პოლონეთი და ლიეტუვა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ბელარუსში ვიზიტისგან თავი შეიკავონ. რეკომენდაცია ლიეტუვის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცეს. უწყებების განმარტებით, ბელარუსში გამგზავრება, რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სერიოზულ რისკებს შეიცავს.
მანამდე ბელარუსმა პირველი ივლისიდან 31 დეკემბრამდე პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. წლის ბოლომდე ბელარუსში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეებსაც.














კომენტარები