• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩამოგითვლით, რაშიც ივანიშვილმა ნამდვილად გადააჭარბა წინამორბედებს – სააკაშვილსა და შევარდნაძეს“ – ლაშა ჩხარტიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:56 07-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,035

ლევან ჯავახიშვილი   

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

 

-სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მცირე ნაწილმა მაინც აგო პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. ამათ, „ქართულ ოცნებას“ ორმაგად მოეთხოვებათ. რაც თავად ჩაიდინეს ისიც, და რაც დამნაშავე „ნაციონალებს“ აპატიეს პოლიტიკური გარიგებების თუ სხვა რაღაცების საფასურად, ისიც. უნდა დაესაჯათ დამნაშავეები, სამართლიანობა აღედგინათ და ამას ხალხი მოითხოვდა. მთავარი პრობლემა საქართველოში ყველა ტრაგედიის, ძარცვის, განადგურების, ქვეყნის მოსახლეობისგან დაცლისა არის ერთპიროვნული მმართველობა. მეტ-ნაკლები უარესობით, ვინ მეტი გააფუჭა და ვინ ნაკლები, ამას ვუყურებთ ამ 10 წლის განმავლობაში. „ნაცი“ უარესია თუ „ქოცი“? – ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების  შენარჩუნების ღერძი. იმაში კი არ ეჯიბრება „ნაცებს“, მათზე მეტი რა გააკეთა, იმაში ეჯიბრება, თვითონ მათზე ნაკლები გააფუჭა თუ არა. 10 კი არა, 30 წელია ამ რეჟიმში ვცხოვრობთ შევარდნაძისგან მოყოლებული. სახელმწიფოში ერთ პარტიას და ერთ ადამიანს როდესაც ეძლევა სრული ძალაუფლება, ეს კარგად არასდროს მთავრდება და ამიტომ ვართ ამ დღეში. ჩვენ არ გვყოლია არც ერთხელ დაბალანსებული პარლამენტი. საქართველოში ერთხელ მაინც უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ავირჩიოთ ისეთი პარლამენტი, სადაც საკონსტიტუციო კი არა, უბრალო უმრავლესობა არ ეყოლება არავის. იქნებ მერე კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილებები, რომ მომავალში, თუნდაც უმრავლესობის პირობებში, ერთმა პარტიამ ვერ დანიშნოს ქვეყნის მმართველად საკუთარი თავი, საკუთარი მაკონტროლებელი, საკუთარი  შემმოწმებელი და ყველაფერი ერთად. ადამიანები იდეალურები რომ იყვნენ და ძალაუფლების ცდუნებას უძლებდნენ, მაშინ აღარც კანონი იქნებოდა საჭირო და აღარც კონსტიტუცია. ჩვენ გვჭირდება სულ მცირე ერთხელ კოალიციური პარლამენტი, სადაც ერთ კაცს და მის ერთ პარტიას, არ  უნდა ჰქონდეს საშუალება, პარლამენტში ჰყავდეს პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარზე  ერთი კაცით მეტი. ამას თუ ვერ მივაღწევთ, ჩვენ პროგრესი არ გვექნება.

ივანიშვილმა რაშიც გადააჭარბა ნამდვილად წინამორბედებს, ეს ღია დაპირისპირებაა დასავლეთთან. შევარდნაძე და სააკაშვილი დეკლარირების დონეზე მაინც მხარს  უჭერდნენ დასავლეთთან ინტეგრაციას. მეორე ეს არის კორუფციის მასშტაბი. კორუფცია მანამდეც იყო, მაგრამ ამ მასშტაბისა არა. ყველაზე მაღალი კორუფციული გაუმაძღრობა გამოავლინა ივანიშვილმა. დასავლეთთან ღია დაპირისპირებაში იმიტომ შევიდა, რომ ეშინია ევროპული ვალდებულებების აღებისა, მათი რეალიზაციისა და შემდეგ, ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატობისა თუ წევრობისა, რადგან მას შანსი აღარ ექნება ძალაუფლების შენარჩუნებისა. საარჩევნო სისტემის და სასამართლოს რეფორმა თუ მოხდინა, კარგავს ძალაუფლებას.  ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, შევახსენებ ივანიშვილს. საბოლოო ჯამში, დიდი ხნით ვერ დარჩება ხელისუფლებაში, ეს გამორიცხულია. შესაბამისად, რაც მეტს იფართხალებს, მეტად დაარღვევს კანონს და დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და მით უფრო მეტად მოეთხოვება პასუხი სამართლებრივად და პოლიტიკურად. ამას რაც უფრო ადრე გააცნობიერებს, მით უკეთესი მისთვის. ისე მაინც უნდა დათმოს ძალაუფლება, რომ შევარდნაძის ბედი არ გაუხდეს სანატრელი.

თეგები: ლაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved