• რეკლამა
  • კონტაქტი
19:05, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი, ეს არის პუტინის სცენარი“ – რაზე საუბრობს ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
21:50 07-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

ლევან ჯავახიშვილი 

„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის„ ლიდერი, ეკა ბესელია.

 

– ქალბატონო ეკა,  ევროკანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებზე მინდა გკითხოთ. ელოდით, რომ ასე უტიფრად ჩაშლიდნენ ამ საქმეს და მერე იქით დააბრალებდნენ ევროკავშირს, რომ საქართველოს რუსეთთან ომი გინდათ, ამას ვერ მიაღწიეთ და იმიტომ არ გვაძლევთ სტატუსსო?

–  მოვლენების მთლად ასე განვითარებას არ მოველოდი. ეს საერთოდ არაფერში ჯდება. ეს იყო უგემოვნობის, უნიჭობის რაღაც ნაზავი. მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რეგრესს. მუშტი-კრივის გამართვა ევროკავშირთან, როდესაც იცი, რომ ერთ წონითი კატეგორია არ ხართ და გამარჯვების არანაირი შანსი არ გაქვს, ასეთ დროს, სრულიად გაუგებარია ხელისუფლების ქცევა. თუმცა, ასე ერთი შეხედვით ჩანს. ამას აკეთებენ  შეგნებულად, განზრახ, რომ ევროკავშირის კარი მოგვიჯახუნონ და მარტო, ცივილიზებული მოკავშირის გარეშე დავრჩეთ. იგივე ხდება ამერიკასთან მიმართებაშიც. ეს არის პუტინის სცენარი. მას აქვს ჩარაზული კარი, არ უნდა ცივილიზებული მეგობრები, სჭირდება მხოლოდ ისეთი პარტნიორები, რომლებიც დითირამბებს უმღერებენ. ჩვენ რუსეთი არ ვართ, ეს საქართველოა, ყველა თავისი განსაკუთრებული მახასიათებლით.

– თან მტრის ხატის შექმნეს ევროპისა და ამერიკისგან, რომელთაც ავად თუ კარგად აქამდე მოათრიეს ეს ქვეყანა ფინანსური დახმარებით. რუსეთს კი მოყვარედ წარმოგვიჩენენ, რომელმაც ამ 30 წელიწადში ამდენჯერ გვეომა, ამხელა ტერიტორიები წაგვართვა, დაბრუნებას არ აპირებს და დღემდე აგრძელებს ქვეყნის ოკუპაციას. ამ ფონზე, წარმოიდგენდით, რომ ასე ღია, აშკარა ამდენი პრორუსი და რუსეთის მოყვარული იქნებოდა ამ პატარა ქვეყანაში?

– არა მგონია, პროცენტულად ბევრნი იყვნენ ასეთები, რუსეთის გულწრფელად და უანგაროდ მოყვარულები. მე უფრო მგონია, რომ  რუსეთის მომხრეების დიდი ნაწილი ის ხალხია, რომლებიც ფულზე იყიდებიან და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს ვისი ფულია. მათ მთავარია, გადაუხადონ და ხვალ ევროპისა და ამერიკის ქებას დაიწყებენ. ვინც რუსეთის ჩრდილქვეშ, მის ორბიტაზე ყოფნას მართლა ნატრობს, ასეთი იდეური მომხრეები რუსეთისა, ცოტანი არიან.

– ეს ფულზე გაყიდული ხალხი, რომელიც ფულის საფასურად რუსეთის საქმეს აკეთებს, სახიფათო და „მეხუთე კოლონის“ ნაწილია ქვეყანაში. იდეური პრორუსები, თუ საამისო დრო დაუდგათ, ბევრ ბინძურ საქმეს არ გააკეთებინებენ მათ?

– კი, ძალიან სახიფათოა ეს ხალხი. ყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას, მის დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს.

– ხელისუფლება ვითომ 6 თვეში აპირებს იმ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომლის შემდეგაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს მისცემენ. თქვენ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 6 თვეში, ერთი ხელის მოსმით დაანგრევს იმას, რასაც ასე გულმოდგინედ აშენებდნენ მთელი 10 წლის მანძილზე?

– მე, პირადად არანაირ შედეგს არ ველოდები ხელისუფლებისგან ამ მიმართულებით. „ქართული ოცნება“ ამ 6 თვეს გაიყვანს ისე, რომ არაფერს გააკეთებს. მოხდება სრული იმედგაცრუება და ეს უნიკალური შანსი, რომელიც ახლა მოულოდნელად მოგვეცა, ხელიდან იქნება გაშვებული. ამიტომ, ხალხმა უნდა იმოქმედოს, რომელმაც კონსტიტუციური ლეგიტიმაცია უნდა აიღოს საკუთარ თავზე, გამოვიდეს გარეთ და უნდა იბრძოლოს თავისი ევროპული არჩევანისთვის. უნდა მოითხოვოს მთავრობის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა ახალი არჩევნებით.

თეგები: ეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved