უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უმცროსმა ქალიშვილმა ახალი თანამდებობა დაიკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინა ტიხონოვა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე გახდა.
საბჭო იმპორტირებული აღჭურვილობის ჩანაცვლების, ციფრული სერვისების შესაქმნელად და საკანონმდებლო ინიციატივების ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა.
მას აქამდე რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე შოხინი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ტიხონოვა, ასევე, არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
კომენტარები