• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვუამბე ამ ხილვაზე ჩემს მოძღვარს და მან მამა გაბრიელთან გამიშვა” – წინასწარმეტყველება, რომელიც გაგოგნებთ

ალია ავტორი - ალია
17:18 07-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

ქართულმა გამოცემამ “prime time”-მა გამოაქვეყნა მამა გაბრიელის სულიერ შვილთან, მანანა ხორბალაძესთან ინტერვიუ.

მან ისაუბრა წინასწარმეტყველებაზე, რომელიც 1995 წელს არის დაწერილი.

“ამ ხილვაზე პირველად ჩემს მოძღვარს, მამა არჩილ მინდიაშვილს ვუამბე. მითხრა, ახლავე დამიწერე და წადი მამა გაბრიელთან ერთი კვირით, მონასტერშიო. უწმინდესთან მივედი. მანაც მთხოვა დამეწერა…”

წინასწარ მეტყველება, რომელიც წერილად აქცია “prime time”-ს ასე გაუზიარა: “გიორგობის წინა კვირა იყო. ჩემს სოფელში (სამთავისში) ვიდექი გზაჯვარედინზე, ტაძართან ახლოს. უამრავი ხალხი ირეოდა ქუჩაში. ზეცა რუხის ფერი იყო. უეცრად ცა გაიხსნა და დედა ღვთისმშობელი გამოჩნდა, გულზე ხელებგადაჭდობილი. ტიროდა. მწუხარედ დაჰყურებდა საქართველოს. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. მე პირჯვარი გადავიწერე და ლოცვა აღვავლინე. შემდეგ გამოჩნდა უფალი და საქართველოს მომავალი მაუწყა. მესმა ხმა: “ის, რაც ახლა ხდება, არაფერია იმასთან შედარებით, რაც გელით.”

ცა უფრო გაიხსნა და ფერადი ფილმივით ვუყურებდი ყველაფერს. დასაბამიდან რომ არ ყოფილა, ისე გაუსასტიკდებათ გულები ადამიანებს…

ვხედავდი, დაიწყო საშინელი არეულობა, ძარცვა, მრუშობა, მკვლელობა. ქუჩებში დახეტიალობდნენ გვარდიელები. ხალხს იარაღის მუქარით ძარცვავდნენ. იყო წყევლა-კრულვა, გაუთავებელი გოდება. ისმის ხმა – “დაიწყება გაჭირვება, საყოველთაო შიმშილი”. ვხედავდი უამრავ მათხოვარს, დაუძლურებულ ხალხს, რომლებიც ქუჩებში ვარდებოდნენ. ქუჩები გაივსო გვამებით.

გაისმა უფლის ხმა – “ომი მოედება ქვეყნის ოთხივე კიდეს, დასავლეთიდან გადაინაცვლებს აღმოსავლეთში. მაგრამ საიდანაც ეს უბედურება მოდის, მე მათ დავსჯი – რუსეთს. გადარჩება მხოლოდ კიევის რუსეთი.” ცაზე მთელი რუსეთი გამოჩნდა. დაიწყო საშინელი ომი. ყოველივეს მუსრს ავლებდნენ. უეცრად ცეცხლის ალით დაპატარავდა რუსეთი. გამოჩნდა მხოლოდ კიევის რუსეთი, როგორც დასაბამიდან იყო. ისევ მესმის უფლის ხმა: “დაგატყდებათ ჩემი რისხვა. იწყება წარღვნა”.

დაიწყო საშინელი წვიმა. ცა გაშავდა. ჩამოწვა წყვდიადი. აბობოქრებულმა ღვარცოფმა წალეკა ადამიანები, ქუჩები, სახლები… დამხრჩვალი ბავშვები რომ დავინახე, მუხლი მოვიდრიკე, დავიწყე მხურვალე ლოცვა და უფალს შევღაღადე – ბავშვებმა რა დააშავეს, უფალო… უეცრად ცა განათდა. გამოჩნდა დამშვიდებული დედაღვთისმშობელი, უფალი, გუნდი ანგელოზებისა და წმინდანებისა. გახარებული წამოვდექი. ტალახი ჩამოვიფერთხე და… კაბა გათეთრდა. ირგვლივ მიმოვიხედე და კანტიკუნტად მდგარ ადამიანებს სულ თეთრები ემოსათ.

მესმა მგრგვინავი ხმა უფლისა – “ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გარწყინდება. მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს გაუტოლდება. კი არ გაუტოლდება, პირველი იქნება მსოფლიოში. ჩემი წყალობა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას” – და მუჭით სხივები სამჯერ გადმოაფრქვია. წამოვიდა საოცარი სხივი და ნათება. ირგვლივ ყველაფერი გაბრწყინდა, თვით ხალხიც, რომელთაც თეთრი სამოსი ემოსათ. გაქრა სიძულვილი და სისასტიკე და ყველას თვალებიდან და სახიდან, სიკეთე და სიყვარული გამოსჭვიოდა.”

მხევალი ღვთისა მანანა ხორბალაძე. 10.11.1995 წელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved