• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ამზადებს ძალოვან უწყებებს ხელისუფლება 20 ივნისისთვის?

ალია ავტორი - ალია
16:18 06-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
478

ანი დვალიშვილი

20 ივნისს, ოპოზიციას დედაქალაქში მორიგი აქცია აქვს დაანონსებული. მართალია, თავიდან ეს აქცია „სირცხვილიამ“ დააანონსა, მაგრამ ყველა სურათი შეიცვალა და ახლა სათავეში კვლავ ნაციონალური მოძრაობა მოექცა, იმ პირობით, რომ ნაც-მო აქტივის სრულ მობილიზაციას საკუთარი ხარჯით მოახდენს. აღნიშნულ აქციაზე მისვლას აპირებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და ისიც ვთქვათ, რომ ევროკომისიის პასუხის შემდეგ, რიგითი მოქალაქეების ნაკლებობაც არ იქნება.

ხელისუფლება კი ცდილობს, ყველაფერი მსუბუქად დახატოს, მაგრამ სიტუაცია მძიმეა და ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი 24 ივნისი იქნება, როცა ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, რას გვიპირებს ევროპა. ჰოდა, აქციის ორგანიზატორები უკვე ფიქრობენ, რომ არ იქნება ურიგო, თუ 24-მდე პარლამენტის წინ დარჩებიან (ამინდი ხელს უწყობთ) და გაჟღერდება მთავარი მოწოდება – თუ ევროკავშირი ევროკომისიის რეკომენდაციას გაიზიარებს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. რაც მთავარია, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერა აქვს და იმედი იმისა, რომ საკუთარი ამომრჩევლის გარდა, გვერდში რიგითი ადამიანებიც დაუდგებიან.

ჰოდა, სწორედ ამიტომ, შაბათს დილიდან, ძალოვანი უწყებების მთელი შემადგენლობა ყაზარმულზე გადავიდა და საგანგებოდ ემზადებიან. საინტერესოა, რომ მმართველი გუნდის არაერთმა დეპუტატმა უკვე გააკეთა მოწოდება, არ გაბედოთ, კანონის ჩარჩოებს არ გასცდეთ, თორემ უმკაცრეს პასუხს მიიღებთო. წესითა და რიგით, ეს აქსიომაა, როცა კანონს არღვევ, უნდა იცოდე, რომ რეაგირება იქნება, მაგრამ დეპუტატებისგან ამის თქმა წითელი ნაჭრის ფრიალს ჰგავს და ეჭვი გვაქვს, ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება, ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოიკიდოს. ყოველ შემთხვევაში, როგორც „ალიას“ უყვებიან, რეგიონებიდან თბილისში წამოსასვლელად გამზადებულმა აქტივმა ზუსტად იცის, რომ უკან არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved