• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით” – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
09:40 06-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, ტყუ­ი­ლია, თით­ქოს 20 ივ­ნისს გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე “შინ ევ­რო­პის­კენ“ 160 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და.

რო­გორც მან “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არის მაქ­სი­მუ­მი, რისი მოყ­ვა­ნაც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ.

ამას­თან, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა რომ მო­ინ­დო­მოს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს გა­ავ­სებს.

” ეს ისე­თი ტყუ­ი­ლია, რომ არ ვიცი, 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნიც ტყუ­ი­ლია. რა­ო­დე­ნო­ბა­ში არ შე­ვალ, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ აქ­ცი­ას, ეს ევ­რო­პის იდე­ის გარ­შე­მო იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იყო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, კერ­ძოდ, მისი ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთა “სირ­ცხვი­ლია“. რო­გორც კი ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ მო­თხოვ­ნებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ვნა­ხეთ, რომ 10 ათას კა­ცამ­დე და­ვი­და მთლი­ა­ნად აქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა, ამ­დე­ნიც შე­იძ­ლე­ბა არც დარ­ჩეს. 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არის მაქ­სი­მუ­მი, რისი მოყ­ვა­ნაც მათ შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ აქ ესეც არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რია ის, რომ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თა­რე­ბა. მე­ო­რე, ახლა ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე თუ არის სა­უ­ბა­რი, მათ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნით არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი არ აქვთ, რომ თუნ­დაც სა­ნა­ხევ­როდ შე­ავ­სონ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი. ჩვენ რომ მო­ვინ­დო­მოთ აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს და იმის იქით გა­და­ვავ­სებთ. აქ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის საქ­მე, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე პა­ექ­რო­ბა­ში შეს­ვლას არ ვა­პი­რებთ. რე­ა­ლუ­რად, ხალ­ხის სა­ხე­ლით რომ გე­ლა­პა­რა­კე­ბა, მა­ქა­რაშ­ვი­ლი, ლომ­ჯა­რია და გი­გა­უ­რი, ეს უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლო და სა­მარ­ცხვი­ნოა“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­თხოვ­ნა “ლო­გი­კას არის მოკ­ლე­ბუ­ლი“.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, “ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უნდა მარ­თავ­დეს ამ ქვე­ყა­ნას“.

“ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი და მისი ლო­გი­კა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ იმარ­თე­ბა, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ახლა ამ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ლო­გი­კი­დან და წეს­რი­გი­დან გა­დახ­ვე­ვას გვთა­ვა­ზო­ბენ. ჩვენ, შარ­შან 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვით, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­ვე­დით, მაგ­რამ ქვე­ყა­ნას გა­ვუფრ­თხილ­დით და იმ მო­მენ­ტში ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ეს და­ვუშ­ვით, მაგ­რამ იქვე ვთქვით, რომ არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მო­მავ­ლოდ ამას აღარ და­ვუშ­ვებ­დით. რა თქმა უნდა, არც მო­მა­ვალ­ში არც მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ხით, არც შე­თან­ხმე­ბის, მი­თუ­მე­ტეს, ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხით, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ. ქვე­ყა­ნამ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა იმ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც არის. აქე­დან გა­დახ­ვე­ვა უბ­რა­ლოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ქვე­ყა­ნას ჰყავს მთავ­რო­ბა, რო­მელ­მაც მი­ი­ღო ხალ­ხის მხრი­დან ლე­გი­ტი­მა­ცია და ახლა უნ­დათ ისე­თი ხალ­ხი მო­იყ­ვა­ნონ, რო­მელ­საც სა­ხალ­ხო ლე­გი­ტი­მა­ცია არ აქვს“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved