• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, შაბათი, 16 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს – კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროს რა გაგვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა და დღესაც რას გვიკეთებს – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
17:55 07-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,580

არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაკვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა, დღესაც რა გაგვიკეთა, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს. ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

 

მეუფე იაკობმა ქვეეყნის შიგნით ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა ერთმანეთის სიძულვილი და ზიზღი უნდა დათმონ.

 

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, მოლდოვაზე ახლა ზღაპარს გვიყვებიან, რუმინეთი რომ არ ყოფილიყო, არავინ მიიღებდა. წავიდა ვაჭრობა და რუმინეთი უკრაინას ხმას არ მისცემდა, ვერ მიიღებდნენ თუ არ მიიღებდნენ მოლდოვას. ჩვენთვის ევროპაში ერთი ერი არ აღმოჩნდა ისეთი, რომ ასე დაეჭირა მხარი, თუმცა აღმოჩნდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები საქართველოზე რომ საწინააღმდეგოს ამბობდნენ. ევროდეპუტატებზე მინდა ვთქვა, ზოგიერთ მათგანს ვიცნობ, შეხვედრებიც გვქონია და საქართველოზე ვთქვი, რაც მერე ღმერთმა ათქმევინა მაკრონს, რომ თურმე საზღვარიც არ გვაქვს ევროპასთან გეოპოლიტიკური. მე ვთქვი ის, რასაც იტყოდნენ ისინი, ვისაც მიიღებდნენ, რატომაც მიიღებდნენ. ბარემ, „პერსპექტივა“ მოგვცეს, ტაში დავუკრათ, რომ „პერსპექტივა“ მოგცეს? ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. არ შეიძლება ასე ყურება, სხვა ერებზე. აბა, შევხედოთ ისრაელს, მართლაც დიდი და ღვთის ერია. რა სჭირდება საქართველოს? სჭირდება რომ გავხდეთ სახელმწიფო. სახელმწიფო რომ გახდე, სახელმწიფოს უნდა შეგეძლოს თავის დაცვა ანუ უნდა გქონდეს ძლიერი უსაფრთხოება, ძლიერი ჯარი გყავდეს და შიგნით სახელმწიფოში, თითოეულ პიროვნებას განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს, კანონი უნდა იცავდეს, კანონი – კანონობდეს. ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ კანონები, ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ? თუ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა გვჭირდება ჩვენ. რა იციან ევროპელებმა, 12 მჭირდება, თუ 25? შეიძლება 100 რაღაც მჭირდება იმისთვის,რომ შევიცვალო, შეიძლება 3 გვჭირდება… ქართველებს ერთადერთი რამ გვჭირდება თავიდან, ერთმანეთის სიძულვილი, ზიზღი უნდა დავთმოთ. ადამიანები ვართ, ჩვენ დარვინის თეორიის ადამიანები კი არ ვართ, თითოეული ჩვენგანი ღვთისგან შექმნილია და ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. ვისაც შეყვარება არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, მეორის ატანა მაინც უნდა შეეძლოს, თორემ მოვა დრო და…“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მისი თქმით, საქართველო ისრაელის მსგავსად ძლიერ ერად უნდა ჩამოყალიბდეს.

 

„ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? სადღაც შევიდეთ? დღეს რომ ასე მექცევი, როცა შემოვალ ისევ ხომ ცუდად მომექცევი? ჩემი ქვეყნის სახელით რომ გელაპარაკები, შენ კეთილი უნდა ინებო და როგორც თანასწორი თანასწორს იღებს ისე მიიღო. ჩვენ არ ვართ მრავალმილიონიანი ერი, ვისზე ნაკლები ვართ? მაგრამ შეხედეთ, რა ხდება ჩვენთანაც – ძველად სპართსეთში გარობდნენ ხოლმე და ერთმანეთს უჩიოდნენ ასე და ისე იქცევაო და იქიდან უნდა შეექეთ, იქიდან უნდა დაენიშნეთ ან მეფედ ან თავადებად და იმათი „კურთხევა“ გჭირდებოდა. იგივე იყო ოსმალეთის იმპერიის დროს, აღარ ვლაპარაკობ რუსეთის იმპერიის დროზე, მერე საჩივრად რომ მოსკოვში გარბოდნენ და სამართალს რომ იქ ეძებდნენ. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერად, ისრაელის მსგავსად ძლიერი ერი უნდა გავხდეთ და რა გვიშლის ხელს ამაში? ერთმანეთის დაჭმა. რამდენი ხანია ვამბობთ, მოდით ეკლესიაში და შერიგება ეკლესიაში მოხდება, ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგონ? ან მათ, როგორ უნდა გვირჩიონ, თუ ჩვენ აქ, ერთმანეთი ვერ ავიტანეთ, რომელ ევროპაზეა საუბარი? ამერიკა ყოველთვის მხარში გვედგა ხოლმე. იმ დღესაც, შეხვედრა გვქონდა, ღონისძიება რომ მორჩა რამდენიმე ეპისკოპოსი ამერიკიდან ჩამოსულ გავლენიან პირს შევხდით. იქაც იყო საუბარი და ალალად გვითხრა, ბუშს რომ მერკელთან საქართველოზე ჰქონდა საუბარი, პირდაპირ უარზე მიდიოდა. ახლა, მაკრონს ათქმევინეს და მაკრონს რაც უნდა ეთქვა, სიტყვასიტყვით მანამდე ვთქვი, იმიტომ,რომ ვიცი, რითი უნდა გაემართლებინათ ტყუილი. კიდევ გეუბნებით,უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, იმას მადლობა ღმერთს, რუმინეთი დაუდგა [და მისცეს კანდიდატის სტატუსი] და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ხედავთ, ჩვენთანაც ლამის რევოლუცია წავიდა, უბრალოდ, ხალხმა ნახა, რომ ბრძოლა იყო სკამისთვის და ევროპას არავინ ართმევს. თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად დალაპარაკება, ჯერ ჩვენც უნდა ვისწავლოთ მათთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დაუხარო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება. კანონი გვჭირდება? მივიღოთ კანონი,მაგრამ კანონს მანამდე ვერ მიიღებ თუ ურთიერთგაგება და ერთმანეთთან წესიერი ურთიერთგაგება არ გქონდა. არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაგვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა და დღესაც რა გაგვიკეთა, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს. ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს. მარტო ამერიკა ევროპასაც არ ყოფნის, შიდავაჭრობები აქვთ და ამ ვაჭრობაში ჩვენ გარეთ დავრჩით, სამწუხაროდ. ამიტომ, ნიანგის ცრემლები არ გვინდა არც ევროპელებისგან, არც ჩვენებისგან, მთავარია, ერთად ვიყოთ ერთად“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved