• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ესენი გამოდიან ყველაზე მშიშრები – თუ ხელისუფლებას დაკარგავენ, ამ ქვეყანაში აღარ დაედგომებათ“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
23:20 06-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
989

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლაზე ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით  ჭიჭინაძე.

– პრემიერმა   იგივე შესთავაზა  ქართველ ხალხს, რასაც ადრე სთავაზობდა.  მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისს დაინახა ქართველი ხალხი  რისთვის იყო გამზადებული და როგორ უყურებს ქვეყნის მომავალს, მას უნდა ცვლილებები და ეს გამოსულმა ხალხმა დაადასტურა. „ქართული ოცნება“ ამას ვერ ხვდება და რასაც  2012 წელს სთავაზობდა ხალხს – „ნაცმოძრაობის“ შეცვლას, ახლაც იმას სთავაზობს. 2022 წელია და  ისევ „ნაცმოძრაობას“ ებრძვის და არა ქვეყნის  ახალ გამოწვევებს, ანუ ცდილობს წარსულით აცხოვროს ხალხი და არანაირი უკეთესი მომავალი არ შესთავაზოს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი კრახი ის არის, რომ მათ გეგმა არ გააჩნიათ, სამომავლო  გეგმა  არ აქვთ, როგორ განავითარონ ქვეყანა. ეს როცა აღარ გაგაჩნია, რაც უნდა  ფსევდო ღირებულებები შესთავაზო ხალხს, ვეღარ მოატყუებ. ამ ადამიანებმა უკვე იციან ჩამოყალიბებულად -ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა გარბის ამ ქვეყნიდან. ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ. ეს არის ქვეყნის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული, რომელსაც სჩადის „ქართული ოცნება“. ამას აკეთებს ხალხის დაშინებით, თუ მე არ ვიქნები, თქვენ კიდევ უარესი გელით, რევანშისტული „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება და ყველა თქვენგანზე შურს იძიებსო. აი, ეს არის მთელი მათი ნარატივი ამდენი ხნის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში. არ შეიძლება საკუთარ ხალხს სულ შიშზე ელაპარაკებოდე. ეს არასწორია და საბოლოო ჯამში, ესენი გამოდიან ყველაზე მშიშრები. იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებას დაკარგავენ, ამ ქვეყანაში აღარ დაედგომებათ. აი, ამ მიმართულებებით არ შეიძლება მართო ქვეყანა და შესაბამისად, ჩვენ უკვე მივალთ იმ მომენტამდე, რომ არანაირ სამოქმედო ველს აღარ დაგვიტოვებს „ქართული ოცნება“ გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში დაიწყოს  საყოველთაო დაუმორჩილებლობა, რომელიც გაჟღერებული იყო 20 ივნისის მიტინგზე. ყველაფერს აკეთებენ, რომ აბსოლუტურად შეეწინააღმდეგონ იმ მოთხოვნებს, რომლებიც წაგვიყენეს ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.

 

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved