• რეკლამა
  • კონტაქტი
06:26, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენმ – დაიკიდე ყველაფერი და გააკეთე ეს…” – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
03:19 07-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
493

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

 

“? მე გეტყვით ჩემს აზრს, რა არის გასაკეთებელი სასწრაფოდ და რა აქციაა დასაწყები რუსთაველზე დღეს ან ხვალ, თუნდაც 50, 100, 200 ადამიანით, რომელთა მიზანი იქნება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა…
? ხვალ, ზეგ, მაზეგ გვიანი იქნება: ადამიანი კვდება, ხალხო! კლავენ! საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, მესამე პრეზიდენტი სუფთა სამართლებრივი კუთხით, რა ბრალდებით ზის ციხეში – ის სასჯელს კი არ იხდის, ნელი სიკვდილით კვდება და ჩვენ ამას ვუყურებთ!!!
? ამიტომაც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს აქცია ერთადერთი მოთხოვნით: ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაუვადდეს სასჯელი მიხეილ სააკაშვილს!!!
? ულეგიტიმურესია ეს მოთხოვნა იმიტომ, რომ ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში არსებობს “კანონიერი ქურდებისთვის”, ბევრად მსუბუქ მდგომარეობაში, მსგავს სიტუაციაში სასჯელის გადავადების პრეცენდენტი!
? ენმ – დაიკიდე ყველაფერი და გააკეთე ეს, ორგანიზება გაუწიე თუნდაც პარტიის 200 წევრის გამოყვანას რუსთაველზე – პლაკატებით, ტრანსპარანტებით, ბანერებით და მოუწოდე ყველას, ვისთვისაც არ არის სულერთი ადამიანის ბედი, შეუერთდეს აქციას.
? გამოიყვანეთ ექიმები, ექსპერტები, ადვოკატები, რომლებიც ილაპარაკებენ ისე, როგორც შალვა ხაჭაპურიძემ ილაპარაკა წუხელ, ტვ პირველის ეთერში – მაღალფარდოვანი, იურიდიული ტერმინებით კი არა, კამერის წინ კეკლუცობით კი არა – უბრალო, გასაგები ენით აღწერონ, არაფრის შელამაზება არ არის საჭირო, არც გადაჭარბება, მოცემულობა არის ასეთი, რომ ადამიანი, მესამე პრეზიდენტი კვდება!
? რაც უნდა მძიმე მოსასმენი იყოს ეს, ასეა! და რაც მალე მიიტანთ ამას უბრალო ადამიანებამდე, რომლებიც უამრავნი არიან და რომლებსაც ჯერ კიდევ არ სჯერათ ბოლომდე, სჭირდებათ დარწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტი სასიკვდილოდაა განწირული და ხმა თუ არ ამოვიღეთ, მისი მდგომარეობა დღითიდღე გაუარესდება და მერე რაც მოხდება, შთამომავლობა არ გვაპატიებს!
? დაამონტაჟეთ მონიტორები, აჩვენეთ ხალხს სასამართლო პროცესის კადრები, წაუკითხეთ ექსპერტების დასკვნები, ევროპარლამენტართა განცხადებები, ევროკავშირის რეკომენდაციები წაიკითხეთ, ჩართეთ ლაივში ის ევროპერლამენტარები, რომლებიც პოლიტპატიმრებზე საუბრობდნენ და აკეთებდნენ განცხადებებს, მოასმენინეთ ხალხს მათი აზრი, გამობრძანდით ამ აქციაზე პოლიტიკოსები, თუნდაც მცირე მასით დაიწყეთ და თქვით, რომ აქ იდგებოდით, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად რომ ციხეში ბიძინა ივანიშვილი იჯდეს და მას კლავდნენ ასეთი მტანჯველი და ნელი სიკვდილით…
? დაიწყეთ და ნახავთ, თუ არ გამოვა ხალხი – გამოვა!
? და როცა გამოვა, მერე ყველაფერი გამოვა, სხვანაირად არა…
? და დაე, დაერქვას ამას მიშისტების, ნაცსექტის, ომის პარტიის აქცია – რაც გინდა დაერქვას, ოღონდ გადარჩეს – ადამიანი გადარჩეს!!!
? და თუ ესეც არ შეგიძლიათ – 200-500 კაცით აქციის დაწყება, მაშინ რა შეგიძლიათ საერთოდ?”
თეგები: ლაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved