• რეკლამა
  • კონტაქტი
21:54, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი უფასო ტანსაცმელის “მაღაზია” – აკა სინჯიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:41 07-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,177
ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი: 
“ეს არის ჩვენი უფასო ტანსაცმელის “მაღაზია”
რომელზეც, ახლავე ყველაფერს გეტყვით დაწვრილებით და გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ
?მოხალისეების მიერ შექმნილი სივრცე მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის უკან მხარეს, კორპუსების ეზოში. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, “მოდული”-ს შენობასთან არის ჩამოსახვევი.
გაუზიარეთ მისამართი ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
? სივრცე მუშაობს ჯერჯერობით შაბათს და კვირას, დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე. მოტანაც და წაღებაც შეგიძლიათ ყველა შაბათს და კვირას.
მოტანა შეიძლება ნებისმიერი ფორმის,ფერის და ზომის ტანსაცმელის, ფეხსაცმელის, წიგნების,სათამაშოების და ნებისმიერი საოჯახო ნივთის, რაც სახლში აღარ გჭირდებათ.
?გთხოვთ, ეცადეთ, ტანსაცმელი ნუ იქნება ძალიან დახეული და მთლად გამოუსადეგარი. იყოს აუცილებლად გარეცხილი, სუფთა და რაშიც იქნება მოთავსებული, ზედ ეწეროს სქესი და ასაკი, ვისთვისაცაა განკუთვნილი.
?განსაკუთრებით გვჭირდება ხოლმე სათამაშოები, წიგნები და მშრალი პროდუქტი. ძალიან ბევრი ბავშვი მოდის და ყველას გვინდა რაღაც შეხვდეს
?ოჯახებისათვის, მათი წევრების რაოდენობის მიხედვით, გაიცემა შეუზღუდავი ოდენობის ნივთები და შეუძლიათ სარგებლობა სამ თვეში ერთხელ. საბუთების წარდგენა არავისთვის სავალდებულო არ არის.
? აუცილებლად დამიკავშირდით რეგიონებიდან სოფლის, სკოლის, რაიონის, ან სოციალური სამსახურის თანამშრომლები, ან თუნდაც მოხალისეების ჯგუფი.ნებისმიერ რეგიონში უფასოდ გამოგიგზავნით საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელს და შეძლებთ გაუნაწილოთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
? გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მოხალისე, რომ შენობამ ყოველდღე იმუშაოს და სწრაფად გავაკეთოთ ხოლმე ყველაფერი, ვისაც ბევრი დრო გაქვთ, გთხოვთ მოგვეხმაროთ და შეგიძლიათ მომწეროთ მესიჯი ნომერზე – 558181218. ზარების პასუხს ვერ ვასწრებ, გაუჩერებლად რეკავს სულ ტელეფონი.
?შაბათს და კვირას, ტანსაცმელის გარდა გაიცემა უფასო პური, მათთვის, ვინც ვერ ყიდულობს. არ მოგერიდოთ და მობრძანდით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გჭირდებათ. პურიც და ტანსაცმელიც რა თქმა უნდა უფასოა.
ერთი თვის განმავლობაში, უკვე დავეხმარეთ 2000-ზე მეტ ადამიანს.
აქვთ ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები, ბავშვებს სათამაშოები და წიგნები.
ვეცდებით ჯერ ყველა დიდ ქალაქში და შემდეგ ყველა რაიონში იყოს ასეთი ადგილი.
უამრავი მადლობა სათითაოდ ყველას, ვინც გვეხმარებით და უზარმაზარი ბოდიში, ვისაც ვერ გპასუხობთ ზარზე და მოწერილზე.
#სიკეთეგადამდებია”
თეგები: აკა სინჯიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved