• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დევეპე დაეცა, თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა… ექიმებმა თქვეს, გადარჩენი ერთი პროცენტიაო – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ აქტივისტზე?

ალია ავტორი - ალია
18:00 07-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
749

სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. იგი თავის არეში უმძიმესი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მე-8 საავადმყოფოში გუშინ შეიყვანა. კლინიკასთან მთელი ღამე გაათენეს მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, ყველა გივიკოს გამოჯანმრთელებაზე ლოცულობდა, რადგან ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ.

ყველაფერი კეთდებოდა მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა. უამრავი ტკვილიანი სტატუსი გაჩნდა სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, გივი კუბლაშვილმა სამსახურში მიიღო ტრავმა ე.წ დევეპეს გადმოცვენის შედეგად.

„მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით მეგობრები, დილით 7 საათზე მომიწია იქიდან წამოსვლა აუცილებელ საქმეზე და სადღაც 2 საათში გავიგე, რომ ჩვენი უკარგესი მეგობარი ცოცხალი აღარ გვყავდა. მართალია ექიმები ამბობდნენ, რომ ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი, მაგრამ მაინც არ ვუშვებდით, რომ შეიძლებოდა მას რამე მოსვლოდა და ვლოცულობდით მის გადასარჩენად.

ტრაგიკული შემთხვევა მის სამსახურში გუშინ, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე შუალედში მოხდა. ერთ-ერთ ავეჯის დამამზადებელ კომპანიაში მთავარი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო, არ ევალებოდა, მაგრამ ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა. წინა დღეებში სოციალურ ქსელში ვიდეოც დადო, 12 საათამდე ეს უნდა მოვასწროთ, რომ ჩვენი წარმოება ისევ დადგეს მწყობრშიო. როგორც გივიკოს ნათესავმა მითხრა, ტრაგედიის ამსახველი ვიდეოც არსებობს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა.

თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, სერიოზული დაზიანებებით შეიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, გულს აპარატით უმუშავებდნენ. ექიმები ამბობდნენ, ერთი პროცენტიც არ არის გადარჩენის იმედიო, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდით იმ 1 პროცენტს. ისიც გვითხრეს, თუ 24 საათი გაუძლო, მერე გეტყვით რას მოვიმოქმედებთო. დღეს პირველ საათზე იწურებოდა ეს დრო, სამწუხაროდ, 10 საათზე გარდაიცვალა.

საოცარი ბიჭი იყო. დიდი ხანია ვმეგობრობთ და მართლა გვტკივა გული. ძალიან განათლებული იყო, რამდენიმე ენას ფლობდა. მეგობრები ბუკინგს ვეძახდით, არ არსებობდა თემა, მას რომ ამომწურავად არ ესაუბრა. ადრე კენჭს იყრიდა დიდუბეში მაჟორიტარად. ბოლო წლები შეეშვა პოლიტიკას, ორ შვილს ზრდიდა და მათ განათლებაზე იყო გადართული, თუმცა აქციებზე მუდმივად მოდიოდა და ძალიან აქტიურობდა კიდეც. ბოლო დროს პოლიტიკური ცხოვრებით არ ცხოვრობდა. უაღრესად კეთილშობილი ადამიანი იყო.

12 ივლისს ვარ დაბადებული და შარშან ჩემს დაბადების დღეზე ჩვენი მეგობრები შეკრიბა და დაბადების დღე მან გადამიხადა. ასეთი გულიანი, ძალიან ყურადღებიანი ბიჭი იყო. არ არსებობს ადამიანი, ვინც მასზე ცუდს იტყვის. ამერიკაში წასვლა უნდოდა და ორჯერ სცადა “გრინ კარტის” მოგება, მაგრამ არ გაუმართლა. სამსახურის პოვნა საქართველოში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ამ სამსახურით კმაყოფილი იყო, თავისი პატარა მაღაზიაც გახსნა და შრომობდა.

ქვეყანამ ძალიან მაგარი ადამიანი დაკარგა. ობლობაში იყო გაზრდილი. გივიკოს მამა ავტოავარიით იმ ასაკში გარდაეცვალა, რა ასაკშიც ახლა მისი შვილები არიან. დედამ გივიკო ძმასთან ერთად ობლობაში გაზარდა. საოცარი ოჯახი ჰყავს. ოჯახის წევრებს ვიცნობ და ვუთანაგრძნობ ყველას ამ უდიდეს ტკივილს. ხუთშაბათს მამა დავკრძალე და ოთხშაბათს მამაჩემის სამძიმარზე იყო მოსული, ბოლოს ორი დღის წინ ვნახე. მითხრა, ცოტა გადავიღალე ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც, ძალიან საპასუხიმგებლო საქმეს მოვრჩი ძალიან მაგრად და ახლა ცოტას დავისვენებო. ეს იყო ოთხშაბათს და პარასკევს ეს საშინელი ამბავი მოხდა. ძალიან გვტკივა გული. ისეთაც ცოტანი დავრჩით საქართველოში ქართველები და ასეთი უნიჭიერესი ახალგაზრდის გარდაცვალება მართლაც კატასტროფაა”, – ამბობს გივიკოს მეგობარი, კახა კვეკვესკირი.

წყარო: კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved