• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შევარდნაძემ გარისკა! ამ ხელისუფლებას კოჭებში ეტყობა, რომ ვერ გარისკავს!” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:26 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
391
ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“დიდოსტატმა ილჰამ ალიევმა, რომელსაც როგორც დემოკრატს, ცხადია, ვერ შევაქებთ! გადადგა ისტორიული ნაბიჯი – ევროპას აღუთქვა, რომ კონტინენტი აზერბაიჯანიდან 20 მილიარდ მ³ ბუნებრივ აირს მიიღებს 2027 წლისათვის! ყურადღება მიაქციეთ დროსაა თუ თარიღს! 2027 წლისათვის!
მაგრამ! მაგრამ! აქვს კი აზერბაიჯანს ამდენი დამატებითი რესურსი? თუ… თუ თავად აზერბაიჯანმაც უნდა შეისყიდოს ბუნებრივი აირი? ან შეისყიდოს ან …
კეთილი! მოდი, ვთქვათ სხვაგვარად!
ჯერ კიდევ 2005-06 წლებიდან დასავლეთი დაინტერესებული იყო ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობით (თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე – კასპიის ზღვის (ტბის) ფსკერზე გავლით და შემდგომ ერთი იმ პროექტით, რომელიც შავი ზღვის აკვეთას და ყირიმამდე ახალი გაზსადენის მშენებლობას გულისხმობდა და მეორე – თეთრი ნაკადის მშენებლობით (რუმინეთში გაზსადენის ამოყვინთვა). ზუსტად ვიცი იმ ორი მაღალჩინოსნის გვარები (ერთი ამ ხელისუფლებასაც გადმოჰყვა), ვინც LNG – ს პროექტი ამჯობინა ბაროზოს მიერ ჩამოტანილ ამ იდეას!
იდეა მოკვდა მაშინ და გარკვეული ვარიაციით არსებითად გაცოცხლდა კვირიკაშვილის პრემიერობისას, ხოლო გურბანგული ბედრიმუხამედოვი თბილისშიც იყო ჩამოსული და ბერლინშიც ჩასული პირადად მერკელთან. საუბარი აღარ ეხებოდა white stream-საც კი! შახ დენიზის გაფართოებაზე იყო საუბარი (TAP – TANAP-თან მიერთებით).
კვირიკაშვილისა და მარგველაშვილის დროს გაცოცხლებული იდეა მალევე მიიცვალა – საქართველომ სიმბოლური 100 000 ევროც კი არ გადაიხადა გარკვეულ კვლევებში.
კეთილი – დავანებოთ თავი წარსულს! თუმცა, რადგან ბერდიმუხამედოვი ვახსენეთ, ბარემ ვიტყვი, რომ თურქმენეთმა აკრძალა ყველა რუსული არხი საკუთარ ტერიტორიაზე! აი, იმ, ნამდვილად არადემოკრატიულმა თურქმენეთმაც კი!
დავუბრუნდეთ სათქმელს!
მაშ, საიდან მოიტანს აზერბაიჯანი დამატებით ბუნებრივ აირს? მხოლოდ ორი წყარო არსებობს – ინფრასტრუქტურულად განუვითარებელი ჩრდ.ირანი და თურქმენეთი! ოღონდ, კასპიის ზღვის ფსკერის საკუთრების პრობლემა ჯერ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის!
ახლა ვიკითხოთ – სადაა საქართველო?
და გავიხსენოთ ამბროსევიჩი! რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად წავიდა მეგა პროექტებზე! 1998 წლის თებერვლის ტერაქტი ამის დასტურია!
ანუ – შევარდნაძემ გარისკა! ამ ხელისუფლებას კოჭებში ეტყობა, რომ ვერ გარისკავს!
მაშ, სადაა საქართველო?
მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს შაჰ-დენიზის გაზსადენიდან ეკუთვნის წილი (იღებს კიდეც) და + გარკვეული ოდენობები შეღავათიან ფასად! (სხვა საქმეა, რომ ერთი სტრუქტურა ამას უწოდებს კორპორაციის მოგებას და ამიტომ იწერენ მისი ხელმძღვანელები პრემიებს).
და ახალ! აზერბაიჯან-ევროპის შეთანხმებაში კი, ხსენებულია საქართველო და მისი არსებული ინფრასტრუქტურა? ან, ხსენებულია, რომ საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, მიიღებს ამდენ და ამდენ ბუნებრივ აირს ან შეღავათიანი ფასით ან უფასოდ?
ბოდიში და… ჩემი ფეხები!
საქართველო ხსენებულიც არაა საერთოდ! რაც ტოვებს ეჭვს, რომ! თუ საქართველოს ხელისუფლება არ იაქტიურებს! ახალი გაზსადენიც კი შეიძლება აშენდეს აზერბაიჯან-სომხეთის (ლაჩინის) + თურქეთის მიმართულებით! 2027 წლამდე, გარწმუნებთ, მოესწრება!
ჰოოო… კიდევ ვთქვათ ორი სამი სიტყვა!
ვიკითხოთ – აქტიურობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება? ჰყვება თუ არა ამ ტრენდს? ახალ გამოწვევებს?
ცხადია! არა! არა და არა!”
თეგები: ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved