ქუთაისის მერიის შენობა 16 039 000 ლარად იყიდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ მუშაობას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.
შენობაში, რომელშიც ათეული წლებია ქალაქის თვითმმართველობა ფუნქციონირებს, სასტუმრო მოეწყობა.
ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა 3667 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და მისი საერთო ფართი 6857 კვ.მ-ს შეადგენს. ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, დაინტერესდა თუ არა უკვე ვინმე მისი შეძენით, უცნობია.














კომენტარები