“ალფა ნიუსის” ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე “პერვი კანალზე” გავიდა სიუჟეტი სარატოვის ოლქში მცხოვრებ, უკრაინაში მოკლული რუსი ოკუპანტის – ალექსის ოჯახზე, სადაც გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა ამბობს, რომ “გრაბავოი” კომპენსაციით, ანუ იმ თანხით, რასაც ოჯახი იღებს ომში ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ალექსის მამამ ახალი, თეთრი, როგორც თავად ამბობს, “პატარა მანქანა”, LADA იყიდა.
“ალექსი ზუსტად ასეთ, თეთრ მანქანაზე ოცნებობდა”, – მოჰყავთ მამის სიტყვები სიუჟეტში და აღნიშნავენ, რომ ახალი მანქანით პირველად ოჯახი სწორედ ალექსის საფლავზე გავიდა…
კომენტარები