდობა მოკეთეებო. აი მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე აქ არაფერი არ გამიჭირდება.

ჩემო თეა, ჩემო მეგობარო, ხო მეუბნებოდი სულ, რომ ქვა და რკინა ვარო, ხოდა ახლა დადექი მტკიცედ და მართე ოჯახი კარგი ვაჟკაცივით. მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ ხომ იცით.

მადლობა ჩემს ადვოკატებს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ყველას ჩემებს, მაჩხაანიდან დაწყებული ტვიბით დამთავრებული. მადლობა ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის, მადლობა ამხელა ჯარი რომ დგას მანდ, მადლობა სასულიერო პირებს, მეუფეებს, მამებსა და დედებს. გთხოვთ მოიხსენიეთ მონა ღვთისა იოსები.

დიდი მადლობა მედიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მეიმედებით.

დიდი მადლობა სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივ კავშირზე არიან ჩემთან.

დიდი მადლობა ყველა იმ პოლიტიკოსს, არასამთავრობოსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, რომლებიც ზუსტად ხვდებიან რაც ხდება ჩვენს თავს და სწორ აქცენტებს აკეთებენ.

არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს, ბოლო ნათელი წერტილი შემორჩენილხართ სუსში.

მადლობა ასევე ჩემს ახალ მასპინძლებს – ციხის დირექციის თანამშრომლებსა და მედპერსონალს, რომლებიც თავს მევლებიან.

მოკლედ სულ ესაა ამ ეტაპზე. ინფორმაციას მუდმივად მოგაწვდიან ჩემი სანდრო მეგობრები, რომლებსაც წინასწარ დავუტოვე გამზადებული Facebook სტატუსები.
იოსებ გოგაშვილი”

„ახლა სხვების ცოლებმა ინერვიულონ!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო გოგაშვილის მეუღლე?

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved