• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაპზე მეტად ნუ იკათოლიკებთ, გადაეცით მათ ჩემგან – ვის მიმართავს კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
12:04 06-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,720

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„FB-მეგობრები მწერენ, რომ დიალოგს “მთვარის მოტაცებიდან” თარაშ ემხვარსა და კაროლინა შერვაშიძეს შორის რუსეთის მომხრეები იყენებენ ანტიევროპული დისკურსის გასაშლელად. თარაში მანდ ამბობს:
“კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას.
თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ…”
რომანი 1931-1933 წლებში იწერებოდა. მაშინ სხვა პოლიტიკური კონტექსტი იყო. კოლონიალიზმი რეალურად პრობლემას წარმოადგენდა. დეკოლონიზაციის ეპოქა მოგვიანებით დაიწყო. ანუ აქ იგულისხმება კოლონიალისტური ფიზიოკრატია და არა ის კულტურული ევროპა, რომლის თაყვანისმცემელიც თარაში იყო და ეს მისი დღიურებიდანაც ჩანს. ევროპა, რომელმაც ჩვენი ემიგრაცია შეიფარა და რომელსაც რომანის მიხედვით თარაში მამასთან ერთად გაჰყვა. თარაშის პროტოტიპი ხომ არზაყან ემხვარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ასევე წავიდა 1921 წელს პარიზულ ემიგრაციაში და იქვე განისვენებს.
გარდა ამისა აქ შეფარვულად რუსეთიც იგულისხმება. (შენიღბულად, საბჭოთა ცენზურის ფაქტორის გამო. თან ნურავის დაავიწყდება, რომ ეს რომანი რამოდენიმეჯერ შეუწყალოდაა დაჩეხილი საბჭოთა ცენზორთა მიერ და პირვანდელი სახით აღდგენა 1990-1991 წლებში მოხერხდა)
რუსეთის იმპერია გასული საუკუნის ევროპელ კოლონიალისტებზე გაცილებით წინ წავიდა – იგი კოლონიების ანექსიას ეწეოდა და იქ მცხოვრები ხალხების ასიმილაციას არც თუ წარუმატებლად ცდილობდა.
პაპზე მეტად ნუ იკათოლიკებთ, გადაეცით მათ ჩემგან.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved