• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოდან მივდივარ, 2-3 დღეში მთავრობა გამოაცხადებს ცუდააა საქმეო – ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
00:27 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,299

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით წერს და მოსახლეობას აფრთხილებს:

,,საქართველოში ომიკრონ BA 5-ის აფეთქებაა

1. რამდენიმე დღეა, ჩამოვედი და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, რა ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით. მქონდა ბევრ ადამიანთან შეხვედრა. ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს და რისი გაკეთება არ შეიძლება.

2. საქართველოში მოჩვენებითი რეალობაა, თითქოს პანდემიის დამთავრდა, თავის მოტყუება გვიყვარს. საქართველოში კოვიდს სეზონური გრიპი დაარქვეს. ამ პაპანაქება სიცხეში რა დროს სეზონური გრიპია, ხალხო?!

3. ჯერ კიდევ აპრილში ვთქვი, რომ საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისში იქნებოდა. მართლაც ახლა საქართველოში ომიკრონ BA5-ის აფეთქებაა. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ქვეყანაში ინფიცირების არასახარბიელო ციფრები გვექნება.

4. მთელ მსოფლიოში კოვიდის მორიგი ტალღაა, საქართველო მსოფლიოს ნაწილია, გახსოვდეთ. საქართველოში კოვიდინფიცირების რა ოფიციალური მონაცემებიც ცხადდება, იმ ციფრს ბოლოში ნული მიუწერეთ და რეალურ სურათს მიიღებთ. საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება დაიწყო, ამას არავინ გეტყვით, ფხაკაძემ თუ არ გითხრათ.

5. მე არ ვარ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და არ ვარ პასუხისმგებელი, რას ამბობს მთავრობა. მე რასაც გეუბნებით, ფაქტებითაა გამყარებული და ეს არაერთგზის დამტკიცდა.

6. ალბათ შეამჩნევდით, რომ თქვენს გარშემო ადამიანები სიმპტომურად არიან ავად. აქვთ სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ეს არ არის სეზონური გრიპი, ეს არის ომიკრონ BA 5 და ახლა საქართველოში ამ ვარიანტის აფეთქებაა.

7. ომიკრონ BA 5 ვარიანტი ყველაზე სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება და, სამწუხაროდ, ის ყველას შეხვდება, ვისაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში კოვიდი არ გადაუტანია.

8. მე საქართველოდან  მივდივარ 1 კვირაში, ჩემი წასვლიდან 2-3 დღეში მთავრობა გამოაცხადებს, ცუდად არის საქმეო. მე გაგაფრთხილეთ. ინფორმაცია იარაღია.

9. ბევრი მეკითხება, ქვეყანა ჩაიკეტება თუ არა. ახლა ქვეყნის ჩაკეტვა ყველზე დიდი სისულელეა და ასე მხოლოდ ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა იქცევა. ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, გამოსავალი არის ეფექტური მართვა.

10. BA 5 ყველას დაგვემართება, მაგრამ კონცერტი ამით არ მთავრდება. ახალი ვარიანტები უკვე წამოვიდა ინდოეთიდან – BA 2.57, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და უკვე 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. ეს ვარიანტი ივნისის დასაწყისში გამოჩნდა, დაახლოებით ჩემი დაბადების დღეზე. ახლა იტყვიან, ფხაკაძემ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოუშვაო. ეს ახალი ვარიანტი დაახლოებით ნოემბერში საქართველოშიც იქნება.

11. რა უნდა გავაკეთოთ: მოვუწოდებ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, გააძლიერონ შიდა საკარანტინო ღონისძიებები; მოსახლეობას – ატარეთ პირბადე და აიცერით პროტოკოლის მიხედვით მაღალეფექტური ვაქცინებით („პფაიზერი“, „მოდერნა“), განსაკუთრებით, ვინც არის 50 წლის ზევით და ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება. საქართველოში 50 წლის ზემოთ ფაქტობრივად ყველას აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, რადგან არ მოწმდება საკვები, გარემო, ჰაერი. 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს გირჩევთ, ნაკლები მოგზაურობა და შეამცირეთ კონტაქტები.

ჯანდაცვის სისტემას რადიკალური რეფორმები სჭირდება – ეშმაკსაც დავუჯდები მოლაპარაკებაზე, თუ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაკეთებაში დამეხმარება, იმიტომ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც კი სამყაროს გადარჩენას უდრის.

1. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არის ძველი, საბჭოური, ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დასაშლელი და თანამედროვე სტანდარტებით თავიდანაა ასაწყობი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება რადიკალური რეფორმები.

2. ხალხო, რუსთაველზე რომ გამოდიხართ და ვითომ რევოლუციებს აკეთებთ და ვერ აკეთებთ, პირდაპირ გეუბნებით – რუსთაველზე, მიტინგებზე კი არ უნდა მოაწყოთ „ლოზუნგების რევოლუცია“, ჯანდაცვის სისტემაშია რევოლუცია გასაკეთებელი.

3. ქვეყანაში ადამიანთა გარდაცვალება ხშირად გამოწვეულია ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობით, არასწორი მართვით, კორუფციული გარიგებებით, არაპროფესიონალიზმით და არაკომპეტენტურობით. ამ მიზეზების გამო კოვიდპანდემიისას ათასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ.

4. რეალურ პრობლემებზე და კოვიდზე უკვე აღარც ვსაუბრობთ, ქვეყანაში მთავარი საკითხი პოლიტიკაა. ხალხო, ევროპაზე საუბარი რას გვიშველის, ქვეყანაში ადამიანები თუ არ დაგვრჩა. იდეებზე კამათი კი არა, დღეს ხალხი გვეღუპება – უცოდინარობით, არასწორი მართვით და ა.შ. საქმეების სწორად კეთება გვჭირდება და ეს არის სწორედ ევროპა!

5. მე ერთი ადამიანი ვარ და მხოლოდ ლაივებით სიტუაციას ვერ შევცვლი, თუ მთელი საზოგადოება არ დაფიქრდება, რა უნდა გავაკეთოთ.

6. რაც შეეხება ჯანდაცვაში მიმდინარე პროცესებს, ბევრ რამეს პოლიტიკური სუნი ასდის. პოლიტიკურ პროცესში არ ვერევი. პოლიტიკურ პარტიებს ყველას კარგად ვიცნობ, მაგრამ არავისთან არ ვარ. მე ჩემს თავს მიტინგებზე და ფლაერების დასარიგებლად კარდაკარ სიარულში ვერ ვხედავ. ნათქვამია, „არასოდეს თქვა არასოდეს“, მაგრამ ახლა მართლა ასეა.

7. ჯანდაცვის სფეროში გვჭირდება რეფორმა, ოღონდ რეალური და არა მოჩვენებითი. გვინდა რეფორმა ექთნებისთვის, ექიმებისთვის, საავადმყოფოებისთვის, და, რაც ყველაზე მთავარია, პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, დღეს ამას საქართველოში მე ვერ ვხედავ. ყველა ცდილობს, რეფორმის სახელით ფული გააკეთოს და პოლიტიკური დივიდენდები მოიხვეჭოს, მაგრამ არავინ ფიქრობს ექთნების, ექიმების ხელფასზე, პაციენტზე ორიენტირებულ ხარისხიან ჯანდაცვაზე, არავინ ფიქრობს, რომ საავადმყოფო, როგორც ინსტიტუცია, განვითარდეს და ჯანდაცვის სფეროში პროგრესს ხელი შეეწყოს.

8. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დეგრადაციის გზაზეა და არა ევოლუცია – განვითარების. ვიმეორებ, ჯანდაცვაში რადიკალური რეფორმები გვჭირდება და არა ზოგადი საუბრები. ვინ გააკეთებს ამას – არ ვიცი. გაფრთხილებთ, ჩაგივარდებათ ის ვითომ წამოწყებული რეფორმები. თუ მართლა რამის გაკეთებას აპირებთ, მკითხეთ, დაგეხმარებით.

9. სისულელეებს ნუ აკეთებთ, ისედაც სისულელეებშია ეს ქვეყანა, ჯანდაცვა ნადგურდება. ბევრ კლინიკას უკვე მედპერსონალი აღარ ჰყავს, ექთნები ქვეყნიდან გადიან – ეს არის განგაშის საფუძველი!

10. საავადმყოფო ექთნის გარეშე მხოლოდ შენობა-ნაგებობაა და არა სამედიცინო დაწესებულება. ქვეყანაში უკვე ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება. სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა რადიკალური, სისტემური, სტრატეგიული რეფორმები და ის უნდა განახორციელონ კეთილსინდისიერმა პროფესიონალებმა.

11. პირდაპირ მოგმართავთ პოლიტიკურ ძალებს, ყველას დაგეხმარებით, ოღონდ ჯანდაცვის სისტემა გავმართოთ. – ეშმაკსაც დავუჯდები მოლაპარაკებაზე, თუ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაკეთებაში დამეხმარება, იმიტომ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც კი სამყაროს გადარჩენას უდრის!

სიცოცხლე არ არის ფუფუნება, სიცოცხლე უფლებაა.

1. სიცოცხლე არ არის ფუფუნება, სიცოცხლე უფლებაა. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი დედამიწაზე არაფერია, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე უკეთესი არაფერი არსებობს.

2. გიყვარდეთ საკუთარი თავი, გიყვარდეთ ადამიანი თქვენს გვერდზე. სიყვარული თქვენგან იწყება და ეს არის მსოფლიოს სიყვარული. თუ თქვენ საკუთარი თავი არ გიყვართ, სხვა ვერ გეყვარებათ. მოუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს თავში – მსოფლიოს.

3. ბოლოს ერთი მესიჯი – არა ძალადობას! არა – ყველანაირ ძალადობას! საქართველო არ იმსახურებს, რომ იყოს ძალადობა და აგრესია ამ მშვენიერ ქვეყანაში. ფხაკაძე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია, იქნება ეს ფიზიკური, სიტყვიერი თუ მენტალური.

4. ძალადობა ანგრევს, სიყვარული აშენებს. სიყვარული გაიმარჯვებს! გიყვარდეთ!

5. იყავით პოზიტიურად განწყობილი, იფიქრეთ სიცოცხლეზე, ადამიანებზე, ადამიანობაზე. ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მომავალი;

6. ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, რას აირჩევთ – აირჩიეთ სიყვარული და სიცოცხლე”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

თეგები: გიორგი ფხაკაძეეპიდვითარება საქართველოში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved