• რეკლამა
  • კონტაქტი
11:07, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პირადად ზვიად გამსახურდიას აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ გოგი ხოშტარია ჩანერგეს მის გარემოცვაში, რათა შემდგომში კგბ-ს გამოეყენებინა…“ – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
17:48 06-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39,468

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ გოგი და ელენე ხოშტარიების გარშემო აგორებულ სკანდალზე ესაუბრება „ეროვნული მოძრაობის“ წევრი,  „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

 

– ხოშტარიების ოჯახი არის დინასტიებით მოღალატეთა კასტა. მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე, რუსული კგბ-ს სასარგებლოდ მუშაობდნენ. პირადად ზვიად გამსახურდიას აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ გოგი ხოშტარია ჩანერგეს მის გარემოცვაში, რათა შემდგომში კგბ-ს გამოეყენებინა ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ასეც მოხდა. გოგი ხოშტარიამ  როგორც კი მიიღო დავალება მოსკოვიდან, როგორც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დაიწყო მოქმედება ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. მეტსაც გეტყვით, გოგი ხოშტარიას საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ მინისტრმა კაცმა, უცხოეთიდან ჩამოიტანა ე.წ. აჟურული კოლგოტები, რომლებიც მაშინ მოდაში იყო და ამას ჰყიდდა  გადამყიდველების მეშვეობით. როგორი საქმეა, საგარეო საქმეთა მინისტრი უცხოეთში მიდის ოფიციალური ვიზიტით და იქიდან კოლგოტები ჩამოაქვს და ამით ვაჭრობს. მას ეძახდნენ „შტერ გოგიას“, მახსოვს, უზენაეს საბჭოში ასე მოიხსენიებდნენ. მან აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო მოლაპარაკება სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ წარმართა. პირდაპირ გეტყვით, რუსულ საქმეს აკეთებდა და ზვიად გამსახურდიამ მოხსნა მინისტრობიდან. შემდეგ გოგი ხოშტარიამ სიგუასთან, კიტოვანთან და ჯაბა იოსელიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო კანონიერი ხელისუფლების დამხობაში. იმ დროიდან, რუსული სპეცსამსახურებიდან გოგი ხოშტარიას ერიცხება თანხა, როგორც რუსეთის აგენტს. ადრე კგბ იყო, ახლა ფე-ეს-ბე-ა. სხვა და სხვა ფონდებიდან,  სხვა და სხვა სპორტული თუ კულტურული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ურიცხავენ თავიანთ აგენტურას ფულს, ეს აპრობირებული მეთოდია რუსული სპეცსამსახურებისა. ეს უამრავი, სხვა და სხვა პროფილის ორგანიზაციები, ისევე როგორც მარიინსკის თეატრი, არის რუსეთი სპეცსამსხურების საფარი. მარიინსკის თეატრის ხელმძღვანელი, გენდირექტორი, სული და გული  არის ცნობილი დირიჟორი ვალერი გერგიევი, წარმოშობით ოსი ეროვნებისა. გერგიევმა 2008 წლის 22 აგვისტოს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი არ იყო დასრულებული, ქართველი ჯარისკაცები ჯერაც ცხინვალის ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდნენ, კონცერტი გამართა. ეს კონცერტი მიუძღვნა საქართველოზე გამარჯვებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ვალერი გერგიევმა ეს გააკეთა მისი მეგობრის, ვლადიმერ პუტინის თხოვნით. გერგიევი რომ პუტინის ფავორიტია, ეს ყველამ იცის. აი, ამ დროს,  2008-ში, გოგი ხოშტარიას ჩაერიცხა თავისი კუთვნილი ჰონორარი რუსეთიდან, ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება გამოქვეყნდა. წლების მანძილზე რუსეთისგან ფულს იღებდა ხოშტარიების ბინძური ოჯახი და ამაზე დიდი ღალატი რაღა გინდათ?  მერე ამ  ბინძური ფულით ბათუმში სახლს ყიდულობს ელენე ხოშტარია და ვითომ არაფერი. დღეს ასეთი მამა-შვილი ცდილობენ, ქართულ პოლიტიკაში შემოიტანონ დისონანსი, შემოიტანონ არეულობა და თავიანთ მოღალატეობრივ  საქმიანობას აგრძელებენ. გერგიევი არის ოსი სეპარატისტი, რომელიც მხარს უჭერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მე ვფიქრობ, რომ გოგი და ელენე ხოშტარიების წინააღმდეგ  უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, ოკუპანტ ქვეყანასთან საქართველოს წინააღმდეგ თანამშრომლობის ბრალდებით და ორივენი უნდა გასამართლდნენ. ამას ეს ხელისუფლება თუ არ გააკეთებს, მოვა სხვა ხელისუფლება და ის გააკეთებს.

– გოგი ხოშტარია ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის და სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის დის შვილია, რომელიც მარიინსკის თეატრშიც მოღვაწეობდა. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სოლიკო ვირსალაძის „სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, უკვე 25 წელია ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან“. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი?

– ალა პუგაჩოვა იყო რუსეთის ყველა ხელისუფლებასთან დაახლოებული მომღერალი, ყველა ხელისუფლების ფავორიტი და რუსეთში ხელოვნების სფეროში არ არსებობს ჯილდო, მას რომ არ ჰქონდეს მიღებული. პუგაჩოვა ოჯახთან ერთად უცხოეთში წავიდა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ხელისუფლება გააკრიტიკა. ასევე მოიქცა მისი მეუღლე, მაქსიმ გალკინი. პუგაჩოვასა და გალკინს ამის მერე, რუსეთში სიმღერა აეკრძალათ, საერთოდ მოკვეთეს რუსული ესტრადიდან. ასევე მოხდა ვალერი მელაძის, ზემფირას, მაკარევიჩის და ყველა იმ რუსი მომღერლის შემთხვევაში, რომელთაც უკრაინაში ომი დაგმეს.  გოგი და ელენე ხოშტარიები, წლები რუსეთის ლანძღვაში არიან, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ელენე ხოშტარია ორგანიზატორია უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის საწინააღმდეგო აქციებისა, არც მამამისი ჩამორჩება რუსეთის, პუტინის ლანძღვასა და უკრაინის მხარდაჭერაში და ვინმეს სჯერა, რომ ამის მერე, გოგი ხოშტარიას რუსეთიდან საბიუჯეტო ფულს ურიცხავენ, რომ ვითომ სოლიკო ვირსლაძის მემკვიდრეა? ეს არის ზღაპარი, თავის მართლების უსუსური მცდელობა. მათი ეს ანტირუსული, ანტიპუტინური, უკრაინის მხარდამჭერი, პროდასავლური თუ პროამერიკული აქციები, ეს რიტორიკა შეთანხმებულია ფე-ეს-ბე-სთან და ემსახურება ქვეყანაში არეულობის შემოტანას, ხალხის დაპირისპირებას. ყველაზე საინტერესო რა არის ახლა, თუკი ვინმე რუსეთში ისწავლიდა, რუსეთში სამკურნალოდ წავიდოდა, ქორწილში წავიდოდა, რუსულ კინოს უყურებდა და რუსულ სიმღერას მოუსმენდა, ელენე ხოშტარია ყველას რუსეთუმეს ეძახდა და გარბოდა  ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოებში და ამ ხალხისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა. ამ დროს, რუსეთის ბიუჯეტიდან, სეპარატისტი გერგიევის ხელიდან იღებდა ფულს, მილიონებს  და უზრუნველად ცხოვრობდა. ეს არის უტიფრობის ზეიმი.

იმისთვის, რომ რუსეთთან ინტეგრირებული ყოფილიყო, რუსეთში სწავლისას ელენე ხოშტრიამ სახელი გადაიკეთა და დაირქვა ლяკა. რუსული სახელი ერქვა, რუსული я ჩასვა თავის სახელში, რომ რუსებს იოლად გამოეთქვათ. ეს ლяკა არ სჭირდებათ. გოგი ხოშტარია დაბერდა და შვილს გადააბარა საქმე, გამოზარდა რუსეთის აგენტად და ის აგრძელებს  ამ საქმეს. საამისოდ დიდი ხანი ამზადებდა მამა შვილს. ელენე ხოშტარიას  დამთავრებული  აქვს „მგიმო“-რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი.ეს არ არის ჩეულებრივი უნივერსიტეტი, ეს არის კგბ-ს დახურული სასწავლებელი, სადაც სულ გენიოსი რომ იყო, კგბ-ს  სპეციალური რეკომენდაციის გარეშე ვერ მოხვდები. ცხადია, ეს უნივერსიტეტი ამზადებდა კგბ-ს  კადრებს, რომელთა ნაწილი  შემდეგ უცხოეთში მიდიოდა  სამუშაოდ. ვინ იყო ელენე ხოშტარიას რეკომენდატორი? შესაძლოა, მამამისი, კგბ-ს ოფიცერი გოგი ხოშტარია, შესაძლოა, კგბ-ს სხვა აგენტი, „შტერ გოგიას“ ახლობელი თუ თანამშრომელი. სანქციები უნდა დაუწესდეს ელენე ხოშტარიას, როგორც რუსული სპეცსამსახურების აგენტს, რომელიც ფულს იღებს რუსეთის ხელისუფლებისგან, რუსეთის ბიუჯეტიდან!

 

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ ამ ბრალდებებს რა უპასუხა და აქვე გთავაზობთ გოგი ხოშტარიას განმარტებებსაც

ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ – გოგი ხოშტარია

მამაჩემმა გადაწყვიტა რუსეთის საავტორო ორგანიზაციასთან გაეწყვიტა ურთიერთობები – ელენე ხოშტარია

თეგები: გოგი ხოშტარიაელენე ხოშტარიასანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved