• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სოსო გოგაშვილმა „ალიაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო დამიჭირა!“ – გოგიტა დალაქიშვილის სკანდალური ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
19:00 07-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,649

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, გოგიტა დალაქიშვილი.

– გოგიტა, შენ „ალიაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო დაგიჭირეს. ამ საქმეშიც სოსო გოგაშვილი ფიგურირებდა. ამის შესახებ საჯაროდ არ გვისაუბრია. მომიყევი რა და როგორ მოხდა?

– შენ მოგეცი „ალიასთვის“ ინტერვიუ ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ, ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. ეს სპეცოპერაცია 22 საათს გაგრძელდა და მას სპეცრაზმელი, ვანო გოლაშვილიც შეეწირა, დაიჭრა პოლიციელიც. მაშინ „ალიაში“ ვთქვი, რომ სპეცოპერაცია არ იყო კარგად დაგეგმილი. მთელი 21 საათი, სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ არაპროფილური სპეცრაზმები, რომელთაც  ერთი წრთვნაც კი არ ჰქონდათ გავლილი ტერორისტებთან ბრძოლის კუთხით. ამ დროს, შავნაბადაზე იდგა კონტრტერორისტული სპეცრაზმი, რომლის საქმეც ტერორისტებთან ბრძოლაა და  ეს სპეცრაზმი 21 საათი არ გაანძრიეს. ბოლოს, როდესაც ნახეს, რომ სპეცრაზმელიც დაეღუპათ, ჩატაევსა და მის რაზმს ვერ უმკლავდებოდნენ და თურქეთის უშიშროებამ დახმარებაც კი შემოგვთავაზა, ჩვენი სპეცრაზმის ჩაერთვება ტერორისტებთან ბრძოლაშიო, მაშინ„ გაახსენდათ“ კონტრტერორისტული  სპეცრაზმი. შავნაბადადან ჩამოიყვანეს ეს სპეცრაზმი, სხვები გაიყვანეს ლოკაციის ადგილიდან  და ერთ საათში დაასრულეს საქმე პროფესიონალებმა – ჩატაევისა და მისი ყველა თანამებრძოლის ლიკვიდაცია მოახდინეს. ინტერვიუში ისიც ვთქვი, რომ კონტრტერორისტული სპეცრაზმი რომ თავიდანვე ჩაერთოთ საქმეში, არც ვანო გოლაშვილი დაიღუპებოდა და არც პოლიციელი დაიჭრებოდა-მეთქი. ეს ინტერვიუ ძალიან ეწყინათ სუს-ის ხელმძღვანელებს და განსაკუთრებით, სოსო გოგაშვილს, რადგან ის კურირებდა სუს-ში კონტრტერორისტულ მიმართულებას. მოკლედ, გოგაშვილს ავკიდე, სრულიად საფუძვლიანად, გოლაშვილის მკვლელობა, პოლიციელის დაჭრა და 22 საათიანი უპრეცენდენტო და უშედეგო სპეცოპერაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ლაივში უყურებდა და დაგვცინოდნენ, რომ ორ დღე-ღამეში 4 ტერორისტი ვერ გავაუვნებელვყავით. ჩამოვკიდე ეს ცოდვა გოგაშვილს და მართალიც ვიყავი, რადგან მან სპეციალურად გაწელა სპეცოპერაცია, რომ როდესაც ის წარმატებით დასრულდებოდა, მას ჩინ-მედლებს ჩამოკიდებდნენ და ხალხში გმირად იქცეოდა, რეიტინგი გაეზრდებოდა. ასე არ მოხდა. სპეცრაზმელი დაიღუპა და არ იყო ეს წარმატებული სპეცოპერაცია, თან ას კაცზე მეტი 4 კაცს 21 საათი ებრძოდა და ვერაფერი დააკლო. „ალიაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ, ზუსტად ერთ კვირაში დამიჭირეს. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, მაინც დამიჭერდა სოსო გოგაშვილი, მაგრამ „ალია“ ბოლო წვეთი აღმოჩნდა. „ალიაში“ ინტერვიუ რომ წაიკითხა გოგაშვილმა, მაგიდაზე ედო გაზეთი და მუშტებს აბრახუნებდა, ჩქარა დაიჭირეთო, ხელქვეითებს უყვიროდა ჩემზე.

– რა ბრალდებით დაგიჭირეს და გაგასამართლეს?

– 158 მუხლით. ბრალად, ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება დამდეს. ჩანაწერი მქონდა, ირაკლი სესიაშვილისა და ერთ-ერთი ბიზნესმენის, სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ. ეს ჩანაწერი მივიტანე პროკურატურაში და მადლობა გადამიხადეს. შემდეგ, უკვე „ალიაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს მერე, გოგაშვილმა მოახდინა ზეწოლა პროკურატურაზე და პროკურატურამ „შემიკერა“ საქმე, ვითომ ჩანაწერით მატერიალური სარგებელი მივიღე. როგორ უნდა მიმეღო სარგებელი იმ ჩანაწერით, რომლიც უკვე მტკიცებულების სახით პროკურატურაში მქონდა წარდგენილი? ამას მიხვდნენ და ადგნენ და ასეთი რამ გააკეთეს – ეს ჩანაწერი გააქრეს პროკურატურიდანაც და ჩემი ტელეფონიდანაც და „შემიკერეს“ სხვა საქმე. ვითომ სხვა ჩანაწერით უნდა მიმეღო სარგებელი. 3 წელი ციხე მომისაჯეს და აქედან 2 წელი პირობითი. მოვიხადე ერთი წელი და გამოვედი. დამემუქრნენ, ციხიდან თუ ინტერვიუს მისცემ ადვოკატის მეშვეობით ან სხვა გზით და ირაკლი სესიაშვილზე დასძრავ კრინტს, ექვს წელს მოგისჯოთო. ხმა არ ამომიღია სესიაშვილზე, ვიდრე ვიჯექი, გამოვედი და ახლა ვლაპარაკობ.

სხვათაშორის, გლდანის ციხეში რომ შევედი, ისეთ საკანში ჩამსვეს, რომელსაც სათვალთვალო კამერა ჰქონდა. თურმე, სოსო გოგაშვილმა უბრძანა ეს ციხის უფროსს. ეგონა, გავტყდებოდი, შევშინდებოდი და ბოლოს არაადეკვატურად მოვიქცეოდი. მერე ამ ჩანაწერებს ნახავდა გოგაშვილი და ჩემზე „იკაიფებდა“. კაცი ციხეშია, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ასეთი კაცია.

– ინფორმაცია როგორ მოიპოვე?

– ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, სავარაუდო დანაშაულებრივი გარიგების მამხილებელი ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მოპოვების კანონიერი უფლება მქონდა. გითხარი უკვე, ის ინფორმაცია, ჩანაწერი გააქრეს პროკურატურიდანაც და ჩემი ტელეფონიდანაც და „შემიკერეს“ სხვა საქმე.

– პირდაპირ თუ გითხრა ვინმემ, რომ „ალიაში“ გამოქვეყნებული შენი ინტერვიუ იყო ბოლო წვეთი სოსო გოგაშვილისთვის?

– კი, გოგაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა მითხრა. მისი სამიზნე კი იყავი, მაგრამ ამ ინტერვიუმ გადაწყვიტა შენი დაჭერაო. სუს-ს მანამდეც ვაკრიტიკებდი, მაგრამ იმ ინტერვიუში უშუალოდ შევეხე გოგაშვილს და ეს უკვე ვეღარ მოითმინა.

თეგები: გოგიტა დალასოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved