• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ევროკავშირის ქვეყნების მართლმადიდებელ პატრიარქებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
10:52 06-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ევროკავშირის ქვეყნების მართლმადიდებელ პატრიარქებს მიმართავს. აღნიშნული მიმართვა დეკანოზმა გლდანის ციხიდან „ინტერპრესნიუსს“ გამოუგზავნა.

დეკანოზის თქმით, საქართველოში, ხელისუფლება ხალხის ნებას არ გამოხატავს, ასეთი მმართველობის გამო კი, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს. მამალაძე ევროკავშირის ქვეყნების მართლმადიდებელ პატრიარქებს სთხოვს, „არ დაიშურონ ევროპელი ხალხისა და მათი მთავრობების წინაშე შუამდგლომლობები“.

„უწმინდესნო, უნეტარესნო და მაღალუსამღვდელესნო, მამამთავარნო, ეკლესიათა მეთაურნო ახალი რომისა და მსოფლიოს – ბართოლომეოს,რუმინეთისა – დანიელ, ბულგარეთისა -ნეოფიტე, კვიპროსისა ქსიზოსტომოს, ელადისა იერონიმე, პოლონეთისა საბა, ჩეხეთისა და სლოვაკიისა – როსტისლავ, ფინეთისა – ლეონ, წმინდანო მეუფენო, თხოვნა რომლითაც მოგმართავთ, ნაკარნახევია სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე დგას, ამიტომ ვიმედოვნებ ჩემს გაბედულებას ბედნიერებად არ ჩამითვლით.

მოგმართავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, რომელიც საქართველოს ეკლესიის პრორუსული ადმინისტრაციისა და საქართველოს მმართველი ხელისუფლების გარიგებით 5 წელზე მეტია (რომლიდანაც 3,5 საწოლს ვარ მიჯაჭვული) უკანონო ტყვეობაშია.

თუმცა, დღეს მოგმართავთ არა როგორც ტყვე, არამედ, როგორც უძველესი იბერიის შვილი, რომლის სამშობლო უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია.

თქვენთვის კარგადაა ცნობილი საქართველოს და საქართველოს ხალხის ქრისტიანობამდელი თუ ქრისტიანობის შემდგომი ისტორია, რომლის არჩევანი იყო და არის ევროპა – ევროპული ცივილიზაცია.

საქართველო ევროპელთა პირველი სამოსახლოა – ღვინის, ხორბლის 27 სახეობიდან 12-ის, ყველის, მედეას და ოქროს საწმისის, ფარნავაზისა და სამსახოვანი ანბანისა. ფარსმან დიდის სამშობლომ მეოთხე საუკუნეში, წმინდა მეფე მირიანის ზეობისას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ერთად, პოლიტიკურად ცალსახა ევროპული არჩევანი გააკეთა. საქართველოს ხალხი ამ არჩევანს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძის თანახმად „ერთგულება ქრისტიანობისა, სიყვარული ბერძენთა“ (ევროპელთა) – უშურველად იცავს.

წმინდა იოანე თორნიკე ერისთავი, წმინდა დავით აღმაშენებელი – ქართველი ჯვაროსანი, წმინდა თამარ მეფე – კონსტიტუციური მონარქიის კონტურთა მსოფლიოში პირველი მომხაზველი, წმინდა გიორგი მთაწმინდელი, წმინდა ილარიონ ქართველი – ბალკანელ ევროპელთა ანბანის თანაავტორი, წმინდა ანთიმოზ ივერიელი – რუმინთა განმანათლებელი, წმინდა გრიგოლ ფერაძე, პეტრე იბერი, სულხან-საბა ორბელიანი, წმინდა ილია ჭავჭავაძე, წმინდა ამბროსი ხელაია, კატენში სხვა ევროპელებთან ერთად დახვრეტილი ქართველი ოფიცრები, აი, მცირე ჩამონათვალი იმ ქართველთა, რომელნიც სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ ღვაწლთან ერთად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებდნენ ევროპული ცივილიზაციის დასაცავად.

წმინდა მამამთავარნო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიამ წინა დღეებში მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, თუმცა, აღინიშნა მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ გზაზე. დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ის პარადოქსული ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გაუკუღმართებული პოლიტიკისა და მმართველობის გამო საქართველოს ხალხი არ უნდა დაისაჯოს. ხალხი მოახერხებს არჩევნების გზით გაუმჯობესდეს პოლიტიკური ვითარება და საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები. ამისათვის კი, საქართველოს სჭირდება ევროპის ძლიერი მხარდაჭერა.

ევროპელი ხალხი და მათი მთავრობები, რომლებიც სწორედ ამ დღეებში დასრულებულ სახეს მისცემენ გადაწყვეტილებას საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, წარმოადგენენ თქვენს სამწყსოს, რომელნიც პატივს სცემენ და ითვალისწინებენ თქვენს მოსაზრებებს და პოზიციებს, სწორედ ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, არ დაიშუროთ შუამდგომლობანი თქვენი სამწყსოს – ევროპელი ხალხისა და მათი მთავრობების წინაშე, რათა ჩემი სამშობლო – უძველესი იბერია, საქართველო და საქართველოს ხალხი მხარდაჭერილ იქნას სათანადოდ, რათა ამ მხარდაჭერით გაძლიერებული ებრძოლოს ევროპული ცივილიზაციის დაუძინებელი მტრის, რუსეთის გავლენებს და შეუფერხებლად იაროს განვითარების გზაზე“, – აცხადებს დეკანოზი მამალაძე.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved