ბათუმში „ტვ. პირველის” ოპერატორ მურმან ზოიძეზე თავდასხმის ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი საქმეზე დღის განმავლობაში გამოიკითხება.
ცნობისთვის, გვიან ღამით, “ტვ. პირველის” ოპერატორი ჩართვის ემზადებოდა, მას რამდენიმე ახალგაზრდა მიუახლოვდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კომენტარები