• რეკლამა
  • კონტაქტი
09:22, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ძალიან ჰგავს აგონიაში მყოფი ხელისუფლების მოქმედებას, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ბოლო ეტაპს… ესენიც ისე დაასრულებენ…“ – გედი ფოფხაძე

ალია ავტორი - ალია
11:30 07-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
580

ლევან ჯავახიშვილი   

„ალიას“ აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინცინდენტზე ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედი ფოფხაძე“

–  ანრი ოხანაშვილი არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ამ მომხდარის სამართლებრივი ნაწილი თავად კარგად იცის. მშვენივრად იცის, რომ  მომხდარზე უნდა ყოფილიყო მყისიერი რეაგირება მისი მხრიდან, თუ მართლა რაიმე შეურაცხყოფა მიაყენეს. მოწმეები ანრის ამ მყისიერ რეაქციას არ ადასტურებენ. თუ მართლა მიაყენეს სიტყვიერი შურაცხყოფა, მას ისეთი ფორმა დააფიქსირა ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ, მოწმე ვერ ეყოლება და ვერ დაუფიქსირებს ვატო წერეთელს, რომ მან რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა. ყურში ჩურჩულით რა უთხრა ვატო წერეთელმა ანრის და საერთოდ უთხრა თუ არა რაიმე უწმაწური, ეს დაუდასტურებელი ამბავია. ვატო წერეთელი ხომ არ მისცემს ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ, ასეც რომ ყოფილიყო?  შესაბამისად, სამართლებრივად ანრის ქმედება არანაირად გამართლებული არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანრი ოხანაშვილის ვერსია აბსოლუტურად, ერთ-ერთში სწორია, სამართლებრივად ის მაინც მტყუანია. მან  უნდა იცოდეს, რა ადკევატურ რეაქციაზეა საუბარი. რაც შეეხება დიპლომატიურ კორპუსს, იმას, რომ იქ პროტოკოლი არსებობს და სხვა ქვეყნის საელჩოში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ხარ,  ასეთ დროს  დიპლომატიური სტანდარტები უნდა დაიცვა და მით უფრო ამერიკას, შენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას ანგარიში უნდა გაუწიო.  უნდა ხვდებოდე, რომ ნებისმიერი შენი არასწორი ნაბიჯი  ქვეყნის იმიჯსა და მის საგარეო პოლიტიკაზე ნეგატიურად  შეიძლება აისახოს.  ამ ყველაფერი მიუხედავად, თუ ამას ვერ ხვდები და  მაინც ჯიუტად იძახი, რომ  არა, ყველაფერს სწორედ ვაკეთებ,  მაშინ ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ზოგადად, ძალიან მარტივად არის საქმე – კანონმდებელი როდესაც ხარ, პირველმა შენ უნდა დაიცვა კანონი. თუ არ დაიცავ, აღარ გაქვს მორალური უფლება, არც იმისა, რომ  კანონმდებელი იყო და არც იმისა, სხვას კანონის დაცვისკენ  მოუწოდო. მე არ ვიცი, ესენი ისეთს რას აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, რომ დემარშები მოაწყონ და ასეთი არაადეკვატური რაღაცები აკეთონ. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენ რომ გააკეთოთ ასეთი რამ ქუჩაში ან მარკეტში, არა თუ რომელიმე ქვეყნის საელჩოში, პასუხს მკაცრად მოგთხოვენ, სხვა ნებისმიერს მოსთხოვენ და ვერ დაამტკიცებთ, რომ ვიღაცას ხელი იმიტომ დაარტყით, რომ ყურში უცენზურო სიტყვები გითხრათ.

– ნორმალურ ქვეყანაში ანრი ოხანაშვილი და ის დეპუტატები, ვინც ამ სკანდალში მონაწილეობდნენ, პოლიტიკურ კარიერას ხომ დაასრულებდნენ?

– ნორმალურ ქვეყანაში ეს არც მოხდებოდა. პოლიტიკურ კარიერას დაასრულებდნენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. როდესაც  წინასწარ გაცნობიერებული გაქვს შენი ქმედებების შედეგები, ცხადია, ასეთ რაღაცას არ გააკეთებ. წინასწარ როდესაც იცი, რომ შენს ქმედებას, შენთვის საზიანო არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, მორალური შედეგი კი არ გაინტერესებს, ადგები და იმასაც ჩაიდენ, რაც ანრი ოხანაშვილმა ჩაიდინა და უარესსაც. რა ვიცი, ზოგადად, რა უკანონობასაც ჩადის ეს ხელისუფლება, ყველაფერი შერჩა. 5 ივლისი მოხდა, ხელისუფლებისგან იყო ინსპირირებული და  მხოლოდ ვიღაც შემსრულებლები დაიჭირეს, დაუსჯელები დარჩნენ ბრძანების გამცემები, ან უკანონობის  ორგანიზატორები. ახლა ოპოზიცია რეგიონებში გადის, შეხვედრებს ატარებს და ვიღაც „ზონდერებს“ ახვედრებენ. დეჟავუს შეგრძნება მაქვს, 2012 წელს რაც ხდებოდა „ნაციონალების“ მმართველობის დროს, ოპოზიციონერებს რომ დაგვდევდნენ და „ზონდერებს“ გვისევდნენ, იგივე ხდება ერთი-ერთში.  მაშინ, რაც უფრო ახლოვდებოდა არჩევნები, მით უფრო მატულობდა „ზონდერების“ რაოდენობა, აგრესია, გამოხტომები…

– ხალხთან გასვლას და გასაუბრების უფლებასაც აღარ აძლევენ ოპოზიციას. კი, ბატონო, ვიღაცისთვის მიუღებელია ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები, თუნდაც ევროკავშირთან დაკავშირებით. თუმცა, არის  ხალხი, რომელსაც ეს აინტერესებს.

– პირდაპირ გეუბნებით, რომ სუს-ი დგას პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის. მე ხალხს რომ დაველაპარაკო, შუაში დგება  სუს-ის აგენტი ან მისგან მოგზავნილი აქტივისტი და ის იწყებს სიტუაციის არევას და რეპლიკების სროლას, ხელს მიშლის, რომ ადამიანებს ჩემი აზრი ვუთხრა. იდეალური ადამიანი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე და ნაკლი ყველას შეუძლია მოუძებნო. ან დააბრალო რაღაც ადამიანს და ამას აკეთებს კიდეც ხელისუფლება. ბუკა პეტრიაშვილმა რატომ უნდა  უნდა გასცეს პასუხი, მაგალითად, მეფე ერეკლეს შესახებ ლევან ბერძენიშვილის ნათქვამზე? მით უმეტეს, ბუკა პეტრიაშვილმა თქვა, მე არ ვიზიარებ ბერძენიშვილის მოსაზრებასო. სადღაც შედიხარ და გზას უხეშად გიკეტავენ. ყველგან, სადაც ოპოზიცია ჩავიდა ეს სუს-ის აგენტები თუ პროვოკატორები დაახვედრეს ოპოზიციას. საბოლოო ჯამში იქამდე მიდის ყველაფერი, რომ შენ თუ ჩემს აზრს არ იზიარებ, არ მოგწონს, დამანებე თავი, შეკრების კონსტიტუციური უფლება მაქვს, ხალხს ველაპარაკები და შენ არ უნდა შემიშალო ხელი ხალხთან ურთიერთობის დროს. ჩვენ დავინახეთ, რა ფორმით უპირისპირდებიან განსხვავებულ აზრს, რა მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ძალიან ჰგავს აგონიაში მყოფი ხელისუფლების მოქმედებას, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ბოლო ეტაპს, შევარდნაძის ბოლო ეტაპს და კომუნისტური პარტიის ბოლო ეტაპს. ვფიქრობ, როგორც იმათ დაასრულეს მმართველობა, ესენიც ისე დაასრულებენ.

-დეჟავუს შეგრძნება მაქვსო, ბრძანეთ და გეთანხმებით. რაც  წარსულში უკვე ვნახეთ,  იმას ვუყურებთ. კარალეთში  კალაძეს ქვები ესროლეს და კინაღამ ჩაქოლეს ის და მასთან ერთად მყოფი ხალხი, გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში “ქართული ოცნების” ორი აქტივისტი – გიორგი ხახოშვილი და ვლადიმერ სუჯოშვილი „ნაციონალების“ ნიღბიანმა  „ზონდერებმა“ სცემეს, ხულოში, კურორტ  ბეშუმში,  ჩხუბი მოხდა და  კინაღამ ბიძინა ივანიშვილი სცემეს. კიდევ ბევრი ამგვარი ფაქტის გახსენება შეიძლება და  მართლა ერთი-ერთში მეორდება ყველაფერი.

– ძალიან ზუსტი ანალოგიებია. გვახსოვს, როგორც განვიცდიდით, რა რეაქცია და დამოკიდებულება გვქონდა ამ ამბების გამო. ცხადია, ამას ყველა პიროვნულ შურაცხყოფად ვთვლიდით და ასეც იყო. ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. 2012 წელს თუ ვამბობდით, რომ ეს ქვეყნის მტრობა იყო და ამას დღევანდელი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ეთანხმებოდა, დღეს რატომ  არის კარგი საქციელი?

თეგები: გედი ფოფხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved