• რეკლამა
  • კონტაქტი
00:41, შაბათი, 16 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიოში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, პანდემია არ დასრულებულა – The Washington Post

ალია ავტორი - ალია
15:43 07-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
530

კორონავირუსი კვლავ ახალ ტალღას ამზადებს. ის მუტაციას განიცდის, იმუნიტეტი მასზე აღარ მოქმედებს, – ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Post.

გამოცემა წერს, რომ ომიკრონის ქვეშტამის, BA.5-ის გაჩენამ მეცნიერებს იმის საფუძველი მისცა, რომ დასასრული ჯერ კიდევ შორს არის.

რა არის BA.5? არის თუ არა ის „ომიკრონის“ ბოლო ქვეშტამი, რომელიც დედამიწის მოსახლეობას 2021 წლის ბოლოს დაესხა თავს და ძალზე სწრაფად გავრცელდა. ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის ყველა შემთხვევის 70%-ს სწორედ BA.5 და მისი მონათესავე BA.4 ქვეშტამები წარმოადგენენ.

მოლეკულური მედიცინის პროფესორი ერიკ ტოპოლი ამბობს, რომ BA.5 კორონავირუსის ყველაზე ცუდი ვერსიაა, რაც აქამდე შეგვხვედრია.

„მან იმუნიტეტის დაძლევის შესაძლებლობა ახალ დონეზე აიყვანა, შესაბამისად იზრდება ვირუსის გადადების ალბათობაც და ეს ომიკრონის ადრინდელ შტამებზე ბევრად ძლიერია. იმის გამო, რომ ომიკრონის ზამთრის ტალღამ მოსახლეობაში გარკვეული იმუნიტეტი ჩამოაყალიბა, BA.5-მა ჰოსპიტალიაზაციის და სიკვდილიანობის დიდი მატება არ გამოიწვია. მაგრამ მასზე დაკვირვება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც აშშ-ში და ევროპაში ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ საკმაოდ მაღალ დონეზეა, რასაც ეს ახალი ქვეშტამებიც უწყობს ხელს. BA.4-ს და BA.5-ს ამ დროისთვის არსებულ ქვეშტამებს შორის იმუნიტეტის დაძლევის ყველაზე დიდი ძალა აქვთ. ამით ისინი წინა შტამებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება“, – ამბობს პფესორი ტოპოლი.

ვირუსს შეუძლია ზრდა, გადადება და ის იმუნიტეტს ხელიდან უსხლტება. იწვევს თუ არა BA.5 უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე სხვა შტამები, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის, რომ ვირუსი ვრცელდება, შესაბამისი პროფილაქტიკური ზომების მიღების აუცილებლობას აჩენს. ესენია მაღალი ხარისხის პირპადე, შენობაში ჰაერის ფილტრაცია და ვენტილაცია, ასევე, ერთ შენობაში დიდი რაოდენობის ადამიანების შეკრების დაუშვებლობა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ამჟამად მეცნიერები არკვევენ თუ როგორი უნდა იყოს ბუსტერ-ბუსტერ დოზა. უნდა შეიცავდეს თუ არა ის პრეპარატს წინა შტამების წინააღმდეგ თუ მხოლოდ ახალ შტამებს უნდა ებრძოდეს? სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება ორკომპონენტიანი ანუ ორვალენტიანი ვაქცინის სასარგებლოდ იქნება. მისი დახმარებით ორგანიზმი შეძლებს ბრძოლას კორონავირუსის როგორც ძველი, ასევე, ახალი შტამების წინააღმდეგ.

აშშ-ის საკვებზე და პრეპარატებზე სანიტარიული ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მომავალში ამ საკითხის მიმართ აუცილებელია უფრო მოქნილი მიდგომა. ახალი თაობის ვაქცინები უფრო ხანგრძლივი მოქმედებით, მრავალი შტამის მიმართ დაცვის ფუნქციით უნდა გამოირჩეოდეს და ვირუსის არა მარტო ორგანიმზში გავრცელებას, არამედ სხვა ადამიანზე მის გადადებასაც უშლიდეს ხელს. ამ შემთხვევაში მეცნიერებს და ექიმებს „კონკრეტულ ვარიანტზე დევნა“ აღარ დასჭირდებათ. ამისთვის სერიოზული კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ ფინიშის ხაზი ჯერ შორს არის, – წერს გამოცემა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved